IMEDI /  16 აპრილი 2020, 14:31 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: სუს-ი სისტემურად არის გამართული და ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

იმის მიუხედავად, რომ 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ იყო სერიოზული გამოწვევები, მათ შორის, ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს უფრო მეტად ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა, რასაც ვკითხულობთ კიდეც ანგარიშში - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მსოფლიოში, საფრთხეები, რისკები და შესაბამისი ჰიბრიდული ომის ელემენტები ტრანსფორმაციას განიცდის და ამიტომ, გამოწვევები მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში, კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე შეფასებით, გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის რთული იყო და მთავარ საფრთხედ ისევ რუსული ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება რჩება.

„იმის მიუხედავად, რომ სერიოზული გამოწვევები იყო, მათ შორის, ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფრო მეტად ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვკითხულობთ კიდეც ანგარიშში. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაცული ქვეყანა, მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ჩანს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემურად არის გამართული კიბერუსაფრთხოების, კონტრდაზვერვითი და ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებითაც. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ჰიბრიდული ომის ელემენტების ტრანსფორმაციასთან ერთად, სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება.

„ანგარიშის მოსმენა მოხდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და შემდგომ უკვე მისი საჯარო განხილვა მოხდება პლენარულ სხდომაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ იმას, რასაც ჩვენ ვკითხულობთ - ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო, ღია ანგარიში, მაშინ, როდესაც უწყების საქმიანობის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობასთან და ცხადია, ჩვენ შესაბამის ფორმატში გვექნება საშუალება, პარლამენტში, სიღრმისეულად გავეცნოთ ყველა იმ რეალურ საფრთხეს, გამოწვევას და ასევე გავეცნოთ, თუ რა კონტრღონისძიებებით უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“, - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.​

ყველა სიახლე

21 აპრილი 2021, 12:54

საზოგადოება

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

21 აპრილი 2021, 12:49

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,271 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,727,125-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

21 აპრილი 2021, 12:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა განმარტა რა დრო დასჭირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას

„ეს შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს“, - განმარტა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 აპრილი 2021, 12:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად

მიკვირს, რომ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, ვინც მის გარშემო არიან შემოკრებილნი უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დაეთანხმება თუ არა ამნისტიას.

21 აპრილი 2021, 12:24

ეკონომიკა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ხვალ ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართება

ორგანიზატორთა განცხადებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში იხსნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა. ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის” ფარგლებში World Vision საქართველოს მიერ ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან" (APD) ერთად. ღონისძიების პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN).

21 აპრილი 2021, 12:24

სამართალი

სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 12:18

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარეკ შჩიგელთან გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში. მან მისიის ხელმძღვანელს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

თამთა მეგრელიშვილი

21 აპრილი 2021, 12:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს

​„ნიკა მელიამ თქვა გუშინ, ჩემით ივაჭრეს და შეურაცხყოფილი ვარო. კი, შეურაცხყოფილი უნდა იყოს ნამდვილად, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ვინმემ ივაჭრა, იმიტომ რომ სააკაშვილმა გამოიყენა, მოექცა როგორც დასაქოქ თოჯინას და მერე უცებ შეუცვალა პოზიცია, ხელი მოვაწეროთო ნაცებს უთხრა. ამიტომ ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს. დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო!“, - წერს თამთა მეგერლიშვილი.

21 აპრილი 2021, 12:12

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თ.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 აპრილი 2021, 12:09

COVID19

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა. საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი გამოუვლინდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ორ მასწავლებელსა და დამლაგებელს. სკოლა სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს.

21 აპრილი 2021, 11:58

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს

ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროსთან 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს, რაც სავარაუდოდ ახალი რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინა რეკორდის შემთხვევაში 148-კილოგრამიანი თევზის დაჭერა მოხერხდა, თუმცა ამ შემთხვევაში მეთევზეებმა 123 კილოგრამით უფრო მძიმე თინუსის დაჭერა მოახერხეს.

ანრი ოხანაშვილი

21 აპრილი 2021, 11:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არ გამიკვირდება, თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს

ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

21 აპრილი 2021, 11:43

რეგიონი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას დეტალურად გამოიკვლევენ და არეალს ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

ზღვისპირა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. სწორედ ამას ეხება მემორანდუმი რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა.

მამა დანიელი; მეუფე სტეფანე

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი დაპირისპირება ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ. ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ხის საყრდენი ბოძი დაამონტაჟეს. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზეა განთავსებული უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრში. ამ მონაკვეთზე 2012 წლიდან მოყოლებული სულ 3 ბანერია დამონტაჟებული.

თორნიკე რიჟვაძე

21 აპრილი 2021, 11:36

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა რიჟვაძემ

სუპერლიგა

21 აპრილი 2021, 11:29

სპორტი

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად შეჩერებულია

ინგლისური კლუბების მიერ სუპერლიგის დატოვების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა პროექტი ოფიციალურად შეაჩერეს.

21 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ჯანმო: გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

21 აპრილი 2021, 11:24

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,033 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,033 ადამიანს დაუდასტურდა, 25 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 210,518 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,944 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 190,271.

21 აპრილი 2021, 11:21

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 429 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,974,118 შემთხვევა დადასტურდა, 40,796 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,514,472 პაციენტი გამოჯანმრთელდა.