imedi /  22 იანვარი 2019, 23:31 / სანდო წყარო

ბრედ პიტს და შარლიზ ტერონს შორის სასიყვარულო რომანის არსებობა არ დადასტურდა

ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი

ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი

The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჰოლივუდის მსახიობების - ბრედ პიტისა და შარლიზ ტერონის რომანის შესახებ ჟურნალი People-ი წყაროზე დაყრდნობით უარყოფს.

მისი ცნობით, ეს ორი მსახიობი ბოლოს კომპანია Breitling-ის რეკლამაზე მუშაობის დროს შეხვდნენ, ნახევარი წლის წინ. მას შემდეგ მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ.

პორტალ Entertainment Tonight-ის ცნობით კი მსახიობები კარგი მეგობრები არიან და არცერთია მზად სერიოზული ურთიერთობისთვის.

The Sun-მა ბრედ პიტისა და შარლიზ ტერონის რომანის შესახებ სტატია 20 იანვარს გამოაქვეყნა.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2014 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. მათ 6 შვილი ჰყავთ, რომელთაგან სამი წყვილმა იშვილა. 2016 წელს ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა, ვინაიდან ისინი ბავშვების აღზრდის მეთოდებზე ვერ თანხმდებოდნენ

დეკემბერში წყვილი საბოლოოდ შეთანხმდა ბავშვების მეურვეობის პირობებზე.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

30 მაისი 2020, 12:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რეკომენდაციების შემუშავებისას ეპიდემიოლოგებმა კერძო სექტორის ყველა თხოვნა გაითვალისწინეს

ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამოქვეყნებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულიად უსასყიდლო იქნება.

30 მაისი 2020, 12:24

COVID19

ინდოეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსი 8 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 7 964 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა, 265 ადამიანი კი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია დღიურ მაჩვენებელთა შორის.

ანგელა მერკელი

30 მაისი 2020, 12:12

მსოფლიო

ანგელა მერკელი აშშ-ში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე არ ჩავა

„პანდემიის გათვალისწინებით, კანცლერი ვერ დათანხმდება სამიტში პერსონალურად მონაწილეობას და ვაშინგტონში ვერ გაემგზავრება. თუმცა ფედერალური კანცლერი პრეზიდენტს ტრამპს სამიტზე დაპატიჟებისთვის მადლობას უხდის“, - აღნიშნა მთავრობის პრესსპიკერმა.

30 მაისი 2020, 12:03

ეკონომიკა

დამსაქმებელი კომპანიების მიერ დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა

ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 1 ივნისის ჩათვლით, - ინფორმაციას ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მაურო იკარდი

30 მაისი 2020, 12:02

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“, მაურო იკარდი, მილანის „ინტერისგან“ საბოლოოდ €57 მილიონად გამოისყიდა

ფრანგული ჩემპიონი გუნდი, საბოლოოდ დათანხმდა საფასურის გადახდას და €50 მილიონი, პლუს €7 მილიონი ბონუსის სახით ინტერის „მილანს“ გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას skysports ავრცელებს. არგენტინელმა ვარსკვლავმა, იკარდიმ „ინტერის“ შემადგენლობა გასულ ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე გუნდში მივიდა. აღსანიშნავია, რომ იკარდიმ საფრანგეთში თავი მალევე გამოიჩინა. მაურომ ამ სეძონში 31 შეხვედრაში, 20 გოლის გატანა მოახერხა.

აშშ აქცია ჟურნალისტი

30 მაისი 2020, 11:49

მსოფლიო

აშშ-ში აქციის დროს პოლიციელმა ჟურნალისტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ვიდეო

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებმა ადგილობრივ ჟურნალისტს, კეიტლინ რასტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WAVE 3 News-ი ავრცელებს.

კორონავირუსი რუსეთი

30 მაისი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 400 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 952 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 394 575 ადამიანს დაუსვეს.

მარიამ ქვრივიშვილი და პატრიკ ფრანცენი

30 მაისი 2020, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

30 მაისი 2020, 11:33

COVID19

24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 927 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 127 ვირუსს ემსხვერპლა, 3 317 კი გამოჯანმრთელდა.

კონსტიტუცია

30 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.

30 მაისი 2020, 11:28

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4,989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3,125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვაშინგტონი დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

30 მაისი 2020, 11:28

მსოფლიო

დემონსტრანტები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ

საიდუმლო სამსახურმა შენობის შესასვლელი დაბლოკა. აქციის მონაწილეებმა ღობის მიღმა მყოფ პოლიციელებს და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

აშშ პოლიცია

30 მაისი 2020, 11:20

მსოფლიო

AP: პენტაგონი მზადაა, მინეაპოლისში სამხედრო პოლიცია შეიყვანოს

პენტაგონმა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში შესვლისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს სამმა წყარომ დაუდასტურა.

30 მაისი 2020, 11:20

საზოგადოება

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:17

COVID19

მარინა ეზუგბაია: „პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული

„პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას „პლაქვენილთან“ დაკავშირებით.

შალვა სუთიაშვილი

30 მაისი 2020, 11:11

სპორტი

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას charentelibre ავრცელებს. 36 წლის ქართველი მორაგბე ამ გუნდის შემადგენლობაში 2015 წლიდან გამოდის და 88 შეხვედრის გამართვა მოასწრო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, სუთიაშვილმა ეროვნულ გუნდში თამაში რამდენიმე თვის წინ დაასრულა.

მტრედი ჯაშუში

30 მაისი 2020, 11:10

ტაბლოიდი

ინდოეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მტრედი გაათავისუფლა

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:00

COVID19

მარინა ეზუგბაია: მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა ეს ყოველდღე შევახსენო

მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა, ეს ყოველდღე შევახსენო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, როგორც მოქალაქისა და როგროც ინფექციონისტის, თხოვნა იქნება, თავი დაიცვან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

30 მაისი 2020, 10:44

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალი კორონავირუსი 9 393 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 23 204 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 696 ადამიანი გარდაიცვალა, 9 311 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 10:43

მსოფლიო

19 წლის ბიჭი ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს

19 წლის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს, ისინი ჯოჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას skynews ავრცელებს. თინეიჯერი დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, საღამოს პროტესტის მსვლელობისას გარდაიცვალა და ეს 10,000-ობით ქუჩაში მყოფმა ადამიანმა დაინახა. ატლანტაში 100-ობით დემონსტრანტი პოლიციას დაუპირისპირდა და ისინი მათ სამუშაოს მიტოვებისკენ მოუწოდებდნენ.