imedi /  11 სექტემბერი 2018, 23:14 / სანდო წყარო

United Airlines-ის პილოტმა მართვის პულტი მიატოვა და მგზავრების გვერდით დაიძინა

ავიაკომპანია United Airlines-ის მგზავრები გაოგნდნენ, როდესაც დაინახეს, როგორ გადაიცვა მათი თვითმფრინავის პილოტმა სამოქალაქო ტანსაცმელი და ბიზნეს-კლასში დაიძინა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

საჰაერო ხომალდის მეთაურმა ნიუარკიდან გლაზგოში შვიდსაათიანი ფრენისას გადაწყვიტა ცოტა ხნით დასვენება. ერთ-ერთმა მგზავრმა მას ფოტოც გადაუღო. „როცა გაიღვიძა, ისევ ჩაიცვა ფორმა და კაბინაში შევიდა“, - ამბობს მგზავრი. მან იქვე დააზუსტა, რომ პილოტს დაახლოებით საათნახევარი ეძინა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი ფრენის დროს პილოტებს დასვენების უფლება აქვთ და ეს დარღვევა სულაც არ არის.

ყველა სიახლე

22 მაისი 2019, 22:19

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურორი ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურორი ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმის დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა პროცესი ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

მაიკლ კარპენტერი

22 მაისი 2019, 22:10

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია დაგმეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საპასუხოდ მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

გალაქტიონ ბუაძე

22 მაისი 2019, 22:03

საქართველო

ვერეს ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მივიდა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, გზის მონაკვეთზე ავტოტრნსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

შალვა შავგულიძე

22 მაისი 2019, 21:57

საქართველო

სააკაშვილი შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს

მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს შალვა შავგულიძეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს. სააკაშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. შავგულიძიძე პოლიტიკური პერსონების მიერ მის მიმართ მხარდაჭერას მხოლოდ მიესალმება.

პროკურატურა

22 მაისი 2019, 21:39

ძალოვნები

პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენის საფუძველს განმარტავს

ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

შსს

22 მაისი 2019, 21:24

ძალოვნები

არასრულწოვანი დედის მიერ 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს

არასრულწლოვნის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ოქტომბერში აცნობა, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

ვერეს ხეობაში მიწა ჩამოშალა

22 მაისი 2019, 21:22

საქართველო

ვერეს ხეობაში კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით თბილისში, ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის გამო ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა.

22 მაისი 2019, 21:06

ძალოვნები

ადვოკატი: ჩაწყობილი მატჩები სუს-ის აგენტის მიერ არის პროვოცირებული

ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩებში ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ დანაშაული სუს-ის თანამშრომლის მიერ არის პროვოცირებული. კერძოდ ფეხბურთელებთან ნდობაში სუს-ის აგენტი დავით დოლაბერიძე შევიდა. თუ მატჩი კონკრეტული შედეგებით არ დასრულდებოდა, ის ფინანსური პრობლემების გამო თავს მოიკლავდა.

22 მაისი 2019, 20:42

საქართველო

სექსუალური შევიწროების დადასტურების შემთხვევაში დეპუტატს ბათუმის საკრებულოდან გაიწვევენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიცაა, მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ამბობს, რომ თუ სტუდენტზე სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტი დადასტურდა დეპუტატის იმპიმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

22 მაისი 2019, 20:21

საქართველო

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფსიქიატრიული კლინიკის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აღიარებს თუ არა დანაშაულს, თუმცა ბრალდებულმა კომენტარი არ გააკეთა.

ემილია კლარკი

22 მაისი 2019, 19:50

კულტურა

GOT-ის ვარსკვლავი ფინალური ეპიზოდის გადაღებამდე ჰიტლერის გამოსვლების ჩანაწერებს უსმენდა

„სამეფო კარის თამაშის“ ვარსკვლავი ემილია კლარკი, რომელიც სერიალში დეინერის ტარგარიენის როლს ასრულებს, ფინალური ეპიზოდის გადაღებამდე ცნობილი დიქტატორების, მათ შორის, ჰიტლერის გამოსვლების ჩანაწერებს უსმენდა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა

