22 აპრილი 2020, 13:42 / სანდო წყარო

თავდაცვის სამინისტრო: ცალკეული მედია საშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არაზუსტი და დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება

ცალკეული მედია საშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არაზუსტი და დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საათების შეკვეთის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდებოდა.

„აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების დროს, ჩვენი დამსახურებული სამხედროების წახალისებისა და ცალკეული მნიშვნელოვანი სტუმრების დაჯილდოების მიზნით. მოცემული საათის დიზაინი შექმნა ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - ზვიად ციკოლიამ, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის წარსულში უკვე შექმნა სპეციალური დიზაინის სამხედრო საათები, რომელიც მაღალი პოპულარობით სარგებლობდა არამხოლოდ სამხედროებს, არამედ სამოქალაქო პირებს შორისაც. კერძოდ, 2011 და 2012 წლებში, მისი დიზაინით დამზადდა 1200-ზე მეტი რაოდენობის მაჯის საათი. სპეციალურად თავდაცვის სამინისტროსთვის საათები შვეიცარიაში გონივრულ ფასად დამზადდება. შედარებისთვის ერთეული საათის ღირებულება 3 სამაჯურით, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 166.38 აშშ დოლარს. მაგალითად, ასევე შედარებისთვის, იარაღის ჩუქება დამკვიდრებული პრაქტიკაა, ისევე როგორც საათების ჩუქება ნატოს წევრი უამრავი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ნებისმიერი იარაღი, საშუალოდ ღირს 1500-დან 2000 ლარამდე, მაშინ როდესაც აღნიშნული სპეციალური შეკვეთით დამზადებული შვეიცარული საათის ღირებულება 166.38 აშშ დოლარია, რაც ერთი მხრივ, იქნება სამახსოვრო საჩუქარი სამხედროებისთვის და მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება დაზოგავს მნიშვნელოვან ხარჯებს, სხვა შესაძლო საჩუქრის შეძენის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ დაცულია რაციონალური ხარჯვის პრინციპი. აღნიშნული დაფუძნებულია ნატოს წამყვან ქვეყნებში გავრცელებულ პრაქტიკაზე და ამასთან სრულად ჯდება თავდაცვის სამინისტროს ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო ახალი პოლიტიკის ფარგლებში ზრუნავს სამხედრო მოსამსახურეებზე, მათ კეთილდღეობაზე, წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიებებისა და ინიციატივების გატარებაზე. სასაჩუქრე საათების დამზადებაც ამ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ემსახურება სამხედროების მოტივაციის ამაღლებას. ასევე, თავდაცვის სამინისტრო სისტემატიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლებს, სადაც პროტოკოლით გათვალისწინებულია საჩუქრების გადაცემა. აღნიშნული წარმოადგენს მსოფლიოში და მათ შორის, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც ყოველთვის იყენებდა საქართველოც. ამავე დროს, ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი შვეიცარული წარმოების ნამუშევრის უცხოელი სტუმრებისთვის გადაცემა სამინისტროს, თავდაცვის ძალების და ზოგადად ქვეყნის პრესტიჟისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შესყიდვის სამართლებრივ მხარეს, მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველა განხორციელებული შესყიდვის დროს, სრულადაა დაცული საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენლობითი ხარჯი მოიცავს სუვენირების შეძენის ხარჯებს. ამასთან „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არ თანხმდება. რაც შეეხება შესყიდვის დროს, მოგეხსენებათ, რომ შესყიდვების დაგეგმვა, პროდუქციის შეკვეთა და შესყიდვის განხორციელება გარკვეულ დროს მოითხოვს და არ ხორცილდება ერთ დღეში. აღნიშნული საათების შეკვეთის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2019 წელს, შესაბამისად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აღნიშნული ვირუსი გამოცხადდა მსოფლიო პანდემიად. დაბოლოს, ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გაცხადებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ერთად 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა, ისევე როგორც სამხედროების აღჭურვა ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტის შესაბამისი სრული ინდივიდუალური ეკიპირებით, მათი სოციალური პირობებით, საბინაო პოლიტიკით, კვების ხარისხისა და სახელფასო-საბონუსე სისტემის გაუმჯობესებით, ტექნიკის განახლებით, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით. სამინისტროს ყველა არსებული პროექტი, შესყიდვა თუ ნებისმირი გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და ჯარისკაცების კეთილდღეობას, მათი მოტივაციისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნაჩო სანჩეს ამორი

