imedi /  24 სექტემბერი 2018, 17:11 / სანდო წყარო

კანადაში ენოტი სახლში შეიპარა და ფუნთუშები შეჭამა

ენოტი

ტორონტოში მშიერი ენოტი ადგილობრივი მცხოვრების ჯენი სარვილოს სახლში შეიპარა და ფუნთუშები შეჭამა. „დაზარალებულმა“ ცხოველი სამზარეულოში გამოიჭირა და მისთვის ფოტოს და ვიდეოს გადაღებაც მოახერხა, რომელიც Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ვიდეოში ჩანს ენოტი, რომელიც სახლის პატრონის გამოჩენის შემდეგ ფუნთუშას მიკროტალღური ღუმელის უკან მალავს.

გოგოს თქმით, ენოტები სახლთან ხშირად უნახავს, თუმცა შიგნით არასდროს შესულან. 

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში თვითმხილველებმა გადაიღეს, როგორ მიძვრებოდა ენოტი საცხოვრებელ კორპუსზე. ცხოველი დაახლოებით მე-10 სართულამდე ავიდა და გადმოვარდა.

ყველა სიახლე

გიდების დღე

21 თებერვალი 2020, 16:32

საქართველო

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან აზიარებთ ქართულ სტუამრთმასპინძლობას, აყვარებთ ჩვენს ქვეყანას და უნიკალურ ტრადიციებს.გისურვებთ წამატებებს!“- ნათქვამია მარიამ ქვრივიშვილის მილოცვაში.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 16:28

საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა იყოს უფრო წარმატებული

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღება ნელ-ნელა და სულ უფრო ეფექტურად გადადის თვითმმართველობის დონეზე. გიორგი გახარიას თქმით, სტუდენტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ახლო მომავალში გადაწყვეტილებები ადგილზე უნდა მიიღონ.

21 თებერვალი 2020, 16:26

საქართველო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, პოლიციელებს ბინები გადასცა

პოლიციელი ბუტა ანთაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". მედალი მის მეუღლეს გადაეცა. მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.

კიბერთავდასხმა

21 თებერვალი 2020, 16:26

საქართველო

EURACTIV: საქართველო რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე სტატიას აქვეყნებს. „საქართველო ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული“ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ“, - ამ სათაურით სტატიაში 2020 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა მოყვანილი.

ისრაელი

21 თებერვალი 2020, 16:14

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს დილით დაბრუნებულ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკრუიზო ლაინერზე კარანტინში იმყოფებოდა, ექიმებმა კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ქვეყანაში COVID-19 ვირუსის პირველი შემთხვევაა.

სოფიო ქაცარავა

21 თებერვალი 2020, 16:10

საქართველო

სოფიო ქაცარავა: ძალიან დიდი პრივილეგიაა, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ისეთ ქვეყანაში, როგორიც გაერთიანებული სამეფოა

დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნული ელჩი სოფიო ქაცარავა მის „ახალ გამოწვევაზე“ Facebook-ის პირად გვერდზე წერს. „დიდი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდები. გარდა ამისა ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ისეთ ქვეყანაში როგორიც გაერთიანებული სამეფოა“. სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა.

ვიტორ ტომე

21 თებერვალი 2020, 16:00

საქართველო

ვიტორ ტომე: ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს

„ჟურნალისტებისთვის და მედიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს“, - ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა, ვიტორ ტომემ მედიის და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.

ჯორჯიან მანგანეზი

21 თებერვალი 2020, 15:59

ეკონომიკა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიამ მოსახლეობას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, რომელიც გულისხმობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილს, კონკრეტულ თანხას, კომპენსაციას და ყველა ეს მოლაპარაკება გამართული იყო იმ საფუძვლით, რომ შედეგი ყოფილიყო სამართლიანი ყველა მხარისათვის.

ევროკავშირი

21 თებერვალი 2020, 15:51

საქართველო

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოზე კიბერთავდასხმას გმობენ

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გმობენ საქართველოზე კიბერთავდასხმას და გააგრძელებენ საქართველოსთვის დახმარების გაწევას კიბერმდგრადობის გაზრდის კუთხით, - ამის შესახებ ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ კიბერსივრცეში უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევის გაზრდით და გავაგრძელებთ იმ გამოწვევებზე მუშაობას, რომელიც კიბერსივრცეში ჩნდება.

კორონავირუსი

21 თებერვალი 2020, 15:48

მსოფლიო

ჩინეთის ციხეებში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთის ციხეებში ახალი ტიპის კორონავირუსით COVID-19-ით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. ჰუბეის, შანდუნისა და ჯეძიანის პროვინციებში მდებარე 5 ციხეში საშიში დაავადება სულ მცირე 505 პატიმარს აღმოაჩნდა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 15:45

საქართველო

გიორგი გახარია: ლევან იზორია ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნა მის პროფესიონალიზმს და ამ ქვეყანაში მიღებულ განათლებას დაუკავშირა. როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, ლევან იზორია იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი.

ანატოლი გრიცენკო

21 თებერვალი 2020, 15:43

მსოფლიო

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად გაასამართლა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მოწოდებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მას ასევე აუკრძალა სამი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში.

ზაალ უდუმაშვილი

21 თებერვალი 2020, 15:36

საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებას სურს დაშალე და იბატონეს გეგმით იმოქმედოს

ხელისუფლებას სურს იმოქმედოს დაშალე და იბატონეს გეგმით, მაგრამ ჩვენი გეგმაა - ძალა ერთობაშია!, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

შალვა შავგულიძე

21 თებერვალი 2020, 15:32

საქართველო

შალვა შავგულიძე: ჩემთვის გირგვლიანის საქმეც საკმარისია, სადაც მერაბიშვილს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი

ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრადარ არ განვიხილავ, გამომდინარე იმ სამართლებრივი საქმეებიდან, რაც მის მიმამართ იყო წარდგენილი“ - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

გია გაჩეჩილაძე

21 თებერვალი 2020, 15:22

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა? გარკვეული მიმართულებით საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში 42-ათასზე მეტი საჩივარია შესული და დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დავით უსუფაშვილი

21 თებერვალი 2020, 15:20

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია

მისი თქმით, სასჯელის მოხდისას დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში არასწორ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. „სამწუხაროდ, ციხეებში არსებული ვითარება ბოლომდე არ გამოსწორებულა, მაგრამ მე ეს არ მაძლევს საშუალებას მის პოლიტპატიმრობაზე ვისაუბრო“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

გიორგი გახარია კიბერშეტევაზე: ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად

„კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე

21 თებერვალი 2020, 14:57

საქართველო

მამუკა ხაზარაძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ იყო

ჩემთვის ვანო მერაბიშვილი გახდება პოლიტპატიმარი იმის მერე, თუ მას საპყრობილეში თავიდან შეაბრუნებენ. მანამდე მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარი იყო, ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:50

საქართველო

გიორგი გახარია: დანაშაულის დაფიქსირებისას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

ყველა იმ შემთხვევისას, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:44

საქართველო

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.