imedi /  13 ნოემბერი 2018, 18:49 / სანდო წყარო

მიშელ ობამა და ელისაბედ მეორე ერთმანეთს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დგომაში ეხმარებოდნენ

მიშელ ობამა
ელისაბედ მეორე

მიშელ ობამა
ელისაბედ მეორე

2009 წელს ეს გამოაცხადეს, როგორც პროტოკოლის დარღვევა, - ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დიდი ბრიტანეთის დედოფალს მოეხვია. 

მონარქმა ობამას შეხებას წელზე ხელის მოხვევით უპასუხა და ისინი ერთად ახლოს დადგნენ. მიშელ ობამა თავის მემუარებში წერს, რომ დედოფალიც და თვითონაც მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეაწუხა. „ჩვენ უბრალოდ ჩვენივე ფეხსაცმლისგან დაღლილი ქალები ვიყავით“,- ამბობს ყოფილი პირველი ლედი. 

ელისაბედ მეორეს ობამები პირველად 2009 წელს შეხვდნენ, როდესაც ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით ლონდონში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავიდა. მიშელ ობამას თქმით, მას დაღლილი სახე ჰქონდა და დედოფალმა ჰკითხა დგომით ხომ არ დაიღალა, - აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის დედოფალიც იმავეს გრძნობდა. 

„ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ველოდებოდით ქვეყნების ლიდერები ბოლოს და ბოლოს როდის დაასრულებდნენ ლაპარაკს“, - ჰყვება მიშელ ობამა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

15 დეკემბერი 2018, 18:14

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მემორიალს პატივი მიაგო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც ლოცვას დაესწრო.

15 დეკემბერი 2018, 18:11

საქართველო

საქართველოში მოლდოვას ვიცეპრემიერი ჩამოვიდა

„კრისტინა ლესნიკი მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კრისტინა ლესნიკი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს

15 დეკემბერი 2018, 17:51

ძალოვნები

შსს აჭარაში ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2018, 17:48

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სია ცნობილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სიას ასაჯაროვებს. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ თქვა, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროპისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები.

წიგნი

15 დეკემბერი 2018, 17:46

კულტურა

დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის გერმანელ მთარგმნელს სპეციალური ჯილდო გადაეცა

ღონისძიების ფარგლებში, პირველად უჩვენეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამის ამსახველი ვიდეოფილმი. დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ცნობილ მთარგმნელს რახელ გრაცფილდს კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

15 დეკემბერი 2018, 17:43

ტაბლოიდი

ბერლინში ღამის კლუბები უსახლკაროებს შეიფარებენ

ბერლინში ქალაქის ღამის კლუბებმა გადაწყვიტეს, სუსხიან დღეებში უსახლკარო ადამიანებს დაეხმარონ. Electronic Beats-ის ინფორმაციით, ორი კლუბი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას, კვირაში ორჯერ საცეკვაო მოედნები თავშესაფრად აქციონ.

თვითმკვლელობა

15 დეკემბერი 2018, 17:35

საქართველო

2018 წლის ათ თვეში საქართველოში თვითმკვლელობის 1500-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა

2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში განზრახ მკვლელობის 60 შემთხვევა აღირიცხა. მათგან გახსნილია 37 საქმე. ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობის 70 შემთხვევას. გაიხსნა - 51 ანუ 72,8%. მატება წინა წელთან შედარებით - 34%.

ელექტრომობილი

15 დეკემბერი 2018, 17:19

ტექნოლოგიები

ელექტრომობილების დატენვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი

ახალი თაობის ელექტრობილების დატენვა რეკორდულად მცირე დროში, - 15 წუთში იქნება შესაძლებელი. რამდენიმე კომპანია, მათ შორის გერმანული BMW, Porsche და Siemens-ი გეგმავს, აწარმოონ ელექტრომობილები, რომელიც მძღოლებს რაც შეიძლება მცირე დროს დააკარგვინებს მის დატენვაში.

15 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში ლიეტუვის სეიმის სპიკერი ჩამოვიდა

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია. საგარეი საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.

15 დეკემბერი 2018, 17:08

კულტურა

ეგვიპტური სამარხი წლის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად შეფასდა

არქეოლოგების თქმით, სამარხი იმ პერიოდის მაღალი წრის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. არტეფაქტი არქოლოგებმა 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად შეაფასეს. სამარხი არ იყო გაძარცვული და კედლების მხატვრობა სრულად იყო შენარჩუნებული. მეცნიერები სამარხის კვლევას აგრძელებენ.

