imedi /  23 იანვარი 2019, 15:44 / სანდო წყარო

ცნობილი ადამიანების ცრურწმენები

ცრურწმენები

ქეით ბლანშეტი

ადამიანები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ცრურწმენებით ატარებენ, სტატისტიკის მიხედვით, ეს რაოდენობა, საშუალოდ, ნებისმიერი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 70%-ია.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ცრურწმენას “ეპოქის არასაიმედოობა” უწოდა. ამ თემაზე მასალა „იმედის დილამ“ მოამზადა.

მაგალითად, ესპანელებს სწამთ, რომ თუ ორშაბათი 13 რიცხვით იწყება, ის დღე უიღბლოა და არ გადიან გარეთ, რათა უბედური შემთხვევა აიცილონ თავიდან.

ამ რიცხვის ეშინიათ აშშ-იც. მაგალითად, აქ საერთოდ არ არსებობს 13 ნომერი ავტობუსი. სასტუმროებში კი ხშირად მეთორმეტეს მეთოთხმეტე სართული მოსდევს.

ჩინეთში უიღბლო რიცხვი 4-ია, რადგან გამოთქმისას ძალიან  ჰგავს სიტყვა სიკვდილს. სენეგალში კი ასეთი უცნაური ცრურწმენა არსებობს, რომ თუ სამოგზაუროდ წასვლა და  რომელიმე ქვეყნის მონახულება გაქვს დაგეგმილი, ეს არავის უნდა გაუმხილო, რადგან ასე შეიძლება გეგმები ჩაიშალოს.

ესპანელი არტისტი პაბლო პიკასო (1881-1973) თავის ძველ ტანსაცმელს, მოჭრილ თმასა და ფრჩხილებს ინახავდა, იმის შიშით, რომ მათი გადაყრით საკუთარი „არსის“ ნაწილს დაკარგავდა. 

ჩარლზ დიკენსს (1812-1870), სადაც უნდა წასულიყო, თან ყოველთვის ნავიგაციური კომპასი მიჰქონდა და ჩრდილოეთის მიმართულებით შებრუნებული იძინებდა. ეს რიტუალი, მწერლის აზრით, მის შემოქმედებითობასა და წერის უნარებს აუმჯობესებდა. 

იოკო ონომ აღმოაჩინა, რომ ბნელ ოთახში ასანთის ღერის ანთება და ცეცხლის ალის გაუჩინარების ყურება სიმშვიდეს ჰგვრიდა. მან თქვა, რომ ამ რიტუალს ხშირად იმეორებდა ხოლმე, ხანდახან საკუთარი დის თვალწინ, მანამ, სანამ არ დაწყნარდებოდა. მოგვიანებით მისმა პირადმა რიტუალმა პერფორმანსის სახე მიიღო, სახელად „მშვიდობის განათება“, 

ცნობილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოსათვის (1907-1954) მცენარეების მოვლა ხატვასთან ერთად რუტინული პრაქტიკა იყო. მისი ნახატები, რომლებიც ხშირად ავტობიოგრაფიულია, სავსეა მცენარეებითა და ყვავილებით, რომლებიც მან საკუთარი ხელით მოიყვანა კასა ასულის ეზოში. ეს ის სახლია, რომელშიც იგი ხელოვან დიეგო რივერასთან ერთად ცხოვრობდა.

ფრიდას სახატავი მაგიდა ფანჯრიდან სწორედ მის ბაღს გადაჰყურებდა და ჰოსპიტლიდან სახლში დაბრუნებისას მისი უკანასკნელი თხოვნა ის იყო, რომ საწოლი ისე დაედგათ, რომ ბაღის დანახვა შესძლებოდა.

ავტორი და ილუსტრატორი თეოდორ სიუზ გაიზელი (1904-1991), ანუ, როგორც უფრო ცნობილია, დოქტორი სიუზი, დაახლოებით 300 ქუდის უზარმაზარ კოლექციას ფლობდა. შემოქმედებითი კრიზისისას იგი ერთ-ერთ მათგანს თავზე იხურავდა და მანამ არ იშორებდა, სანამ შთაგონება  ისევ არ დაუბრუნდებოდა. თავისი უცნაური ჩვევები სიუზს რამდენიმე ყველაზე პოპულარული საბავშვო წიგნის შექმნაში დაეხმარა, რომელთა შორისაა კლასიკად ქცეული „კატა ქუდში“.

ესპანელი სიურეალისტი მხატვარი სალვადორ დალი (1904-1989) საკუთარ თავს ძალზედ ცრუმორწმუნედ მიიჩნევდა და თან მუდამ ნაპირზე გამორიყული ესპანური ხის პატარა ნატეხს ატარებდა, რათა ბოროტი სულები დაეფრთხო.

ფრანგ ტანსაცმლის დიზაინერს, კოკო შანელს (1883-1971) ცრურწმენების ძალიან სჯეროდა. როგორც ამბობენ, მან თავის ცნობილ სუნამოს სახელი მას შემდეგ დაარქვა, რაც მკითხავმა უთხრა, რომ მისი იღბლიანი რიცხვი 5 იყო. გარდა ამისა, მის ბინაში ბროლის სასანთლე იდგა, რომელსაც 5-იანის ფორმა ჰქონდა. ისიც ცნობილია, რომ კოკო შანელს თავისი კოლექციების წარდგენა 5 მაისს  (წელიწადის მეხუთე თვეს) უყვარდა. მას სჯეროდა, რომ ასე მისი პრეზენტაცია უფრო იღბლიანი იქნებოდა.

მსა­ხი­ო­ბი კეიტ ბლან­შე­ტი თან ატა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ თი­ლის­მას - ელ­ფის ყუ­რებს, რომ­ლე­ბიც შე­მორ­ჩე­ნია ტრი­ლო­გია "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბელ­ში" გა­და­ღე­ბის შემ­დეგ და მი­აჩ­ნია, რომ ამ ყუ­რებს მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქვს.

პირ­ვე­ლი­ვე ადა­მი­ანს, ვი­საც მსა­ხი­ო­ბი ჯე­იმს მა­კე­ვოი თვის პირ­ველ რი­ცხვში გზად შეხ­ვდე­ბა, ეუბ­ნე­ბა "თეთ­რი კურ­დღე­ლი" - იღ­ბლის­თვის. ეს ტრა­დი­ცია თურ­მე ბე­ბი­ამ "უან­დერ­ძა".

ლე­გენ­და­რუ­ლი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ლუ­ჩია­ნო პა­ვა­რო­ტი არას­დროს გა­მო­ვი­დო­და სცე­ნა­ზე, თუ ჯი­ბე­ში მო­ღუ­ნუ­ლი ლურსმა­ნი არ ედო. სწო­რედ ამ ლურ­სმანს მი­იჩ­ნევ­და თა­ვის ერ­თგულ "თი­ლის­მად".

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2019, 21:50

თემა

იცით თუ არა, რომ პორტუგალიის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო იყო?

დედაქალაქის სტატუსი ამა თუ იმ ქალაქის განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სულაც არ არის აუცილებელი ის ქვეყნის ყველაზე დიდიქალაქი იყოს. ასევე შესაძლებელია, პოლიტიკურ ძალაუფლებას სხვა ქალაქთან ინაწილებდეს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, დედაქალაქი სახელმწიფოს მთავარი ქალაქია. შესაძლებელია, ამ ტიტულს სხვადასხვა დროს ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი ატარებდეს. მაგალითად, ინდონეზიის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის დედაქალაქი ჯაკარტიდან კონძულ ბორნეოზე გადაიტანოს. ჯერჯერობით არც კონკრეტული ადგილი და არც თარიღია ცნობილი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა პარლამენტს უკვე გააცნო. ინდონეზიის გარდა რომელ ქვეყნებს აქვთ მსგავსი გამოცდილება და რა არის ხოლმე დედაქალაქის შეცვლის მიზეზი?

ოზონის ხვრელი

16 სექტემბერი 2019, 15:59

ტექნოლოგიები

წელს ოზონის ხვრელი ბოლო 30 წელიწადთან შედარებით ყველაზე პატარა იქნება

მეცნიერების თქმით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში წელს ანტარქტიდის თავზე ოზონოს ფენაში არსებული ხვრელი ყველაზე პატარა ზომის იქნება. ოზონის შრეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ წელს ოზონის ხვრელი არ გადიდებულა. ამასთან ოზონის ხვრელის მდებარეობა პოლუსის თავზე აღარ არის.

მიხეილ ბატიაშვილი

16 სექტემბერი 2019, 15:40

საქართველო

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიში წარადგინა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სისტემაში განათლების ევროპული მოდელისა და ხარისხის პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე, ახალი სკოლის მოდელზე, სკოლის უსაფრთხოებაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე.

ზაზა გაბუნია

16 სექტემბერი 2019, 15:28

საქართველო

პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეკომენდაციებში ჯგუფმა გამოკვეთა პარლამენტის როლი და მის წინაშე აგნარიშვალდებულების საკითხი. რეკომენდაციები ბიუროს დღეს წარედგინება და შემდეგ მთავრობაში გაიგზავნება.

Purdue Pharma ოქსიკონტინი

16 სექტემბერი 2019, 15:03

ეკონომიკა

კომპანიამ, რომელსაც აშშ-ში ოპიოიდების კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ, გაკოტრების პროცედურა დაიწყო

ფარმაცევტული კომპანია Purdue Pharma, რომელსაც აშშ-ში ოპიოიდების კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ, სასამართლოში გაკოტრების შესახებ საბუთები შეიტანა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. კომპანიაში რესტრუქტურიზაცია ჩატარდება.

იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი 2019, 14:50

საქართველო

იოჰანეს ჰანი: საქართველო სამართლის უზენაესობის კუთხით მოწინავე ქვეყანაა

პრემიერმა გიორგი გახარიამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანისთან ერთად ბრიფინგზე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა.

იაგო ხვიჩია

16 სექტემბერი 2019, 14:46

ეკონომიკა

„გირჩი“ ეროვნული ბანკში დაცული ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

იაგო ხვიჩიასთან გადაცემაში სტუმრობისას რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეროვნული ბანკის საცავში ინახება ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ჩანაწერები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით გაიცემოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებით სესხები.

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

16 სექტემბერი 2019, 14:30

საქართველო

პარლამენტში ბოკერია და ქაცარავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტს განიხილავენ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად გიგა ბოკერია და კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაუპირისპირდნენ.

პარლამენტი

16 სექტემბერი 2019, 14:19

საქართველო

ბოკერია: „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს

გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს "ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს. ამ საკითხზე კომენტარი ბოკერიამ პარლამენტში გააკეთა. "ივანიშვილის გუნდისგან გამჭვირვალობის ახალ დონეზე გავედით, რომ არ ცდილობენ რუსეთს რამე საერთაშორისო ტკივილი ჰქონდეს.

სერ როდ სტიუარტი

16 სექტემბერი 2019, 13:57

კულტურა

როდ სტიუარტმა კიბო დაამარცხა

როდ სტიუარტის თქმით, ის კიბოს სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, ახლახანს ჩატარებულმა ტესტებმა კი დაადასტურა, რომ დაავადებისგან სრულად განიკურნა. როგორც მუსიკოსმა განაცხადა, მკურნალობა დროულად დაიწყო.მან კაცებს ექიმებთან დროული ვიზიტისა და შემოწმებისკენ მოუწოდა.

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღი

16 სექტემბერი 2019, 13:53

საქართველო

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, საპირფარეშო და დერეფანი გახდა. ასევე - მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო და საღებავის მკვეთრი სუნი.

თორნიკე შენგელია ბასკონია

16 სექტემბერი 2019, 13:32

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ბასკეთის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ბასკეთის თასი მფლობელი გახდა. ტურნირი ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება, მასში ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. „ბასკონიამ“, რომელშიც შენგელიას გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ამერიკელი მეტ ჯენინგი თამაშობს, ბილბაოს „რეტაბეტი“ 66:55 დაამარცხა.

ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

პარიზში ელექტროველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძევალდიანი პერიოდით დაქირავების შესაძლებლობას აძლევს. ის თვეში 40 ევრომდე ღირს, რომლის ნახევარიც შესაძლებელია, რომ დამქირავებელმა დაუფაროს დასაქმებულს.

ავსტრალიური კაჭკაჭი

16 სექტემბერი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - წერს CNN. კერძოდ, 75 წლის კაცს, რომელიც ველოსიპედით მგზავრობდა, გააფთრებული კაჭკაჭი თავს დაესხა. კაცმა წონასწორობა დაკარგა და ღობეს შეეჯახა. შედეგად, მან თავის მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ტოჩინოშინი

16 სექტემბერი 2019, 13:21

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს მეოთხედ გაიმარჯვა. ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი შოთა ენდოს იყო. მან შეხვედრის დაწყებისთანავე აიცილა პირდაპირი შეჯახება და იაპონელს ბრძოლა მოუგო. მას ბალანსი 4:5-თან აქვს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილ 6 შეხვედრაში 4 მოგება ესაჭიროება.

 ნაომი კემპბელი

16 სექტემბერი 2019, 13:03

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი საქველმოქმედო საღამოზე გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე Fashion For Relief Charity Party, გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომლის ქვეშაც სავარაუდოდ საცვლები არ ეცვა. მან ღონისძიებიდან ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. კემპბელს ღონისძიებაზე ფრანგი დიზაინერის ტიერი მიულერის კაბა ეცვა.

გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 13:01

საქართველო

გახარიამ მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალდებას უპასუხა

ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

დემნა გვასალია

16 სექტემბერი 2019, 12:57

კულტურა

დემნა გვასალია Vetements ტოვებს

ქართველი დიზაინერი „ბალენსიაგაში“ რჩება და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარუდგენს საზოგადოებას. დემნა გვასალიამ Vetements-ში 5 წელი იმუშავა და ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი მომხმარებლები ცნობილი ვარსკვლავები არიან.

ქობულეთი მერია სწავლა

16 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

ქობულეთში ბაღებსა და სკოლებს მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა მერიაში მიიყვანეს

ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფებში დაუშვეს.

ფორსაჟი

16 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზის კმ4-კმ7 მონაკვეთზე მოძრაობა 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება ხოლმე. მოძრაობას შსს-ს რეგიონული ქვედაყანოფები დაარეგულირებენ.