imedi /  11 თებერვალი 2019, 15:36 / სანდო წყარო

ცნობილი ადამიანების უჩვეულო ანდერძები. ისტორია

ანდერძი - ეს არის უნიკალური დოკუმენტი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მთელი ეპოქის განმსაზღვრელიც ყოფილა. ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც ანდერძის გამო თუნდაც ომები დაწყებულა, ან ანდერძით დატოვებული მეფის გვირგვინისთვის გადატრიალებები მოუწყვიათ, ხშირად კი ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული ანდერძების ირგვლივ უამრავი ლეგენდა შექმნილა. 

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისტორიაში არა მხოლოდ საკუთარი ნიჭის და დამსახურების გამო შევიდნენ, არამედ თავიანთი ანდერძების გამო, რომელიც დღესაც იწვევს ბევრი ჩვენგანის გაოცებას. 

...

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ცნობილი ანდერძის ავტორია შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი, და რაც მთავარია, ნობელის პრემიის დამფუძნებელი - ალფრედ ბერნჰარდ ნობელი. 1888 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში შეცდომით გამოქვეყნდა ცნობა ალფრედ ნობელის გარდაცვალების შესახებ, ასეთი სათაურით:  „სიკვდილის გამომგონებელი თავად მოკვდა!“ სტატიაში მას დინამიტის გამოგონებისთვის აკრიტიკებდნენ. ამ სტატიამ ნობელის მსოფლმხედველობა შეცვალა და მას სურდა, რომ ისტორიაში დადებით გმირად დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ, ალფრედმა ქონების დატოვება გადაწყვიტა მისი სახელობის ფონდის დასაარსებლად, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დააწესებდა ფულად პრემიებს ფიზიკის, ქიმიისა და ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ამ ანდერძს ხელი მან 1895 წლის 27 ნოემბერს, პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში მოაწერა. ანდერძი მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1897 წელს გახსნეს, 1900 წელს კი ყველაფერი შეასრულეს, როგორც დოკუმენტში ეწერა. სწორედ მაშინ შეიქმნა ნობელის ფონდი.

...

უცნაური ანდერძი დატოვა “Playboy”-ს დამფუძნებელმა - ჰიუ ჰეფნერმა. ანდერძში ვკითხულობთ: „ქონებას მემკვიდრეები იმ შემთხვევაში არ მიიღებენ, თუ ისინი ალკოჰოლზე, ან ნარკოტიკზე დამოკიდებულები გახდებიან. თუ მიმღები რეგულარულად, ან ხშირად იღებს ნივთიერებებს, რომელიც ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, ნიშნავს, რომ ის ვერ იზრუნებს საკუთარ თავზე და ვერ მოახერხებს ფინასურ საქმიანობას გაუმკლავდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმღები ანდერძიდან უნდა ამოიშალოს.“ ამ ანდერძით, მან შვილებს მისცა შესაძლებლობა დაეწყოთ ცდუნებებთან ბრძოლა. ანდერძის თანახმად, თუ 12 თვის განმავლობაში ტესტი აჩვენებდა, რომ მათ მსგავსი არაფერი მიუღიათ, ისევ შეეძლებოდათ პრეტენზია გამოეცხადებინათ მემკვიდრეობის ნაწილზე. 
...

მერილინ მონროს ჩანაწერებში ამოიკითხეს, რომ მთელი ქონება, დაწყებული ქვედა საცვლებიდან, საუკეთესო კაბებით და ძვირფასეულობით დამთავრებული, მისი პედაგოგისთვის - ლი სტრასბერგისთვის უნდა დაეტოვებინათ, რომელიც მერილინს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა. მერილინის პირადი ნივთები სწორედ მის ავტოფარეხში ინახებოდა, 1982 წლამდე, ესე იგი მასწავლებლის გარდაცვალებამდე. მისი სიკვდილის შემდეგ კი მერილინის ქონების დიდი ნაწილი, სტრასბერგის მეუღლემ, აუქციონის წესით, დაახლოებით 20 მილიონ დოლარად გაყიდა.

...

გამორჩეულია რუსი მწერლ ის, დრამატურგის, თეატრალური რეჟისორის და მსახიობის - მიხეილ ბულგაკოვის ანდერძი სიცოცხლის ბოლო  წლებში ის მუშაობდა ძალიან ცნობილ რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“. ამ პერიოდში ის უკვე მძიმედ  იყო დაავადებული, პრობლემები ჰქონდა თირკმლებზე, საუბარიც კი უჭირდა და ანდერძი, ფაქტობრივად, მეუღლეს  ჩააბარა. მას სურდა, რომ გარდაცვალების შემდეგ აუცილებლად გამოქვეყნებულიყო ეს რომანი, რომელსაც მისი მეუღლე - ელენე ბულგაკოვა მწერლის კარნახით წერდა.  მეუღლემ სურვილი შეუსრულა. რომანი 1966-1967 წლებში, ავტორის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, ჟურნალში, შემოკლებული ფორმატით დაიბეჭდა. „ოსტატი და მარგარიტა“ საბჭოთა ინტელიგენციაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ოფიციალურ გამოცემამდე ხელით გადაბეჭდილი ასლების სახით ვრცელდებოდა.

