imedi /  17 დეკემბერი 2018, 14:02 / სანდო წყარო

კაჩერი-კუნისის წყვილმა დექს შეპარდსა და კრისტენ ბელს საშობაოდ აბაზანის ფარდა აჩუქა

ეშტონ კაჩერი და მილა კუნის

ეშტონ კაჩერი და მილა კუნის

მსახიობებმა ეშტონ კაჩერმა და მილა კუნისმა დექს შეპარდსა და კრისტენ ბელს საშობაოდ აბაზანის ფარდა აჩუქეს. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია შეპარდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

,,საშობაო საჩუქარი კუნისი-კაჩერის ოჯახისგან. ლამაზი საშხაპე ფარდა აბაზანისთვის”, - იხუმრა დექსმა.

კაჩერი და შეპარდი 2003 წელს MTV-ის იუმორისტული შოუს, Punk’d, ხოლო მათი მეუღლეები ფილმის ,,ცუდი დედიკოები” გადაღებებზე დამეგობრდნენ.

ყველა სიახლე

19 ნოემბერი 2019, 11:25

საქართველო

პარლამენტი შეზღუდვების შემდეგ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

პარლამენტი საკომიტეტო სხდომებისთვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი გახსნილია, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რჩებიან სამართალდამცველები და დაცვის თანამშრომლები. შეზღუდვების შემდეგ პირველ სხდომას 12:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გამართავს, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაესწრებიან.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 11:19

ძალოვნები

საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გამოძიება დაკავებულებს ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.გუშინ სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37-ი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.

ეცერი ტყე ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 11:09

ძალოვნები

სოფელ ეცერთან ტყის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადად დამწვარია ფოთლები და ეკალბარდები. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ბეჭდების მბრძანებელი

19 ნოემბერი 2019, 10:50

კულტურა

Amazon-ი სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ მეორე სეზონსაც გადაიღებს

ამ ეტაპზე პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი სცენარზე მუშაობს. საინტერესოა, რომ სერიალის პირველი სეზონის გადაღებებიც კი არ დაწყებულა. სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. სერიალს ახალ ზელანდიაში გადაიღებენ.

ფეხბურთი

19 ნოემბერი 2019, 10:46

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს 2019 წლის ბოლო თამაშს გამართავს

19 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის ბოლო თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდის მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ნაკრები იქნება. ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, საბა ლობჟანიძე, ლაშა დვალი და ჯემალ ტაბიძე ვერ ეხმარებიან.

დონალდ ტრამპი

19 ნოემბერი 2019, 10:24

მსოფლიო

კონგრესმა ტრამპის მიულერისთვის მიცემული ჩვენების გამოძიება დაიწყო

გამოძიება იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს. კანონმდებლები გაარკვევენ მისცა თუ არა ტრამპმა ცრუ ჩვენება რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამოძიების მსვლელობისას. სიმართლის დასადგენად დემოკრატებს მიულერის გამოძიების საიდუმლო მასალების მიღებაც უნდათ. პრეზიდენტმა ჩვენება წერილობითი ფორმით მისცა.

ჟენევის მოლაპარაკებები

19 ნოემბერი 2019, 09:52

საქართველო

საგარეო უწყებაში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

მარტვილი

19 ნოემბერი 2019, 09:36

ძალოვნები

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია

მარტვილში, სოფელ სალხინოსა და ტალერს შორის არსებული ტყის მასისი იწვის. როგორც მარტვილის მერმა imedinews-სთან განაცხადა, ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია და ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ეცერი

19 ნოემბერი 2019, 09:22

ძალოვნები

სოფელ ეცერში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 09:12

საქართველო

ვიქტორ დოლიძემ „წითელი ჯვრის კომიტეტის“ წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინაშვილის დაკავების საკითხი განიხილა

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მონახულებისათვის და თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ოჯახის წევრების ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების საშუალება მიეცეს.

ებრაული დასახლება

19 ნოემბერი 2019, 09:05

მსოფლიო

აშშ აღარ ჩათვლის, რომ იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა უკანონოა

აშშ-ის მთავარობა აღარ ჩათვლის, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი ამ გზით აღიარებს „რეალურ სიტუაციას“, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე შეიქმნა.

მამუკა ხაზარაძე

19 ნოემბერი 2019, 08:43

საქართველო

IRI: ხაზარაძის მოძრაობას 2% უჭერს მხარს

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, მამუკა ხაზარაძის„ ლელოს“ ხმას გამოკითხულთა მხოლოდ 2% მისცემდა ხმას. პირველ ადგილზე 23%-ით „ქართული ოცნებაა“, მესამეზე კი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც რესპონდენტთა 15%-ის მხარდაჭერა აქვს.

ჯარი

19 ნოემბერი 2019, 08:28

საქართველო

IRI: ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს. მას გამოკითხულთა 86 % უჭერს მხარს. სიაში მეორე ადგილზე 85%-ით ეკლესიაა, მესამე ადგილს კი მედია იკავებს, რომელსაც ხმა რესპონდენტთა 72 %-მა მისცა. მეოთხე ადგილს 59%-ით პოლიცია იკავებს.

აქცია

19 ნოემბერი 2019, 08:05

საქართველო

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ განახლდება

გაიმართა საპროტესტო აქციაც, რომელიც დასრულების შემდეგაც, ორგანიზატორებმა მონაწილეებს დროებით დაშლისკენ მოუწოდეს, მაგრამ მცირე ნაწილმა ეს გააპროტესტა და ადგილზე დარჩა. აქცია პარლამენტთან დღეს საღამოს 19 საათზე იგეგმება, მანამდე ოპოზიციონერი ლიდერები სამომავლო გეგმებს დასახავენ.

19 ნოემბერი 2019, 01:15

საქართველო

IRI-მ ქართველი პოლიტიკოსების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა: დადებითი 57%, უარყოფითი 36%, , არ ვიცი 7%. მეორე ადგილზე თბილისი მერი კახა კალაძეა: დადებითი 49%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 7%. მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს.

არჩევნები

19 ნოემბერი 2019, 00:48

საქართველო

IRI: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23% მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ - 15%

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. სხვა პარტიები - 4%. არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს 32 %-ს.

19 ნოემბერი 2019, 00:39

საქართველო

IRI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კერძოდ, 39% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა.

გია ცეცაძე

19 ნოემბერი 2019, 00:19

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა გაძევების გამო მსაჯისკენ გადააფურთხა

ვითარების განმუხტვის შემდეგ არბიტრმა ერთ-ერთ სლოვაკ მწვრთნელსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ცეცაძემ მსაჯისკენ გადააფურთხა და ამის გამო სავარაუდოდ სერიოზული სასჯელი ელოდება.

18 ნოემბერი 2019, 23:49

ძალოვნები

ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 37 ადამიანია დაკავებული

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

18 ნოემბერი 2019, 23:37

საქართველო

IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოქვეყნა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებიც განსაზღვრა. კერძოდ, „საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას“.