imedi /  17 თებერვალი 2019, 22:59 / სანდო წყარო

როგორ ანაწილებს დროს დეპუტატი ზაზა ხუციშვილი მუსიკასა და პოლიტიკაზე. ვიდეო

ზაზა ხუციშვილი

ზაზა ხუციშვილი

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი უკვე 2 წელი და ორი თვეა პარლამენტის წევრია. მასზე ვერ იტყვიან, რომ ხელოვნებიდან - პოლიტიკაში წავიდა და სცენიდან - სასესიო დარბაზში გადაინაცვლა. ის ერთდროულად პოლიტიკოსიცაა და მუსიკოსიც. დღისით კანონმდებელი. საღამოს - როკენროლის შემსრულებელი. მის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის მუსიკოს წევრს დრო ახლა შემოქმედებითი საქმიანობისთვის უფრო ნაკლები რომ აქვს, ვიდრე პოლიტიკისთვის ამაზე ციფრებიც მეტყველებს. გასულ წელს ჩატარებული 47 პლენარული სხდომიდან, ზაზა ხუციშვილმა მხოლოდ ერთი გააცდინა, ისიც საპატიო მიზეზით. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ყოფილა შემთხვევა, რომ დეპუტატი სხდომიდან პირდაპირ კლუბში, კონცერტის გასამართად წასულა. 

"კლუბში გამოსვლები ისე მქონდა დაგეგმილი, რომ სასესიოს არ დამთხვეოდა, მაგრამ როცა რიგგარეშე ინიშნება ე.ი მნიშვნელოვანი საკითხია. იქ უნდა იყო. ადგომა და წამოსვლა ჩემი სტილი არაა. იყო შემთხვევა, რომ ბეწვზე ჩამოვასწარი ჩამოსვლა ქუთაისიდან თბილისში", - ამბობს ზაზა ხუციშვილი. 

ზაზა ხუციშვილის გამოსვლებს თანაპარტიელები და დეპუტატებიც ესწრებიან ხოლმე. "აჩიკო თალაკვაძე დადის, აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, რომან კაკულია. ბევრი ძალიან. ქალბატონები სიამოვნებით დადიან",  - ამბობს ზაზა ხუციშვილი. 

"იმედის კვირამ" დეპუტატს კოლეგების მუსიკალურ შესაძლებლობებზეც ჰკითხა.

"მამუკა მღერის მდინარაძე კარგად. ბექაც მღერის. უკრავენ გაგა კახიანი", - ამბობს ხუციშვილი და დასძენს, რომ არ იცის როდემდე შეძლებს მუსიკოსობა დეპუტატობას შეუთავსოს.

ცხოვრების  კონკრეტულ ეტაპზე ჩათვალა, რომ საპროტესტო სიმღერების ან პოლიტიკური უსამართლობის წინააღმდეგ არა სიმღერის ტექსტებით, არამედ პირადად უნდა ებრძოლა. ყოველდღიურად უწევს სტერეოტიპების მსხვრევაც, რომ პარლამენტში არც ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არც პრივილეგიებისთვის და არც დასაქმებისთვის არ მისულა.

ზაზა ხუციშვილი ცდილობს იმუშაოს ისე, როგორც კარგ დეპუტატს მოეთხოვება. კვირაში ერთხელ მიღების საათებია დანიშნული, ამომრჩევლებს ხვდება. ისმენს თხოვნებსაც და მოთხოვნებსაც.  

"ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა დავეხმარეთ ადამიანებს, გავუწიეთ რეკომენდაცია იგივე ჯანმრთელობის კუთხით, უბნის მიმართულებით. იყო ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ ჩემი შუამგდომლობით შედგა. ეს იყო 35 სკოლის ტერიტორიიდან დევნილების გაყვანა. ეს მეამაყება, რადგან ორივე მხარე პრობლემური იყო. დევნილებს სახლები უნდოდათ, სკოლას თავისი ტერიტორია. მიხარია, რომ გადავწყვიტეთ ეს საკითხი", - ამბობს ზაზა ხუციშვილი. 

გადაჭრილი პრობლემების მიუხედავად არის კრიტიკაც. ბოლოს, საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა დეპუტატის მიერ გასტროლებიდან და კონცერტებიდან მიღებული შემოსავლები - დეპუტატი მუსიკოსის გამომუშავებული 5 466 ლარი და 600 დოლარი. 

"შეიძლება პარლამენტარი ჩავიდეს ლექცია წაიკითხოს და ჰონორარი მიიღოს. რა არის ამაში გასაკვირი, ან სპექტაკლი ითამაშოს. ჩემთვის ეს არის დადებითი ვიდრე უარყოფითი მოვლენა", - ამბობს ზაზა ხუციშვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მუსიკოსები გასტროლებით განებივრებულები არ არიან, ჯგუფ "ვაკის პარკის" ვოკალისტი და გიტარისტი რეპერტუარზე იმ დროსაც ფიქრობს, როცა სამსახურიდან სახლში მიდის ან სულაც ფეხბურთის მატჩს უყურებს. 

ზაზა ხუციშვილისთვის დასვენების საუკეთესო საშუალება და მთავარი გატაცება ბოლო 15 წელია ნადირობაა. აქაც თავისი კანონები აქვს და ნადირობს მხოლოდ ფრინველზე და გარეულ ღორზე, ამასთან მხოლოდ ნებადართულ ტერიტორიებზე. 

"მონადირე რომელიც არის წესიერი მონადირე, როგორც წესი ბუნების მეგობარია.  ის იმდენს არ მოიპოვებს, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას გარემოს", - ამბობს დეპუტატი.

