imedi /  11 სექტემბერი 2018, 17:07 / სანდო წყარო

ძაღლმა ამერიკელი 50-წლიანი პატიმრობისგან იხსნა

ამერიკულ  შტატ ორიგონში მცხოვრები სანტექნიკოსი ჯოშუა ჰორნერი საკუთარმა შვილმა პედოფილიაში დაადანაშაულა. მას 2017 წელს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 50 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ბრალდება დაზარალებულის ჩვენებას ეფუძნებოდა - საქმეში სხვა მასალა ან მოწმე არ ფიგურირებდა. 

სასამართლოში გოგო აცხდებდა, რომ ჰორნერი მას თავისი ძაღლის, ლიუსის მკვლელობით ემუქრებოდა, თუ ის პოლიციას სექსუალური ძალადობის შეასახებ მოუყვებოდა: მისი თქმით, ჰორნერი ასეც მოიქცა და ძაღლი მოკლა. 

ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ჰორნერმა ორგანიზაცია Oregon Innocence Project-ს მიმართა, რომელიც უსამართლოდ გასამართლებულებს იცავს: ის ირწმუნებოდა, რომ ძაღლი არ მოუკლავს და ორგანიზაციის თანამშრომლებმა ლიუსის ძებნა დაიწყეს. რამდენიმე თვეში, ძაღლი ცოცხალი იპოვეს. 

ცხოველის აღმოჩენის შემდეგ, პროკურორმა გადაწყვეტილების გაუქმებაზე სარჩელი შეიტანა. პროკურორი აღნიშნავს, რომ ახალი ფაქტორი არ გამორიცხავს ძალადობას, თუმცა დაზარალებულის სიმართლეში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. 

მოსამართლემ განაჩენი გააუქმა. სავარაუდო მსხვერპლი პროკურორებთან კონტაქტზე არ გამოდის.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ბიუჯეტის ათვისება

19 ნოემბერი 2018, 13:27

ეკონომიკა

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წლის ცხრა თვეში 96 მლნ ლარია ათვისებული

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წლის 9 თვის მდგომარეობით, 96 მლნ ლარია ათვისებული, რაც წლიური გეგმის 37.1%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის 9 თვეში ათვისების მაჩვენებელი 41.2%-ს უტოლდებოდა.

ლევან გორგაძე

19 ნოემბერი 2018, 13:21

სპორტი

ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა

ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს ლიდერ ტაკაკეიშოსთანაც დამარცხდა და ბალანსი 4-5 გაუხდა. ტოჩინოშინა, რომელიც ბაშოს ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, ჩემპიონობის შანსი ნაადრევად დაკარგა და ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებაა.

მიკროსაფინანსოები

19 ნოემბერი 2018, 13:20

ეკონომიკა

მოქალაქეები სპეციალურ ვებგვერდზე შეძლებენ გადაამოწმონ, შეეხებათ თუ არა დავალიანების ჩამოწერა

მინისტრის თქმით, დავალიანების შეეხება შავ სიაში მყოფ იმ ადამიანსაც, რომელსაც აქვს არა ერთი არამედ რამდენიმე სესხი, თუმცა თითოეულის შემთხვევაში სესხის ძირი 2000 ლარს არ აღემატება. ამასთან, მოქალაქეები სპეციალურ ვებგვერდზე შეძლებენ შეამოწმონ, შეეხებათ თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა.

ვივუსი და სესხები

19 ნოემბერი 2018, 13:11

ეკონომიკა

„ვივუსის“ კლიენტებს, რომლებიც შავ სიაში არიან, დავალიანება არ ჩამოეწერებათ

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ. ივანე მაჭავარიანის თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თავად კომპანიამ თქვა.

ივანე მაჭავარიანი

19 ნოემბერი 2018, 13:06

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“. მან ის კრიტერიუმიც დაასახელა, რომლითაც ეს ადამიანები შეირჩნენ.

19 ნოემბერი 2018, 13:01

ტაბლოიდი

ინდოეთში სპილოების ჰოსპიტალი გაიხსნა

მათ შეუსვენებლივ ამუშავებდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. შედეგად, ცხოველებს შინაგანი ორგანოების დაავადებები განუვითარდათ. ბევრ მათგანს ზურგსა და კიდურებზე სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

რომან გოცირიძე

19 ნოემბერი 2018, 13:00

საქართველო

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა

„არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა. ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ მათ რესტრუქტურიზაციას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, პრემიერის დღევანდელ ინიციატივას.

