imedi /  30 მარტი 2020, 10:12 / სანდო წყარო

თავდაცვის ძალების სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული საკარანტინო ზონას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს.

რქბ დაცვის ასეულის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემავალ და გამომავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ. პერიოდულად კი, სამხედრო მოსამსახურეები მიმდებარე ტერიტორიის დეკონტამინაციასაც ახორციელებენ.

ასეულის პირადი შემადგენლობა დეკონტამინაციისთვის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას იყენებს, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა შესაბამისი მომზადება ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა.

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.

სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეულის ამოცანაა, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ხელისუფლებას ბუნებრივი კატასტროფების დროს და რქბ საფრთხეებზე რეაგირება მოახდინოს. ქვედნაყოფის ასეულის პირადი შემადგენლობა მრავალგზის იყო ჩართული ხანძრებისა და წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის

ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია.

26 ნოემბერი 2020, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 181 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

26 ნოემბერი 2020, 22:27

COVID19

სერბეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 21:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კორონავირუსის 8-დან 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს

რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ გვაქვს, სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი.

26 ნოემბერი 2020, 21:49

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

მარინა კალიურანდი

26 ნოემბერი 2020, 21:30

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ქართველმა ხალხმა არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მოუსმინოს

ჩემი რჩევა ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუსმინოს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს უნდა მოუსმინოს“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 21:25

მსოფლიო

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

26 ნოემბერი 2020, 21:07

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 555 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 555 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 498 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

26 ნოემბერი 2020, 21:04

საზოგადოება

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება.

მარინა კალიურანდი

26 ნოემბერი 2020, 20:53

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ, შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში

ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია- ძალიან გთხოვთ აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და ძალიან გთხოვთ შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

26 ნოემბერი 2020, 20:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 003 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 822 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 20:46

საზოგადოება

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო

დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 20:36

COVID19

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ მომენტისთვის ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 3 148-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტი კა ასეთია: ახმეტის მუნიციპალიტეტში -21, თელავში - 37, ყვარელში - 4, ლაგოდეხში - 47, გურჯაანში - 21, სიღნაღში - 2, დედოფლისწყაროში - 21, საგარეჯოში - 16.

დონალდ ტრამპი

26 ნოემბერი 2020, 20:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენს არანაირად არ შეეძლო 80 მილიონი ხმის მიღება - 100%-ით გაყალბებული არჩევნები იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ ეჭვის ქვეშ დააყენა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

26 ნოემბერი 2020, 20:01

რეგიონი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, „ქუთაისის უნივერსიტეტი" ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე - „მედია და ქალთა ძალადობა“ 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება.

ბექა დოჭვირი

26 ნოემბერი 2020, 19:50

COVID19

ბექა დოჭვირი: ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი

ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ანუ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისივე თქმით, ორთვიანი გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულია როგორეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი.

26 ნოემბერი 2020, 19:43

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

მიხეილ დაუშვილი

26 ნოემბერი 2020, 19:32

COVID19

მიხეილ დაუშვილი: შეზღუდვები წერტილოვანია და საუბარი არ არის სისტემურ ლოქდაუნზე

„დღეს ჩვენ ვდგავართ ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე - ვიზრუნოთ ჩვენს მოქალქეებზე, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ამასთანავე ვიზრუნოთ ეკონომიკასა და ბიზნესზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს არის წერტილოვანი და საუბარი არ გვაქვს სისტემურ ლოქდაუნზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს ორთვიანი შეზღუდვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. შეზღუდვებთან ერთად, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავა ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება. ცხადია, გვესმის, რომ თითოეული ეს შეზღუდვა მძიმეა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე სავაჭრო ცენტრებისთვის და ბაზრობისთვის, ასევე ტურიზმის ცენტრებისთვის, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს ვირუსის შეჩერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

26 ნოემბერი 2020, 19:21

COVID19

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ნოემბერი 2020, 19:09

მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს

აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი.