imedi /  28 მაისი 2020, 10:58 / სანდო წყარო

თავდაცვის სამინისტრო: ჯარი სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი ხორცით, გაყინული ღორის ხორცი კი ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება

თავდაცვის სამინისტრო

მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით სამინისტრო მედიაში ჯარის კვებასთან დაკავშირებით საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიის სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი, ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება.

„ტელეკომპანია პირველის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა სამინისტროს მიერ, თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგებას, შეიცავდა არაერთ მცდარ ინფორმაციას, უზუტობას და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ზოგადად, საზოგადოებისთვის გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ხოლო, სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი, გამოიყენება ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად და იმ გამონაკლისი შემთხვევებისთვის, როდესაც კრიტიკულად აუცილებელია გაყინული ღორის ხორცის შესყიდვა. ხაზგასასმელია, ისიც, რომ გაყინული ხორცის მარაგის შექმნის აუცილებლობა კიდევ უფრო გააძლიერა მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ. აქვე განვმარტავთ, რომ თავდაცვის უწყების სურსათით მომარაგებას ახორციელებს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, რომელიც ასევე მოქმედებს კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს სხვა ობიექტების მომარაგებას.

კიდევ ერთი ტყუილი სიუჟეტში შეეხებოდა ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო შესყიდვისას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თავდაცვის სამინისტრო ადგენს. არადა უწყება მხოლოდ სატენდერო პირობებს განსაზღვრავს, ხოლო გამარჯვებულს შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისია ავლენს. ასევე, მორიგი ფაქტობრივი ტყუილია ისიც, რომ თითქოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ხელშეკრულების ღირებულების თანხა(706200 ლარი) მიიღო, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს,ვინაიდან კომპანიას აღნიშნული ხელშეკრულებიდან არცერთი ლარი არ მიუღია.

ასევე, ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე თითქოს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, თავდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულად არ უწყვეტს ხელშეკრულებას.

გვსურს განვმარტოთ, რომ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ“ ჯერ კიდევ 30 მარტს ოფიციალური წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას, აღნიშნულ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მიმართვის მიზეზი კი იყო ის, რომ 30 მარტის მდგომარეობით არ განხორციელებულა მხარეთა შორის 2020 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყინული ღორის ხორცის მოწოდება შპს „ლუკა 2005“-ისგან. მოცემული სწრაფი და დროული რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს თავდაცვის სამინისტროში მოქმედი კონტროლისა და შემოწმების მექანიზმების ეფექტურ მუშაობას და საქმიანობას.

შემდგომი გადაწყვეტილებები კი (ხელშეკრულების გაწყვეტა თუ სხვა) კანონით არ შედის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაში და ეს სახელ მწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციაა.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2020, 13:16

COVID19

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსი დაუდგინდა

Imedinews-ის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუდგინდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას covid-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ქართველი მევენახეებისთვის შექმნა გარანტიები, რათა მათი საქმიანობა დაფასდეს

მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის სუბსიდირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

09 ივლისი 2020, 13:14

საზოგადოება

მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4000-7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

აღდგომის კუნძულის ქანდაკებები

09 ივლისი 2020, 13:13

კულტურა

კვლევა: აბორიგენ ამერიკელებს და პოლინეზიელებს ერთმანეთთან კონტაქტი 800 წლის წინ ჰქონდათ

სპეციალისტებმა კონტინენტის და წყნარი ოკეანეს კუნძულების 800-ზე მეტი ადამიანი გენომი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აღდგომის კუნძულის მოსახლეობის დნმ-ში სამხრეთამერიკელი აბორიგენების გენომის კვალი არსებობს. კერძოდ, საუბარი კოლუმბიაში მცხოვრებ ტომ ზენუსთან მჭიდრო კავშირზეა.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:10

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი კონგრესის კანონპროექტზე: ჩვენ პარტნიორებისგან გვესმის ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერის ისეთი მესიჯები, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა

ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი აქტი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული, ასევე გამოხატავს იმ დიდ სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აშშ-დან აქვს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

ფოტოგრაფები ანიმატორები

09 ივლისი 2020, 13:06

საზოგადოება

ფოტოგრაფები, ანიმატორები და ივენთკომპანიების წარმომადგენლები ხალხმრავალი ქორწილების დაშვებას ითხოვენ

ინფექციურ საავადმყოფოსთან სხვადასხვა ივენთკომპანიის წარმომადგენლები, ანიმატორები და ფოტოგრაფები მივიდნენ. მათ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას ჰკითხეს, რატომ არის აკრძალული ქორწილის გადახდა, როდესაც პარალელურად ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამთავრობო თუ სხვა ტიპის თავყრილობები იმართება.

