IMEDI /  16 აპრილი 2020, 15:02 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სახით ჰყავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი დასავლური სპეცსამსახური

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ასახულია ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ამ საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინება და მათი პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები - ასე აფასებს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს.

მისი ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია, როგორც ოკუპაციისა და ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, კონტრტერორისტულ და ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე, ასევე უცხო ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების მისწრაფებებათა პრევენციასა და ნეიტრალიზაციაზე.

„ანგარიშში ასევე მოხვდა 20 ივნისის მოვლენები, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ნეგატიური გავლენის მქონე მოვლენები, რადგან გარდა იმისა, რაც ჩვენ ვიხილეთ, მსგავსი ქმედებები ყოველთვის შეიცავს უცხო ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების მიერ მათი ინტერესებისთვის და უამრთავი პროცესების განვითარებისთვის მაღალ რისკებს“, - განმარტა ირაკლი ბერაიამ.

მისი განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს.

„საქართველოს ამ უწყების სახით ჰყავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი დასავლური სპეცსამსახური, რომელიც იცავს არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ ჩვენი პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესებსაც ამ რეგიონში. ის, რაც გამოარჩევს უსაფრთხოების სამსახურს, არის ეფექტიანობა, თანამშრომლების პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.​

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 12:03

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს.

12 აპრილი 2021, 11:53

სპორტი

შერმადინის 25 ქულა 17 წუთში და სეზონში მე-13 MVP-ის ტიტული. ვიდეო

გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული. „ლენოვო ტენერიფეს” ქართველი ცენტრი მიმდინარე სეზონში მეცამეტედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, თუმცა ამჯერად მისი შედეგიანობა განსაკუთრებულია. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შერმადინმა კუნძულელებს „ესტუდიანტესთან” ულიდერა და 101:77 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

12 აპრილი 2021, 11:50

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 202 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 14, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

12 აპრილი 2021, 11:50

საზოგადოება

სოციალურ ქსელში ვიდეომასალის უნებართვოდ გასაჯაროების გამო ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ Youtube პლატფორმაზე ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციის, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი, სოციალურ ქსელში საკუთარი არხის პოპულარიზაციის, მნახველების მოზიდვისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იღებდა და Youtube-ზე ათავსებდა იუმორისტული ხასიათის ვიდეომასალას.

12 აპრილი 2021, 11:47

COVID19

ინგლისში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო

ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.

12 აპრილი 2021, 11:46

სპორტი

ბითაძის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 დაფარება მემფისში მოგებულ მატჩში

ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც 21 წლის გოგა ბითაძე იცავს, NBA-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ინდიანელები დასავლეთ კონფერენცის საპლეიოფო ზონაში მყოფ მემფისს ესტუმრნენ და 132:125 დაამარცხეს. ქართველი ცენტრისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავისი ამერიკული კარიერის რეკორდულად ბევრი ქულა – 14) ჩააგდო, ეს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო.

12 აპრილი 2021, 11:44

COVID19

კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.62 %-ს შეადგენს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.62%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში არის 2.31%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.51%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 11:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2010 წელს, როდესაც სააკაშვილმა პუტინიზაცია გადაწყვიტა, ამის წინააღმდეგ აქტიურად გამოვედი, რის გამოც თსუ-ში თანამდებობაზე უარი მითხრეს

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მოვრიდებულვარ პრინციპულ ვითარებაში, ჩემი პოზიციის დაფიქსირებას. ვიცით, რა რეაქცია იყო მაშინ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ბიძინა კულუმბეგოვი

12 აპრილი 2021, 11:37

COVID19

რა არის იშვიათი თრომბოზები და ვინ არის რისკჯგუფში. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად დიდ ბრიტანთში დაიწყო, შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთო. დანიასა და შემდეგ, ნორვეგიაში, შეამჩნიეს, რომ რამდენიმე ადამიანს განუვითარდა იშვიათი თრომბოზები, ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის [CVST] იშვიათი შემთხვევები.ზოგად პოპულაციაში, თრომბოზი ისედაც არსებობს“.

ბიძინა კულუმბეგოვი

12 აპრილი 2021, 11:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი დაასახელა

მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ისეთი ტიპის ტალღა, როგორც იყო შემოდგომაზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, დღეისთვის პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი პირბადის გამოყენებაა.

კარლ ჰარცელი

12 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნებს წარმოადგენს პრეზიდენტი მიშელი ბრიუსელში

„ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით თუ რა დასკვნებს წარმოადგენს პრეზიდენტი მიშელი ბრიუსელში. ამ დისკუსიების თემას კი ძირითადად განსაზღვრას ის ფაქტორი თუ რა დასკვნა გამოიტანა სხვადასხვა მხარემ მეორე რაუნდის შემდეგ“, - განაცხადა ჰარცელმა.

მძიმე პაციენტები

12 აპრილი 2021, 11:27

COVID19

საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი იმყოფება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 43, იმერეთში - 63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 106 - აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია

„ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების დიდი რისკია. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დაწყებულია, თუმცა ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ყველა ინდიკატორი, რომელიც აფასებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ეს მცირე აფეთქებები დაიწყო დიდი თავშეყრებიდან, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ დროებით ხელი უნდა ავიღოთ ამ დიდ თავშეყრებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

12 აპრილი 2021, 11:22

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 245 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოავლინა

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1116 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 149 ფაქტი გამოვლინდა.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

12 აპრილი 2021, 11:16

მსოფლიო

ირანმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა.

ენტონი ბლინკენი

12 აპრილი 2021, 11:02

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა.

12 აპრილი 2021, 10:58

COVID19

რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მსოფლიოში, ძირითადად, ორი ტიპის პირბადეა გავრცელებული; ნაჭრის პირბადე და სამედიცინო, ანუ ქირურგიული პირბადე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ასაკი 60 წელი და ზემოთაა, ასევე, მათ, ვისაც აქვთ ერთი თანმხლები დაავადება მაინც - სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსივნე, აუცილებლად უნდა ატარონ სამედიცინო პირბადე. სხვა კატეგორიის ადამიანებმა, თუ პირბადე სტანდარტებს შეესაბამება, შესაძლებელია, ატაროს ნაჭრის პირბადეც“.

12 აპრილი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

12 აპრილი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.