...

გერმანელი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი გამოჩენილი რომანტიკოსი პოეტი - ჰაინრიხ ჰაინე. 1841 წელს პოეტი ფეხსაცმლის მაღაზიის გამყიდველზე - ევგენია მირატზე დაქორწინდა. ანდერძში კი ჰაინემ მეუღლეს ქონება მხოლოდ ერთი პირობით დაუტოვა - პოეტის გარდაცვალების შემდეგ, ის აუცილებლად უნდა გათხოვილიყო. ჰაინეს თქმით, სულ მცირე, ერთი ადამიანი აუცილებლად ინანებდა და შეწუხდებოდა მისი გარდაცვალების გამო.

...

„მილიონი განსაკუთრებულ მწეველს“ - ასე უწოდეს მსოფლიოს ცნობილი კომიკოსის, ინგლისელი კომედიური მსახიობის, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ყველაზე განთქმული შემსრულებლის - ჩარლი ჩაპლინის ძალიან უცნაურ ანდერძს. მსახიობი მილიონ დოლარს ჰპირდებოდა მას, ვინც მოახერხებდა, პირიდან სიგარეტის კვამლი რგოლებად ხუთჯერ გამოეშვა და მეექვსე რგოლი, მათ შორის გაეტარებინა. ამის შესრულება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. უცნობია, ეს ხუმრობა იყო თუ არა, თუმცა ხუმრობა ნამდვილად არ ყოფილა ბოლო წერილი, რომელიც მან შვილს დაუტოვა: „ჰო, მე ჩარლი ვარ, ბებერი მასხარა. ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც. ეს ყველაზე ღირებულია, რის დატოვებაც მე შენთვის შემიძლია. გკოცნი, ჯერალდინა. შენი ჩარლი“.

...

ისტორიაში ყველაზე ვრცელი ანდერძის ავტორია ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი - ტომას ჯეფერსონი. ქონებასთან დაკავშირებული მითითებების გარდა, მან ანდერძში დეტალურად აღწერა საკუთარი მოსაზრება ამერიკის ისტორიის თაობაზე. მემკვიდრეები კი, ანდერძის თანახმად, კუთვნილ წილს მიიღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაათავისუფლებდნენ საკუთრებაში მყოფ ყველა მონას. ტომას ჯეფერსონი 1826 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გარდაიცვალა.

...

ყველაზე პატარა, ლაკონიური ანდერძი, კარლ ტაუშმა, გერმანიაში, 1967 წელს დაწერა. ანდერძი მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგებოდა - „ყველაფერი ცოლს.“ და მასზე ოდნავ დიდი, ოთხსიტყვიანი ანდერძის ავტორია ერთ-ერთი ლონდონელი ბანკირი. ანდერძში წერია: „მე სრულიად გაკოტრებული ვარ.“ 

...

ანდერძით ყველაზე დიდი ქონება ცხოველს მილიონერმა კინოპროდიუსერმა - როჯერ დორკასმა დაუტოვა. 65 მილიონი დოლარი მან უანდერძა თავის საყვარელ ძაღლს - მაქსიმილიანს, მეუღლეს კი მხოლოდ 1 ცენტი დაუტოვა. სხვათა შორის, სასამართლომ კანონიერად ცნო ეს ანდერძი, რადგან მის შედგენამდე პატრონმა ძაღლს ყველა საჭირო, სრულიად „ადამიანური“ საბუთი გაუფორმა. მაგრამ, იგივე, „ადამიანური“ საბუთების საფუძველზე მილიონერის მეუღლე გათხოვდა მაქსიმილიანზე, ესე იგი ძაღლს გაჰყვა ცოლად და მისი სიკვდილის შემდეგ, ვინაიდან ძაღლი ანდერძს ვერ დატოვებდა, ის გახდა ქონების სრულუფლებიანი მემკვიდრე. 

...

ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის - გრიგოლ რობაქიძის ანდერძი დღემდე შეუსრულებელია. 1926 წელს მის რომანს „გველის პერანგი“ ქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა, გერმანიაში კი ძალიან მოიწონეს და ავტორი შეაქეს. რობაქიძემ, რომელიც ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს არ აფასებდნენ, გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა სხვა ნაწარმოებებმაც - „დემონი და მითოსი“, „ჩაკლული სული“, „მცველნი გრალისა “, „მეგი – ქართველი გოგონა“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ. სიცოცხლის ბოლო წლები მან მარტოობაში გაატარა. 