ყველა სიახლე

მუმია

25 აპრილი 2019, 01:13

ტექნოლოგიები

ეგვიპტეში ძველ სამარხში არქეოლოგებმა 30 მუმია იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით იპოვა ძველი სამარხი, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332-395 წლები). სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთში აღმოაჩინეს 30 კაცის მუმია.

25 აპრილი 2019, 00:26

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კაცმა ტერორისტი ეკლესიაში არ შეუშვა და 450 ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაზე ტერორისტული აქტების დღეს 40 წლის მოქალაქე რამეშ რაჯუმ მკვლელი ტერორისტი ამოიცნო და წირვის დროს ეკლესიაში არ შეუშვა. ამ ქმედებით მან ასეულობით მორწმუნე გადაარჩინა. BBC-ის ცნობით, კაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 00:20

მსოფლიო

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს გამოჰკითხა

დორსიმ აუხსნა ტრამპს, რომ კომპანია თაღლითური ანგარიშების წასაშლელად მუშაობდა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაკარგად მიმდევრები Twitter-ზე. მათ რიცხვში როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ასევე იყო Twitter-ის გენერალური დირექტორი. შეხვედრის შესახებ დღეს დონალდ ტრამპმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეხვედრა თეთრი სახლის ორგანიზებით გასულ კვირას გაიმართა.

24 აპრილი 2019, 23:32

კულტურა

ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ფანებს მიმართა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა instagram-ზე საკუთარ ფანებს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ პირველად მიმართა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და თავისი ფანები დაამშვიდა. პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, დაუჯერონ ყველაფერს, რასაც მასზე ლაპარაკობენ ან წერენ. ბრიტნი სპირსს ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაევლო.

24 აპრილი 2019, 23:19

საქართველო

ბახტაძემ სერბეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გააცნეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

24 აპრილი 2019, 22:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მეტყველების განვითარებისთვის ტვინის იმპლანტი შექმნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფის თქმით, ახალი დასკვნები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება ლაპარაკის შესაძლებლობას ართმევს. აზრების წაკითხვის ტექნოლოგია ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში, ტვინში იმპლანტირებული ელექტროიდი ელექტროსიგნალების საშუალებით, ტუჩების, ენის, ხმის და ყბის მანევრს ახორციელებს.

24 აპრილი 2019, 22:40

თემა

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება.სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნებიამდენად აქტუალური და როგორ აისახება ისსაერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

24 აპრილი 2019, 22:37

სპორტი

FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

24 აპრილი 2019, 22:14

ეკონომიკა

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი კომპანია Tesla-ს კონკურენტის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების ( Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

24 აპრილი 2019, 21:42

საქართველო

ევროპის საბჭომ ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ეს ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

24 აპრილი 2019, 21:39

კულტურა

ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“, ანუ ახალი სივრცე თბილისში გურამ წიბახაშვილის გამოფენით „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა. ამავე სახელწოდებით ფოტოგრაფის წიგნიც გამოიცა.

24 აპრილი 2019, 21:26

საქართველო

ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩავიდნენ

ქართველი პილიგრიმები უკვე იერუსალიმში არიან. 120 კაციანი ჯგუფი ვნების შვიდეულს იერუსალიმში გაატარებს. სწორედ მათ უნდა ჩამოიტანონ საქართველოში „წმინდა ცეცხლი“. პილიგრიმებმა უკვე მოილოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და მდინარე იორდანეში განიბანნენ.

24 აპრილი 2019, 21:19

საქართველო

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დედაქალაქს სამი საბაგირო ხაზი დაემატება. კერძოდ, ახმეტელი-თემქა, სამგორი-ვაზისუბანი და სამება-მახათას მთა. ჯერჯერობით უცნობია, სამი საბაგიროდან პირველი რომელი აშენდება. ამისთვის სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება.

ლაშა იორდანიშვილი

24 აპრილი 2019, 20:47

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა

პანკისის მოვლენებიდან მეოთხე დღეს კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორ სოფელში გამოკითხვაც ჩატარდა და გამოკითხულთა 70% მომხრეა, რომ „ხადორი3" აშენდეს. ჰესის მშენებელ კომპანიაში მომხდარი არეულობის უკან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავენ.

24 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

24 აპრილი 2019, 20:31

ეკონომიკა

საქართველოდან ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ბოსტნეულის კი 10,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის და თხილის ექსპორტმა $16,7 მილიონი შეადგინა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა. გასული წლის სამ თვეში ქვეყნიდან $21,4 მილიონის ღირებულების ხილი და თხილი გავიდა.

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები ბულვარში მუშაობის უფლებას ითხოვენ

ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარში მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. ამბობენ რომ დღეიდან შიმშილობას დაიწყებენ. ასევე მოითხოვენ, რომ ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვოს. ამ წუთებში აქცია ბულვარის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს შეძახილებით "გადადექი"

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენის დაწვის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო და მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობდა. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.

24 აპრილი 2019, 19:39

საქართველო

მეტროპოლიტენის მუშაობა ელექტროსადენის დაზიანების გამო შეფერხებულია

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენი დაიწვა. ამის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებულია. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

24 აპრილი 2019, 19:30

კულტურა

Marvel-ის საუკეთესო ფილმი დასახელდა

ვებგვერდმა Wrap-მა კინოსტუდია Marvel-ის საუკეთესო ფილმების რეიტინგი შეადგინა, რომელიც სულ 22 კინოს აერთიანებს. სიის ლიდერი 2012 წლის „შურისმაძიებლები“ გახდა. მეორე ადგილზეა „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“, ხოლო მესამე ადგილს „გალაქტიკის მცველები“ იკავებს.