imedi /  22 იანვარი 2019, 12:10 / სანდო წყარო

კანადა და ნორვეგია ერთმანეთს ლოსის ქანდაკებებით ეჯიბრებიან

1984 წელს კანადის ქალაქ მუს-ჯოში გიგანტური ქანდაკება, სახელად მაკი, დადგეს. ლოსი ბეტონისგანაა დამზადებული და 9 ტონას იწონის, სიმაღლეში კი 9,7 მეტრია. 30 წლის განმავლობაში ეს ლოსის ყველაზე მაღალი ქანდაკება იყო მსოფლიოში და ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა. 2015 წელს ყველაფერი შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ნორვეგიაშიც გაჩნდა ლოსის ქანდაკება. 

ნორვეგიელებმა ფოლადისგან დამზადებული ლოსი ოსლოს გზაზე დადგეს და მას სახელად სტურელგენი დაარქვეს. ის კანადურ ლოსზე 30 სანტიმეტრით მაღალია. 4 წლის განმავლობაში კანადელები არაფერს ამბობდნენ, თუმცა ახლახანს ბლოგერებმა ჯასტინ რივზმა და გრეგ მურმა ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც თავიანთი აღშფოთება გამოთქვეს და მუს-ჯოს მერს მიმართეს. 

ფოტო: TRFilm / Alamy 

მერმა განაცხადა, რომ ნებისმიერ იდეას მიიღებს, რომელიც ქანდაკების გადიდებას უკავშირდება, GoFundMe-ზე კი კანადელებმა  თანხის შეგროვება დაიწყეს. ამის შესახებ რა თქმა უნდა, ნორვეგიაშიც გაიგეს, რის გამოც ნორვეგიელი ლოსის ქანდაკების გადიდებაც გადაწყვიტეს, თუმცა ამის უფლება მხოლოდ ქანდაკების ავტორს ლინდა ბაკეს აქვს. მოქანდაკემ კი თქვა, რომ კანადისთვისაც შეუძლია უფრო დიდი ლოსის შექმნა, თუ შესაბამისად გადაუხდიან. 

ყველა სიახლე

რონ დესანტისი

02 აპრილი 2020, 02:37

COVID19

ფლორიდის შტატში დაწესებული იზოლაციის რეჟიმი ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე არ გავრცელდება

ფლორიდის შტატის გუბერნატორის რონ დესანტისის განცხადებით, შტატის ტერიტორიაზე შემოღებული იზოლაციის რეჟიმი არ გავრცელდება ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე. გუბერნატორის განმარტებით, ეკლესიებში, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებში ჩატარებული რელიგიური მსახურება აუცილებელ საქმიანობას წარმოადგენს და შესაბამისად, იზოლაციის რეჟიმი მათზე არ გავრცელდება.

02 აპრილი 2020, 02:18

COVID19

აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ნედ ლემონტმა განაცხადა.

ფრჩხილები

02 აპრილი 2020, 01:14

COVID19

გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის

გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. ამის შესახებ Galmour-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის. ექსპერტების თქმით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი ვარიანტია მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ფრჩხილების შიდა ნაწილს.

02 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. ვიდეო

კორონავირუსის ფონზე მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. წყვლმა ვიდეო საკუთარი სახლის მყუდრო სავარძლიდან გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. სიმღერა ვერა ლინს ეკუთვნის და „ჩვენ ისევ შევხვდებით“ ჰქვია. ვიდეოს independent ავრცელებს.

02 აპრილი 2020, 01:10

COVID19

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში რუსეთის მისიის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გაეროში რუსეთის მისიის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობა გამოუგზავნა.

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

ინდოეთში 20,000 მატარებელში საკარანტინო სივრცეებს მოაწყობენ

ინდოეთში 20,000 მატარებელი კორონავირუსის გამო საკარანტინო სივრცედ გადაკეთდება და დაახლოებით 320,000 პაციენტს დაიტევს. ეს გადაწყვეტილება ინდოეთის პარლამენტმა მიღო. BBC-ის ინფორმაციით, თითო ვაგონში 16-მდე საწოლით იქნება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ვარაუდოებენ, რომ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ქვეყანას 10,000 პაციენტზე მხოლოდ 8 ექიმი ჰყავს, როცა ეს ციფრი იტალიაში 41, ხოლო სამხრეთ კორეაში 71-ია.

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა

ვიცი, რომ ელოდებოდით პასუხს და გეტყვით, რომ არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მეუფე საბამ მრევლს მოუწოდა, რომ ილოცონ კორონავირუსით დაინფიცირებულ სასულიერო პირებზე და სთხოვა, რომ სახლში ილოცონ, ხოლო თვითონ ტაძარში ილოცებს მათთვის

ძაღლი საჭესთან

02 აპრილი 2020, 01:05

ტაბლოიდი

აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელიც თავის ძაღლს მანქანის ტარებას ასწავლიდა

უცნაურად მოძრავი ავტომობილის შესახებ სამართალდამცველებს შეშინებულმა მოქალაქეებმა შეატყობინეს. დაკავებული მანქანამ ორი ავტომობილი გაიტანა და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოაჩინეს, რომ საჭესთან ავტომობილის მფლობელის ძაღლი იჯდა.

