imedi /  10 იანვარი 2019, 12:54 / სანდო წყარო

რა არის ცნობილი კიმ ჩენ ინის ცოლის შესახებ

კიმ ჩენ ინი
ლი სოლ ჩჟუ

კიმ ჩენ ინი
ლი სოლ ჩჟუ

კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერთან შეხვედრაზე მეუღლესთან ლი სოლ ჩჟუსთან ერთად ჩავიდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეუღლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და რაც ცნობილია, იმის დამადასტურებელი ინფორმაციაც არ არსებობს. 

პირველად ის ტელევიზიის ახალ ამბებში 2011 წელს გამოჩნდა. კიმ ირ სენის გასვენების დროს, ის კიმ ჩენ ინის გვერდით იდგა. ერთი წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ლი სოლ ჩჟუ ჩრდილოკორეელი ლიდერის დაა, ან ახლო ნათესავი. 

რა ვიცით მის შესახებ?  2018 წლის ზაფხულიდან ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პრესა მას ამხანაგ ლის აღარ უწოდებდა და გაჩნდა ოფიციალური ტიტული: „პატივცემული პირველი ლედი“. ამასთან უცნობია, ჰქვია თუ არა მას მართლაც ლი სოლ ჩჟუ. რაც შეეხება ასაკს, ის, სავარაუდოდ, 1985-დან 1989 წლამდე დაიბადა და დღეს ის 30-34 წლისაა. 

ким и жена

გამოცემა North Korea Leadership Watch-ის რედაქტორი ამტკიცებს, რომ ლი სოლ ჩჟუ ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ჩხონჯინში დაიბადა და ფხენიანში კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მამამისი ექიმი იყო, ზოგი კი წერს, რომ ცნობილი სამხედრო იყო. 

ლი სოლ ჩჟუს და კიმ ჩენ ინს სხვადასხვა წყაროს ცნობით, სამი შვილი ჰყავთ, თუმცა 100% ამაში დარწმუნებული არავინაა. აღსანიშნავია, რომ ლი სოლ ჩჟუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ცოლია, რომელიც პუბლიკის წინაშე მეუღლესთან ერთად ჩნდება, მაგალითად, კიმ ირ სენის ცოლის შესახებ ცნობილი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა.

ким с женой

ფოტოებით რომ ვიმსჯელოთ, ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის ძვირადღირებული დასავლური ბრენდები მოსწონს. იაპონელი შეფმზარეულის, კენძი ფუჯიმოტოს თქმით, რომელიც კიმ ირ სენის სამზარეულოში წლების განმავლობაში აკეთებდა სუშის, ჰყვება, რომ ლი სოლ ჩჟუს ნაზი და სასიამოვნო ხმა აქვს, გარდა ამისა, მისი თქმით, პირველმა ლედიმ მზარეულს Christian Dior-ის ჩანთა აჩუქა.

ფოტოებზე ჩანს, რომ ლი სოლ ჩჟუ განსხვავებით, სხვა ჩრდილოკორეელი მოქალაქეებისგან, კიმ ირ სენის და კიმ ჩენ ინის პორტრეტების გულსაბნევის გარეშე დადის.

Ким Чен Ын и Ли Соль Чжу прощаются с посетвишим Пхеньян кубинским лидером

ყველა სიახლე

26 ივნისი 2019, 09:11

ტექნოლოგიები

სან-ფრანცისკოში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალეს

ეს ამერიკული ქალაქი მსოფლიოში პირველია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სანამ აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებზე ელექტრონული სიგარეტების მავნე ზეგავლენას შეაფასებს, იქამდე მათი გაყიდვა უნდა აირძალოს.

მკვლელობა

26 ივნისი 2019, 09:05

ძალოვნები

ხულოში 45 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

მკვლელობა სოფელ ხიხაძირში 25 ივნისს მოხდა. უცნობია, მკვლელობის მიზეზი. შსს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

26 ივნისი 2019, 09:01

საქართველო

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს 19:00 საათზე განახლდება

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია. თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება. 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.

Kygo

26 ივნისი 2019, 08:54

კულტურა

Kygo-მ ახალი დუეტი დააანონსა

ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ ახალი დუეტი დააანონსა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ,,როგორ ფიქრობთ, ვისთან ერთად?'',- სვამს კითხვას მუსიკოსი. თაყვანიმსცემლები ვარაუდობენ, რომ უცნობი მომღერალი შესაძლოა სელენა გომესი, კამილა კაბეიო ან უიტნი ჰიუსტონი იყოს.

გოგა ბითაძე

26 ივნისი 2019, 08:39

სპორტი

გოგა ბითაძემ Adidas-თან კონტრაქტი გააფორმა

მანამდე გოგა დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა. მას 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს. გოგა ბითაძე 20 ივნისს ოფიციალურად გახდა პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

პინკი

26 ივნისი 2019, 08:32

ტაბლოიდი

პინკის კონცერტზე ლესბოსელი წყვილი დაინიშნა. ვიდეო

ამერიკელი მომღერლის პინკის კონცერტზე უჩვეულო შემთხვევა მოხდა. გლაზგოში მიმდინარე კონცერტისას მომღერლის ფანმა სარამ თავის მეგობარ გოგოს ხელი სთხოვა. სპეციალურად ამისთვის პინკმა კონცერტი რამდენიმე წუთით შეყვიტა. მუსიკოსმა ლესბოსელი წყვილის დანიშვნის გამო ცრემლები ვერ შეიკავა.

მიხეილ სააკაშვილი

26 ივნისი 2019, 08:22

მსოფლიო

სააკაშვილის პარტია რადის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმეორედ განიხილოს პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაარეგისტრიროს კანდიდატები.

ღვინო

26 ივნისი 2019, 08:06

ეკონომიკა

DW: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა

ევროპელი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინო საკმაოდ ხარისხიანია და „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართული ღვინის შესახებ გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 08:00

საქართველო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ

09:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიას და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს ექნებათ.

კლიმატის ცვლილება

26 ივნისი 2019, 00:58

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოს კლიმატური აპარტეიდი ემუქრება

ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება. ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს.

მიანმარი

26 ივნისი 2019, 00:46

მსოფლიო

მიანმარის ხელისუფლებამ როჰინჯა მუსლიმებით დასახლებულ შტატში ინტერნეტი გათიშა

ხელისუფლების მფლობელობაში არსებულმა ტელესაკომუნიკაციო ოთხმა კომპანიამ კავშირგაბმულობის სამინისტროს მითითებით რაკჰაინის შტატში სადაც ძირითადად ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი როჰინჯა მუსლიმები ცხოვრობენ, ინტერნეტი გაუთიშა.

მარიხუანის ლეგალიზაცია

26 ივნისი 2019, 00:43

მსოფლიო

ილინოისში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა

ილინოისი გახდა აშშ-ის მე-11 შტატი, სადაც მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ილინოისი, სადაც სრულწლოვანთათვის მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა, „დემოკრატიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“.

ნაომი კემპბელი

26 ივნისი 2019, 00:30

კულტურა

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.