15 დეკემბერი 2018, 17:03

ეკონომიკა

თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ტარდება

ორი დღის განმავლობაში, კონკურსის ჟიურის წევრები 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუშს შეაფასებენ. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი.

თელავი

15 დეკემბერი 2018, 17:03

არჩევნები 2018

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

კახეთში, თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა. რეპეტიცია დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. მასში საჯარისო დანაყოფების, სპეცრაზმის წარმომადგენლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. შესრულდა ეროვნული ჰიმნი და მრავალჟამიერი.

ილია მეორე

15 დეკემბერი 2018, 16:52

საქართველო

ილია მეორემ თელავის აღდგომის სახელობის ტაძარი მოილოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თელავის აღდგომის სახელობის ტაძარი მოილოცა და შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები დალოცა. უკვე ცნობილია, რომ ილია მეორე 16 დეკემბერს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება.

კიევი
უკრაინა

15 დეკემბერი 2018, 16:31

მსოფლიო

უკრაინის ახალი ეკლესიის დასამტკიცებლად გამაერთიანებელი კრება მიმდინარეობს

უკრაინის ქალაქ კიევში წმინდა სოფიას ტაძარში გამაერთიანებელი კრება ტარდება, რომლის შემდეგაც დაფუძნდება ახალი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია და აირჩევა ეკლესიის წინაღმძღვარი.

თაფლი

15 დეკემბერი 2018, 16:31

ეკონომიკა

ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი იმართება

თბილისში, ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოფენაზე სხვადასხვა რეგიონის უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტია წარმოდგენილი. ღონისძიებაზე ნაწარმი 20-მდე მეფუტკრე ფერმერმა წარადგინა.

15 დეკემბერი 2018, 16:24

ეკონომიკა

Johnson&Johnson-ის საბავშვო პროდუქციაში ასბესტის არსებობა დააფიქსირეს

გაირკვა, რომ კომპანია სატესტო პროდუქციაში ასბესტს პერიოდულად აღმოაჩენდა. Reuters-ის პუბლიკაციის შემდეგ გაყიდული პროდუქციის შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს შემთხვევა კომპანიისთვის პირველი სკანდალი არ არის. მიმდინარე წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისურის სასამართლომ კორპორაცია Johnson & Johnson-ს 22 დაზარალებული ქალისთვის კომპენსაციის სახით 4,14 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

ნადია მურადი

15 დეკემბერი 2018, 16:18

მსოფლიო

ნადია მურადი ნობელის პრემიის თანხით სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს დაეხმარება

ნადია მურადი ნობელის პრემიის მინიჭების ფარგლებში მიღებული თანხით მშობლიურ ერაყში ქალაქში საავადმყოფოს ააშენებს. ნობელიანტი აქტივისტი ამჟამად სწორედ ქალაქ სინჯარში იმყოფება, სადაც წლების წინ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ტყვედ აიყვანეს.

პალესტინა

15 დეკემბერი 2018, 16:13

მსოფლიო

ისრაელის არმიამ ხუთ დაპატიმრებულ პალესტინელ ძმას სახლი აუფეთქა. ვიდეო

ისრაელელმა ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში, ამარის ლტოლვითა ბანაკთან, 5 პალესტინელი ძმის სახლი დაანგრიეს. შენობის განადგურებისას 14 პალესტინელი ადამიანი დაშავდა. ძმები, რომელთა სახლის ჯარისკაცებმა გაანადგურეს, ისრაელის ციხეში არიან. მათ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ადამიანების რიგი

15 დეკემბერი 2018, 15:47

ეკონომიკა

vali.ge-ს მონაცემები განახლდა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

ყვითელი ჟილეტები

15 დეკემბერი 2018, 15:38

მსოფლიო

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციას 8 ათასამდე პოლიციელი აკონტროლებს

ემანუელ მაკრონის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების 28-ე დღეს, პარიზის ქუჩებში წესრიგის შესანარჩუნებლად 8 ათასამდე პოლიციელი გამოიყვანეს. ამასთან, ქუჩებში 14 ერთეული ჯავშანტექნიკაა მობილიზებული.