გიგი უგულავა

19 ნოემბერი 2018, 12:58

არჩევნები 2018

უგულავამ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელებს „სუსისგან გაფუჭებულები“ უწოდა

პარტიული აქტივის წასვლას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას განცხადებით, ეს ადამიანები "სუსიგან გაფუჭებული და შეშინებულები არიან".

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა

19 ნოემბერი 2018, 12:54

არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. ის ყარაჯალას მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ის მათი პრეზიდენტი იქნება.

ხორცი

19 ნოემბერი 2018, 12:53

ეკონომიკა

საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პროცენტით აღემატება. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა.

კადრი ფილმიდან

19 ნოემბერი 2018, 12:51

კულტურა

რუსთავის ციხეში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბირ დუინოს“ კინოფესტივალის გამარჯვებულია

„დაწესებულება #16“ ქართული დოკუმენტალისტიკის ისტორიაში პირველი ფილმია, რომელიც ციხეში გადაიღეს. ორი წლის განმავლობაში ავტორი თითქმის ყოველდღიურად „ცხოვრობდა“ სასჯელაღსრულების დაწესებულების ბენეფიციარებთან. გადაღების დროს ზოგი გათავისუფლდა, ზოგი დღემდე იხდის სასჯელს.

19 ნოემბერი 2018, 12:48

ძალოვნები

ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც კანადის ყალბი ვიზები ჰქონდათ. საიმიგრაციო ბიუროს განცხადებით ქართველები აბუ დაბიდან მანილაში 11 ნოემბერს ჩავიდნენ. ი

19 ნოემბერი 2018, 12:47

სპორტი

რომელ ქალაქებში და სად იქნება შესაძლებელი დიდ ეკრანზე საქართველო-ყაზახეთის მატჩის ყურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. საქართველო-ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებსბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს.

19 ნოემბერი 2018, 12:44

არჩევნები 2018

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის 67- ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა დატოვა თანამდებობა. მათ შორის ორი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, ორი მოადგილე და დანარჩენი კომისიის რიგითი წევრები არიან.

 სინგჰ საჯანი

19 ნოემბერი 2018, 12:39

მსოფლიო

კანადაში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეზე საუბრობენ

„ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ საკითხს და თავდაცვით პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებები შევიტანეთ. ჩვენ უნდა განვუმარტოთ მოქალაქეებს ყალბი ახალი ამბების გავლენა. არავის სურს მოტყუვდეს. ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოქმედებს და ჩვენ მათი სამიზნე ვხდებით“, – განაცხადა საჯანმა

მორის ყვითელაშვილი

19 ნოემბერი 2018, 12:39

სპორტი

მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ყვითელაშვილის მიერ შესრულებული ტექნიკური ელემენტები ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულით შეფასდა. ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი პირველი ისტორიული შედეგია, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა აჩვენა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან -პრის ეტაპია.

გრიგოლ ვაშაძე ჭარბვალიანობა

19 ნოემბერი 2018, 12:37

საქართველო

ვაშაძე: თუ გვინდა მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობას სურს, პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს.

19 ნოემბერი 2018, 12:32

ტექნოლოგიები

კვლევა: პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა შესაძლოა დედათქვენის ბრალი იყოს

თუ თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი პარტნიორი ჩნდება და ვერაფრით პოულობთ თქვენს მეორე ნახევარს, სავარაუდოდ ეს დედათქვენის ბრალია, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომს სამეცნიერო პორტალი Plos One-ი ავრცელებს.

ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა

19 ნოემბერი 2018, 12:31

მსოფლიო

ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტი დონეცკში ჩავიდა.გავრცელებული ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება.

გურული დღიურები

19 ნოემბერი 2018, 12:27

კულტურა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ უკრაინულად გამოცემულ 5 საუკეთესო წიგნს შორისაა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ უკრაინულად გამოცემულ 5 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა. „გურული დღიურები“ უკრაინულად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ითარგმნა. წიგნი გამომცემლობა Charitable Found The Literary Initiatives Foundation-მა გამოსცა. „გურული დღიურები“ უკრაინულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.