22 მაისი 2019, 19:40

ძალოვნები

პროკურატურა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა არაერთი პირი, მიმდინარეობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული თ.ა-ს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. ამასთან, ასევე უმოკლეს პერიოდში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება და გამოიკითხება ყველა პირი, ვისი შემხებლობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

მელანი ბრაუნი

22 მაისი 2019, 19:27

ტაბლოიდი

Spice Girls-ის წევრ მელანი ბრაუნს მხედველობა დაუბრუნდა

ბრიტანული ჯგუფის Spice Girls-ის წევრს მელანი ბრაუნს მხედველობა დაუბრუნდა. მხედველობის ერთი კვირით დაკარგვის მიზეზი თვალის მწვავე ანთება გახდა. მომღერალი გასულ კვირას კლინიკაში ამ დიაგნოზით მოხვდა. ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე გამოცემა წერდა, რომ მელანი ბრაუნმა მხედველობა სამუდამოდ დაკარგა.

ქეთევან სორდია და გიორგი შენგელია

22 მაისი 2019, 19:15

საქართველო

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ქეთევან სორდიას შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ სოფელ კახათში მცხოვრები ქეთევან სორდია მოინახულა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ქეთევან სორდიას არჩევნების დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაუპირისპირდა და მას აკრედიტაცია ჩამოგლიჯა.

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები

22 მაისი 2019, 19:04

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. სამწვრთნელო შტაბმა არგენტინაში გასამართი მსოფლიოს პირველობისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან 22 მორაგბე და 6 ლეგიონერი იასპარეზებს. მათ შორის 15 მორკინალი, 13 კი ხაზის მოთამაშეა.

22 მაისი 2019, 18:55

მსოფლიო

საგარეო: იტალიაში ავტობუსის ავარიისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

იტალურმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სიენა-ფლორენციის გზაზე მიმავალ ტურისტულ ავტობუსში. ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უმცროსი დონალდ ტრამპი

22 მაისი 2019, 18:49

კულტურა

უმცროსი დონალდ ტრამპი პოლიტიკის შესახებ წიგნს წერს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე წიგნს წერს. ამის შესახებ Politico წერს. გამოცემის ცნობით, ამერიკის ლიდერის შვილი წიგნის გამოცემას მიმდინარე წელს გეგმავს. როგორც ცნობილია, ის მოძრაობა MAGA-ს ს ეძღვნება.

22 მაისი 2019, 18:38

ტექნოლოგიები

Huawei-ს აშშ-ის შემდეგ პრობლემები ბრიტანეთშიც შეექმნა

ბრიტანეთის მსხვილი მობილური ოპერატორი EE-ი ლონდონში და კიდევ 6 ქალაქში 30 მაისიდან სწრაფი ინტერნეტის 5G-ის მომსახურების ჩართვას გეგმავს. თუმცა მომხმარებელს Huawei-ს ტელეფონებს არ შესთავაზებს. ჩინური კომპანიის პროდუქცია ბრიტანეთის ბაზარზე მანამდე შეიზღუდება, ვიდრე აშშ-სთან არსებული უთანხმოების საკითხი არ გადაწყდება.

პეტრო პოროშენკო

22 მაისი 2019, 18:13

ძალოვნები

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრეს

„უწყების ხელმღვანელისა ნაზარ ხოლოდნიცკის და კომპანია „ენერგოკავშირების“ ყოფილი მფლობელის დიმიტრი კრიუჩკოვის შეხვედრის შემდეგ სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის, სახელმწიფო უწყებების რიგი ხელმძღვანელების და დეპუტატების ქმედებების მართლზომიერების შესწავლა დაიწყეს. ინფორმაცია სასამართლომდელ გამოძიებათა ერთიან რეესტრში შეიტანეს“, - განაცხადეს უწყებაში.

ალჟირი

22 მაისი 2019, 18:04

მსოფლიო

ალჟირში დროებითი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება

ალჟირში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა დროებითი პრეზიდენტის, აბდელკადერ ბენსალაჰას გადადგომას მოითხოვს, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა პოსტის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე მემკვიდრედ გამოაცხადა. აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი დანიშნული პრეზიდენტის გადაყენებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.