imedi /  25 იანვარი 2019, 15:29 / სანდო წყარო

გორდონ რამსის იუთუბ-შოუში ქათმის მწარე ფრთები აჭამეს

იუთუბ-შოუში Hot One გადაცემის წამყვანი შონ ევანსი ვარსკვლავებს ელაპარაკება, საუბრის დროს კი მათ ქათმის მწარე ფრთებს აჭმევს. სიმწარე კითხვებთან ერთად თანდათანობით იმატებს.  მაყურებლები დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ შონ ევანსს, რომ გადაცემაში ყველაზე ცნობილი შეფმზარეული გორდონ რამსი მიეწვია. იგი ცნობილია თავისი პირდაპირობით და საკვების მიმართ იდეალისტური დამოკიდებულებით. 

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 12:05

რეგიონი

22-26 ივნისს მონაცვლეობით გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

16 ივნისი 2021, 12:03

რეგიონი

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 17 ივნისის 00:00 სთ-დან 21 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 ივნისის 00:00 სთ-დან 27 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ლელა ჩიქოვანი
 გიომ ლაგანი

16 ივნისი 2021, 11:56

COVID19

ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის, ასევე სამთო მიმართულების გაძლიერების პროცესში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

16 ივნისი 2021, 11:55

სამართალი

პროკურატურამ მცხეთის რაიონში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

კახა კუჭავა

16 ივნისი 2021, 11:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: იმედია, მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება.

კახა კუჭავა

16 ივნისი 2021, 11:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დეოკუპაციას მივაღწიოთ

„​ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ. საქართველო, უკრაინა ნამდვილად ყველასთვის განსახილველ საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს არის ორი კონკრეტული ქვეყანა, სადაც ყველა პირდაპირ აღიარებს იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე და რასაც ჩვენ ველოდებით, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ - ეს არის დეოკუპაცია და რა თქმა უნდა რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას მოუწევს ადრე თუ გვიან (იმედია ადრე), რომელიც როგორც ხელშეკრულებით აქვს აღებული, ისე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა აღასრულოს“, - განაცხადა კუჭავამ.

16 ივნისი 2021, 11:37

საზოგადოება

სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა სრულად აღდგა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, პირველმა მატარებელმა ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრები შემოიყვანა.

16 ივნისი 2021, 11:36

პოლიტიკა

ექსპერტები საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ შედეგებს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებენ

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ექსპერტთა ნაწილი გამოეხმაურა. ისინი საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ შედეგებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებენ.

ანტიბიოტიკები

16 ივნისი 2021, 11:36

COVID19

შეიძლება თუ არა აცრამდე და აცრის შემდეგ ანტიბიოტიკის მიღება

„აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. თუ რამე მწვავე ინფექცია გაქვთ, მხოლოდ იმ დროს არ შეიძლება აცრა, თორემ აცრის დროსაც შეგიძლიათ ანტიბიოტიკის მიღება, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

16 ივნისი 2021, 11:29

თავდაცვა

ლელა ჩიქოვანი ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა

ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარებაში ესპანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით არსებული პროექტები.

მიხეილ სარჯველაძე

16 ივნისი 2021, 11:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რუსეთის ქმედებების უარყოფითი, ნეგატიური შეფასება არის ძალზედ მნიშვნელოვანი

„რუსეთის ქმედებების უარყოფითი, ნეგატიური შეფასება არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება აღმოჩნდეს მძლავრი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, იმისთვის რომ ის იძულებული გახდეს ერთ მშვენიერ დღეს,(და სასურველია, რომ ეს მშვენიერი დღე რაც შეიძლება სწრაფად დადგეს), რომ რეალურად შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ისევე როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიებისა და შესაბამისად, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფაზე ხელი აიღოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნინო წილოსანი

16 ივნისი 2021, 11:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საერთაშორისო პარტნიორების თითოეული განცხადება ჩვენი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უცხოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 11:19

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე: მოლოდინია, რომ აშშ-ის პოლიტიკა იქნება მტკიცე რუსეთთან მიმართებით

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბაიდენისა და პუტინის პირველი შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციებს დააფიქსირებს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

პაატა იმნაძე

16 ივნისი 2021, 11:19

COVID19

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ინდურ შტამს

ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 11:15

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა საქართველოს

„უკვე საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერთიანებული დასავლეთი გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა ჩვენს რეგიონსა და პირველ რიგში საქართველოს. ისევე როგორც ნატოს შემთხვევაში, ამ სამიტიდან ორი რამ არის მოსალოდნელი: დასავლეთის ერთიანობის დემონსტრირება და ის, რომ რუსეთი მიხვდება, რომ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს და მინიმუმ მოთოკავს თავის აგრესიულ ქმედებებს“, - განაცხადა ხელაშვილმა.

16 ივნისი 2021, 11:11

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.

16 ივნისი 2021, 11:10

სამართალი

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

16 ივნისი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 470 თბილისში, 69 იმერეთში, 53 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 ივნისი 2021, 10:53

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4569 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 216 742 აცრა გაკეთდა.

16 ივნისი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.