09 ივლისი 2020, 13:01

ეკონომიკა

თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა. FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 12:56

საზოგადოება

გარემოს დაცვის მინისტრი: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დავაწესეთ საკმაოდ დიდი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დავაწესეთ საკმაოდ დიდი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10 000, 20 000, 50 000 ლარამდეც, განმეორადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბება დაშვებულ ნორმებთან შედარებით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

თორნიკე შენგელია

09 ივლისი 2020, 12:52

სპორტი

თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში განაგრძობს

თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში განაგრძობს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი დღეს როგორც მოსკოვის საკალათბურთო კლუბის, ასევე „ბასკონიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე გამართულ 318 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა. განსაკუთრებით წარმატებული კი მისთვის გასული სეზონი იყო, როდესაც გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 12:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კონგრესის კანონპროექტზე: ოპონენტები ცდილობენ, რომ ლობისტური საქმიანობის შედეგად კანონპროექტში ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს

ეს არის არასწორი ინფორმაცია, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი აქვს ორი დღეა და ამტკიცებენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს. კანონპროექტს არაფერი დამატებია - საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 12:39

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ახალი კანონი მეწარმე სუბიექტების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს ახლებურად განსაზღვრავს

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი მეწარმე სუბიექტებისთვის ახლებურად განსაზღვრავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს, როგორც ეს ევროკავშირში არის დარეგულირებული. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დამბინძურებელი იხდის, შესაბამისად, ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც შესაძლოა აბინძურებდნენ გარემოს, უნდა ფლობდნენ ფინანსურ გარანტიებს, რომ ასეთი ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში ჩატარდეს გამოსასწორებელი ღონისძიებები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

გური

09 ივლისი 2020, 12:35

რეგიონი

ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

გალ ჰირში

09 ივლისი 2020, 12:25

მსოფლიო

ისრაელის ყოფილ გენერალს და დავით კეზერაშვილის ნათესავს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან

„ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს კომპანიაში „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას. სავარაუდოდ დანაშაულს ადგილი 2007-2009 წლებში ჰქონდა“, - ნათქვამია სტატიაში.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 12:23

საზოგადოება

სუბდისირებული სპეცრეისები ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც შესრულდება

ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული სპეციალური რეისები, რომლებსაც Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ვარშავის, ათენის, რომისა და მადრიდის მიმართულებით განახორციელებენ და ბილეთის ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. შესაძლოა, რომ ეს რეისები აგვისტოსა და სექტემბერშიც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გროვდება სამშობლოში დაბრუნების მსურველი ადამიანების კრიტიკული მასა. მიმართულებები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისებიც გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეჯო

09 ივლისი 2020, 12:20

რეგიონი

საგარეჯოს უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა იწყება

ქალაქ საგარეჯოს სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გამარჯვებულის გამოსავლენად წინადადებების მიღება დასრულდა და შერჩევა–შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.

მზია ქასრაშვილი

09 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

ვახო ახვლედიანის ადვოკატი: ყველა ჩვენებაში ამბობს, რომ მას საცემად მისდევდნენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულ ვახო ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მისმა ადვოკატმა განაცხადა. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, ახვლედიანმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მანქანიდან გადმოსული ადამიანები მას და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს საცემად არ მისდევდნენ.

09 ივლისი 2020, 12:05

პოლიტიკა

NEWEUROPE: მაშინ, როცა საქართველო იკვალავს თავის გზას, მთავრობა იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ევროპის მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, ძალიან ძველი ისტორიის მიუხედავად. ამ გაგებით ის ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის მსგავსია. ახალგაზრდა დემოკრატიები არ არის სრულყოფილი. ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ყველას გასათვალისწინებელი აქვს უნიკალური კულტურული და გეოპოლიტიკური კონტექსტი. მაშინ, როცა საქართველო იკვალავს თავის გზას, მთავრობას სჭირდება და იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ბერლინიდან, ვარშავადან და ევროპის სხვა მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან, - გამოცემა ,NEWEUROPE სტატიას სახელწოდებით „საქართველოს დაახლოვება ევრო-ატლანტიკურ ოჯახთან“ აქვეყნებს.

Tesla

09 ივლისი 2020, 12:01

ტექნოლოგიები

Tesla-ს სრულად ავტონომიური ავტომობილი წლის ბოლომდე იქნება მზად

კომპანია Tesla ძალიან მალე სრულად ავტონომიურ ავტომობილს შექმნის, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა. ვიდეოფორმატში გამართული ხელოვნური ინტელექტის ყოველწლიური მსოფლიო კონფერენციის გახსნაზე მასკმა აღნიშნა, რომ სრული ავტომატიზაციის ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილი 2020 წლის ბოლომდე იქნება მზად.

გიორგი ფოფხაძე

09 ივლისი 2020, 12:00

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: რაც ამ საქმის ირგვლივ ხდება, ასეთი მარაზმი ჯერ არ მსმენია და არც მინახავს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ დილით გაიგო. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ სატელეფონო მიმოწერას, ადვოკატი აცხადებს, რომ ჩანაწერები და ფრაზები ამოჭრილია.

რუსეთი კორონავირუსი

09 ივლისი 2020, 11:58

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 176 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 10 843-მდე გაზარდა. გამოჯანმრთელდა 481 316 ადამიანი.