imedi /  09 მარტი 2020, 17:55 / სანდო წყარო

თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ზურაბ აზარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი

ზურაბ აზარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება.

„ჩვენი მთავარი მიზანია „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

„დელტას“ ახალ დირექტორს, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 17:49

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს ურნალისტებს განუცხადა.

გურამ კაშია

09 აპრილი 2020, 17:41

სპორტი

გურამ კაშია აშშ-ის საფეხბურთო ლიგის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად დასახელდა

ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) ოფიციალურმა ვებგვერდმა მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა და ჩემპიონატის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად სან ხოსეს ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია დაასახელა. სტატისტიკაში გათვალისწინებულია ცენტრალური მცველების მიერ შეტევების მოგერიება, ჩაჭრა, ბურთის ართმევა და დარყტყმის დაბლოკვა.

09 აპრილი 2020, 17:36

სამართალი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:33

COVID19

დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვას ფასდაუდებელ საქმიანობად აფასებს

დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვას ფასდაუდებელ საქმიანობად აფასებს, - ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს დახმარება ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:19

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: ​საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვან გამოცდას გადის და კიდევ უფრო განმტკიცდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მკინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე აშშ-ში მყოფი ქართველი მოსწავლეების საქართველოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობათა ერთობლივი მუშაობისა და მენეჯმენტის შედეგია.

09 აპრილი 2020, 17:17

COVID19

მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია

საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა, რომლის ერთეულის ფასი 50 თეთრი იქნება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 17:12

COVID19

ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის-144-ის ცენტრში იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ხელმძღვენელ გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის-144-ის ცენტრში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 112-ის და 144-ის ცენტრები გამართულად მუშაობს და ამ ეტაპზე გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს. „დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა რომ იყოს, სხვადასხვა ლოკაციებიც გვაქვს მოწყობილი. აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

კარლ ჰარცელი

09 აპრილი 2020, 17:00

COVID19

კარლ ჰარცელი: გვინდა, რომ ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხები ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ მივმართოთ

გვინდა, რომ ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხები ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ მივმართოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მიზნებზე ისაუბრა. კარლ ჰარცელმა მაღალი შეფასება მისცა მთავრობის ქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხარდაჭერას წესების დაცვასა და კორონავირუსის ზიანის შემცირების კუთხით.

რობერტ დე ნირო

09 აპრილი 2020, 16:59

კულტურა

დასახელდა მსახიობები, რომლებმაც უარყოფითი როლი ყველაზე ბევრჯერ შეასრულეს

მსახიობი, რომელმაც უარყოფითი პერსონაჟი ყველაზე ბევრჯერ ითამაშა, რობერტ დე ნიროა. ის კინემატოგრაფიაში უარყოფით როლში 19-ჯერ გამოჩნდა. მეორე ადგილს რეიტინგში პიტერ სტორმარე იკავებს, მესამე ადგილზე კი - რონ პერლმანია. ათეულში ასევე მოხვდნენ ტიმ კარი, ჯეიმს ვუდსი, ვინ ჯონსი, გარი ოლდმანი, კრისტოფერ უოკენი, მალკოლმ მაკდაუელი და სამუელ ჯექსონი.

კორონავირუსი

09 აპრილი 2020, 16:57

COVID19

სამხრეთ კორეაში არ გამორიცხავენ, რომ COVID 19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში ვირუსის რეაქტივაცია ხდება

კორეელმა მეცნიერება 51 გამოჯანმრთელებულ პაციენტს ვირუსი კვლავ აღმოუჩინეს. ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ საუბარი ორგანიზმში არსებული ვირუსის ხელახალ გააქტივებაზე და არა ხელახალ დაინფიცირებაზეა, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ რომ საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის და სწორი პასუხის მისაღებად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ირაკლი სესიაშვილი

09 აპრილი 2020, 16:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი სურვილია, დროულად განვახორციელოთ საკონსტიტუციო ცვლილებები

ჩვენ კიდევ გვაქვს მოლოდინი და განცდა, რომ დღის წესრიგს არ ავცდებით. ჩვენი სურვილია, დროულად განვახორციელოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. დროულად გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და მათ შორის, პოლიტიკური პროცესი აღდგეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის სურვილია, რომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს.

09 აპრილი 2020, 16:45

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა იმ ჯგუფთა ჩამონთვალი, ვისაც აგრესიული ტესტირება ჩაუტრადება

ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. უკვე ცნობილია ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

კორონავირუსი

09 აპრილი 2020, 16:40

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ყნოსვის სრული გაქრობა აღენიშნებათ

„რესპირატორული ვირუსული ინფექციების მხრივ, თამბაქოს მომხმარებლები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. რადგან კორონავირუსი იგივე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა, შესაბამისად, თამბაქოს მომხმარებელი პაციენტები რისკჯგუფში შედიან„, - აღნიშნა ნაფეტვარიძემ.

ქართველი მეზღვაურები

09 აპრილი 2020, 16:39

საზოგადოება

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხანძრის დროს ხომალდ „ბელატრიქსის“ ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს. ვიდეო

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსის“ (BELLATRIX) ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მესამე რანგის კაპიტანმა, გიორგი თუშმალიშვილმა facebook-ზე გაავრცელა.

ჩერნობილი ხანძარი დაკავება უკრაინა

09 აპრილი 2020, 16:25

მსოფლიო

უკრაინის პოლიციამ ჩერნობილთან ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავა

ეჭვმიტანილი 27 წლის, წარსულში ნასამართლები კაცია. როგორც მან პოლიციელებს აუხსნა, ტყეში ბალახს ცეცხლი სამხიარულოდ წაუკიდა. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 16:19

COVID19

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით იზრუნოს როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ემიგრანტებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გათვლილია შესაძლებლობები ყველა მიმართულებით, როგორც ფრენების ასევე, საკარანტინო სივრცეების კუთხით. ირაკლი კობახიძე ასევე განმარტავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით აქვს გაწერილი ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და ეს გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება.

თბილისის ინფექციური

09 აპრილი 2020, 16:19

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

„გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები. ახალი პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, მათ თანმხლები დაავადებებიც აქვთ, შესაბამისად დინამიკაში ვაკვირდებით როგორც ლაბორატორიულ მონაცემებს, ასევე მათ კლინიკურ მდგომარეობას. ამ ეტაპზე 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მათი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით მცირედ გაუმჯობესებული. საყურადღებო და საშუალოზე მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

09 აპრილი 2020, 16:19

COVID19

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა. ლაბორატოროულად დადასტურებული პასუხი დღეს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მათი ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრებში იზოლირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ზოგიერთ მათგანს ორმრივი პნევმონია აღენიშნა, თუმცა მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

შუახევიჰესი

09 აპრილი 2020, 16:15

ეკონომიკა

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა „შუახევიჰესი“ (178 მგვტ), ხოლო სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. „შუახევიჰესის“ ექსპლოატაციაში სრული შეყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ აჭარაში განხორციელდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო პროექტი," - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ორნიკე რიჟვაძემ.

მეცნიერი

09 აპრილი 2020, 16:11

COVID19

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა COVID 19-ის მახასიათებელი სიმპტომია

აპლიკაცია ქვეყანაში 25 მარტიდან მოქმედებს. ის მომხმარებლებს ინფექციის სიმპტომებთან დაკავშირებით ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში შეტანას სთხოვს. 24-29 მარტის მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მათთან, ვინც ყნოსვის და გემოს შეგრძნებას კარგავდა COVID 19-ის განვითარების შანსი სამჯერ უფრო მაღალი იყო.