მოგვიანებით კი მისი ანდერძი გახდა ცნობილი: „ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს.“

ყველა სიახლე

აშშ-ის პოლიცია

16 თებერვალი 2019, 08:06

მსოფლიო

ამერიკის ქალაქ ავრორაში სროლას მსხევრპლი მოჰყვა

სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სროლას აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ ავრორაში. 45 წლის ჰარი მარტინმა ცეცხლი კომპანია Henry Pratt-ის შენობაში გახსნა. სავარაუდოდ ის ამ კომპანიის თანამშრომელია

16 თებერვალი 2019, 00:21

საქართველო

ღამის კლუბებში და ინტერნეტკაფეებში ბავშვის დაშვების წესების დამრღვევი დაჯარიმდება

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები დგინდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ღუდუშაურის კლინიკა

16 თებერვალი 2019, 00:07

ძალოვნები

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ჰიპერტონული კრიზი აქვს.

პატრიკ. მ. შანაჰანი და საქართველოს დელეგაცია

15 თებერვალი 2019, 23:42

ძალოვნები

პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივნის და მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ პენტაგონის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.

15 თებერვალი 2019, 23:34

მსოფლიო

ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის პერსონალურ სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის დიპლომატებმა შეათანხმეს პერსონალური სანქციები რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით RFE/RL (რადიო თავისუფლება, ევროპა) ავრცელებს.

პარკირების ნიშანი

15 თებერვალი 2019, 22:57

საქართველო

შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის გაჩერება 50 ლარით დაჯარიმდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია 10 ლაიდან 50 ლარამდე იზრდება.

15 თებერვალი 2019, 22:26

საქართველო

ილიაუნის 15 სტუდენტმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 15 სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ რექტორ გიგა ზედანიას გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში

15 თებერვალი 2019, 22:25

საქართველო

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წელთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის ელჩთან ერთად გახსნა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

15 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

საქართველომ ჩინეთთან განათლების სფეროში მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, სკოლებში მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება უნდა შესთავაზონ.

დაკავება

15 თებერვალი 2019, 21:45

ძალოვნები

ქუთაისში ექიმი დააკავეს

ქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.

15 თებერვალი 2019, 21:40

ძალოვნები

ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

გლდანის არტეფაქტები

15 თებერვალი 2019, 21:28

კულტურა

გლდანის ციხესთან აღმოჩენილი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტური ხანის აღმოჩნდეს

აღმოჩენილია სულ 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.

15 თებერვალი 2019, 21:25

კულტურა

ცნობილი ავსტრიელი ჟურნალისტი საქართველოზე გადაცემას ამზადებს

ავსტრიელი ჟურნალისტები საქართველოში პოპულარული გადაცემის - „კულტურული ტური ჰოლენდერთან ერთად“ - გადასაღებად იმყოფებიან. მათ ობიექტივში ოპერისა და ბალეტის თეატრი მოექცა. გადაღებები უკვე დაწყებულია.

15 თებერვალი 2019, 21:17

ძალოვნები

ლიფტის შახტში ჩავარდნილი კაცის ვინაობა ცნობილია

შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლამდე კაცი ლიფტის შახტში დღეს ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2019, 21:12

ეკონომიკა

JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკმა JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა. რაც აშშ-ის საბანკო სექტორში JP Morgan-ის მიერ ინიცირებული პირველი ციფრული ვალუტაა და მსხვილ კლიენტებთან ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებას ემსახურება.

15 თებერვალი 2019, 21:07

ძალოვნები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს

აჭარაში პოლიცია არასრულწლოვანთან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დედის მტკიცებით, შემთხვევა ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც თავად მუშაობდა. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფს ბრალდების ადრესატი.

15 თებერვალი 2019, 20:54

საქართველო

ქართული დელეგაცია მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

მიუნხენში რამდენიმე საათის წინ უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. მასში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც მონაწილეობს. ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს.

15 თებერვალი 2019, 20:35

კულტურა

ამსტერდამში რემბრანდტის 400 ნახატი პირველად გამოფინეს

15 თებერვალს ამსტერდამში, ჰოლანდიის სახელმწიფო მუზეუმში მასშტაბური გამოფენა „ყველა რემბრანდტი“ (All the Rembrandts) გაიხსნა. ეს მიმდინარე წელს პირველი პროექტია, რომელიც რემბრანდტის გარდაცვალებიდან 350-ე წლისთავს ეძღვნება.

15 თებერვალი 2019, 20:31

საქართველო

მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე ირაკლი კობახიძე უცხოელ ელჩებს შეხვდა

მოსამართლეების შერჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში იმყოფებოდნენ ამერიკის შერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე გერმანიის ელჩი, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელები.

15 თებერვალი 2019, 20:24

ტაბლოიდი

გურიაში ახალდაქორწინებულებისთვის საწოლი არ მოუპარავთ 😍

საქმე 177-ე ანუ ქურდობის მუხლით აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლიდან არათუ ავეჯი და მათ შორის საწოლი, არამედ ძვირფასეულობაც კი არავის მოუპარავს. პოლიციაში აცხადებენ, რომ იმ პერიმეტრზე სხვა სახლების მდგომარეობაც შეისწავლეს და ქურდობის კვალი არსად აღმოჩნდა.