02 აპრილი 2020, 01:05

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსისგან დასაცავად უსახლკაროებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მოათავსებენ

ავსტრალიაში უსახლკაროებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში თვითიზოლაცია არ შეუძლიათ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაიყვანენ. ამის შესახებ გამოცემა independent-ი წერს. ქალაქ პერთის 20 უსახლკაროს, რომელიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება, ერთი თვის განმავლობაში სასტუმრო Pan Pacific-ში მოათავსებენ. ამ დროისთვის ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4,862 შემთხვევა დაფიქსირდა, 21 ადამიანი კი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

02 აპრილი 2020, 00:58

COVID19

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ცეკვავენ. ვიდეო

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ერთად ცეკვავენ. ვიდეოს independent-ი twitter გვერდზე ავრცელებს.

უელსი თხები

02 აპრილი 2020, 00:55

COVID19

კარანტინის შედეგად დაცარიელებულ უელსის ქალაქს ველური თხები შეესივნენ

კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შედეგად დაცარიელებულ ქალაქს ლანდუდნოს ველური თხები შეესივნენ. უელსის ქალაქში თხები ახლომდებარე მთებიდან ჩამოვიდნენ და ქუჩებში დაიწყეს სეირნობა. ჩვეულებრივ ეს ცხოველები მთებს არ ტოვებენ და ქალაქში იშვიათად შედიან, მაგრამ ცარიელი ქუჩები მათთვის ძალზედ მიმზიდველი აღმოჩნდა.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:55

საზოგადოება

გიორგი გახარია: ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არავის უნდა ეპატიოს

„ყველამ ერთი რამე უნდა იცოდეს, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი გაფრთხილება: ამ ბრძოლის პროცესში პოლიტიკური პოპულიზმი არის ყველაზე საშიში მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება სრულად შეცვალოს ყველაფერი, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ასეთი გამოწვევის, ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არის ის, რაც არავის უნდა ეპატიოს, ეს არის ის, რამაც შეიძლება ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნას,

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:52

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში, მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.

ბულბული

02 აპრილი 2020, 00:48

ტექნოლოგიები

კლიმატის ცვლილების გამო ბულბულებს ფრთები უმოკლდებათ

ესპანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბულბულებს ფრთები დაუმოკლდათ. მეცნიერები შიშობენ, რომ ზამთარში ეს ფრინველების მიგრაციის პროცესში სირთულეებს შექმნის.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:44

COVID19

გიორგი გახარია: არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული, ყველა ჩვენი მოქალაქეა და მათზე უნდა ვიზრუნოთ

„ეს არის ჩვენი ვალდებულება, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისებისა და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და მოქალაქეები, როგორც ცხინვალის რეგიონიდან. ასევე ენგურის მეორე მხარიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაიკ პენსი

02 აპრილი 2020, 00:42

COVID19

მაიკ პენსი: აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იტალიაში ეპიდემიის მასშტაბებს შეიძლება შევადაროთ

აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იტალიაში ეპიდემიის მასშტაბებს შეიძლება შევადაროთ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტელეკომპანია СNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ვფიქრობთ, რომ ახლა იტალია ყველაზე უფრო აშშ-ის შესადარია ვირუსის გავრცელების კუთხით“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:35

COVID19

გიორგი გახარია: როდესაც შესაძლებელია რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და დარწმუნებული ვარ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება, რომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთლობაზე და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ - - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. პრემიერის განმარტებით რეკომენდაციების გაცემა უკვე ეკლესიამაც დაიწყო, თუმცა გახარია მოსახლეობას ურჩევს შეძლებისდაგვარად რელიგიური რიტუალები სახლში აღასრულონ.

იუან გვინფორ ჯონსი და ბიდიგ მეი უილიამსი

02 აპრილი 2020, 00:33

ტაბლოიდი

უელსელ კაცს 72 წლის წინ ბებიის მიერ დაწერილი სასიყვარულო წერილები დაუბრუნეს

32 წლის კრეიგ ჯონსონმა, რომელიც საკუთარ ბებიას არ იცნობდა, 72 წლის წინ მის მიერ მეუღლისადმი მიწერილი სასიყვარულო წერილები მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს უელსში, ქალაქ ლლანგედნიში მოხდა. წერილები ენ ჰავსმა აღმოაჩინა იმ ნივთებს შორის, რომლებსაც დასუფთავების სამსახურში მომუშავე მისი ქმარი აგროვებდა. მან გზავნილების ავტორის და ადრესატების პოვნა Facebook-ის დახმარებით გადაწყვიტა.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:27

COVID19

გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლებას მოუწევს იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და დღეს, ამ ბრძოლიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა. მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს და ასეთი დახმარებაც იქნება.

02 აპრილი 2020, 00:27

COVID19

საგარეო უწყების განმარტებით, ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან სამართალდამცველების მობილიზება საგანგებო მდგომარეობას უკავშირდებოდა

"პოლონეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია ადამიანების მასობრივი თავშეყრა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც საელჩოსთან მოგროვდა გარკვეული რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების და მათთან შესახვედრად გამოვიდა საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, ამ დროს სამართალდამცველები გამოჩნდნენ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახსენეს საელჩოს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლება, მოქალაქეთა მასობრივი შეკრება და მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ, როგორც საელჩოს თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს", - განმარტეს საგარეო უწყებაში.