17 აპრილი 2021, 01:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: ვიმედოვნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიჰყვებიან

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2021, 01:05

მსოფლიო

ზელენსკი: ბაიდენისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გვენ სტეფანი

17 აპრილი 2021, 00:54

ტაბლოიდი

გვენ სტეფანი TikTok-ზე საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი გვენ სტეფანი საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა. მომღერალს ეს კაბა 1995 წელს სიმღერა Don't Speak-ის კლიპის გადაღებაზე ეცვა. ვიდეო მომღერლის TikTok-ის ანგარიშზეც გამოქვეყნდა.

მერაბ ლომინაძე

17 აპრილი 2021, 00:45

რეგიონი

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესი“ არის არა საერთაშორისო, არამედ ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს და ქართულ საზოგადოებას ემსახურება

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, - ამის შესახებ კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ჯერი კონოლი

17 აპრილი 2021, 00:43

პოლიტიკა

კონგრესმენი ჯერი კონოლი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“ მიბაძოს

კონგრესმენი ჯერი კონოლი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

17 აპრილი 2021, 00:22

ტაბლოიდი

Gucci-მ კარვების წარმოება დაიწყო

იტალიური მოდის სახლმა Gucci-მ სპორტული ტანსაცმლის ბრენდის The North Face-ის მონაწილეობით ლაშქრობებისთვის კარვების წარმოება დაიყო. ამის შესახებ The Sun წერს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 23:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს.

ზურაბ ჯაფარიძე

16 აპრილი 2021, 23:38

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“. როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ თითქოს მზად არიან, გააკეთონ რაღაცები, რაც დოკუმენტში წერია.

16 აპრილი 2021, 23:16

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა,პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ Facebook-ზე დაწერა.

ფიდელ კასტრო
რაულ კასტრო

16 აპრილი 2021, 22:57

მსოფლიო

კუბაზე კასტროების მმართველობის ეპოქა სრულდება

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ NBC News-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:48

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: უნდა მივესალმოთ და ვაღიაროთ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად

დღეს პარასკევია და ამ საღამოს ძალიან ძნელია კოლეგებთან კონსულტაციების გამართვა. ორშაბათს პარლამენტში მისვილისთანავე საქართველოზე დავიწყებ ევროპარლამენტარებთან საუბარს. ორშაბათს პირველი ამას გავაკეთებ, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა

16 აპრილი 2021, 22:42

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:20

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეცვლის გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქრდება და საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და თუ ეს ასე არ მოხდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაჭიანურებაში ისინი იქნებიან დადანაშაულებულები.

ჯო ბაიდენი

16 აპრილი 2021, 22:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო.

ჰელენ მაკკრორი

16 აპრილი 2021, 22:11

კულტურა

„ალესილი კეპების“ ვარსკვლავი 52 წლისა გარდაიცვალა

სერიალ „ალესილი კეპების“ ვარსკვლავი ჰელენ მაკკრორი 52 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპულ საბჭოში განუცხადეს.

16 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 16 აპრილის 20:50 სთ-დან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი ცუცქირიძე

16 აპრილი 2021, 21:43

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა

სტატისტიკაში ასახულ, მიმდინარე წლის სამი თვის, შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, რაც 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

16 აპრილი 2021, 21:40

პოლიტიკა

აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. „პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა.ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ავრცელებს.