29 მაისი 2020, 15:39 / სანდო წყარო

თავდაცვის სამინისტრო: სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით

პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები, ტელეკომპანია „მთავარი“ და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები, განაგრძობენ ცრუ და სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის წინააღმდეგ, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების ცნობით, კონკრეტული ოპოზიციური, რევანშისტული პარტიების მართული მედიასაშუალებების მიერ ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია ჯარის გაუყინავი, ქართული, დარბილებული ღორის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით და თითქოს თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იმ კომპანიისგან, რომლის ერთ-ერთი მეწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას და ცდილობს, დამატებითი წვლილი შეიტანოს იმ ორკესტრირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში, რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ ხორციელდება მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების საპასუხოდ. აღნიშნული ქმედება ქართული ჯარის წინააღმდეგ ატარებს მკვეთრად ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს და ამაოდ ცდილობს, შეარყიოს ის დიდი საზოგადოებრივი ნდობა ჯარის ინსტიტუტის მიმართ, რაც ბოლოს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევით, სადაც მას მოსახლეობის 87% ყველაზე მეტად ენდობა. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ესა თუ ის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით და თავდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია მხოლოდ სატენდერო პირობების დადგენის ფარგლებში.

აქვე მოგახსენებთ, რომ თავის მხრივ შესყიდვების სააგენტო მოქმედებს იგივე კანონმდებლობით, რითაც ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების შემთხვევაში. სწორედ, აღნიშნული პროცედურების სრული დაცვით გაიმარჯვა მოცემულმა კონკრეტულმა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერში, რომლის მეწილეებიდან ერთ-ერთი, გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. აქედან გამომდინარე, ორმაგი მოქალაქეობის არსებობა ვერ იქნება ტენდერში მონაწილეობისთვის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნული მედია კამპანია მიმართულია თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების წინააღმდეგ. რაც შეეხება სპეკულაციებს უშუალოდ პროდუქციაზე, აღნიშნული ნედლი ღორის ხორცი წარმოებულია საქართველოში და არის უსაფრთხო. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს, მინისტრის უშუალო მითითებით, გამკაცრებული აქვს სამხედროებისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქციის, მათ შორის ხორცის, ხარისხის კონტროლი და შემოწმება. ბოლოს გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს, როგორც გარე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სუბიექტების ტყუილში მხილებას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 10:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

03 დეკემბერი 2020, 10:30

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 9,5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის 35,551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,534,964-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 526 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,648-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

Trace International-

03 დეკემბერი 2020, 10:21

ეკონომიკა

Trace International: ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.

კრიშტიანუ რონალდუ

03 დეკემბერი 2020, 10:10

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა. ეს გოლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, კიევის „დიანამოს“ კარში გაიტანა. ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაამარცხა, ამ შეხვედრის მეორე გოლი რონალდუს ანგარიშზეა. კრიშტიანუ რონალდუმ 750 გოლიდან, 450 „რეალის“ შემადგენლობაში გაიტანა, 118 - „მანჩესტერ იუნაიტედში“, 102 პორტუგალიის ნაკრებში, 75 - „იუვენტუსში“ და 5 ლისაბონის „სპორტინგში“.

03 დეკემბერი 2020, 10:05

სპორტი

ჟირუმ „სევილიასთან“ მატჩში პოკერი გაიფორმა

ლონდონის „ჩელსისა“ და „სევილიას“ შეხვედრა 34 წლის ოლივიე ჟირუს ბენეფისად იქცა. „ჩელსის“ ფორვარდმა მეტოქის კარში 4 ბურთი გაიტანა. „სევილიას“ ჟირუმ მე-8, 54-ე, 74-ე და 83-ე წუთზე გაუტანა. შეხვედრა ლონდენელტთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ჰიუ კიას-ბიორნი

03 დეკემბერი 2020, 09:49

კულტურა

„შეშლილი მაქსის“ ვარსკვლავი ჰიუ კიას-ბიორნი გარდაიცვალა

კიას-ბორნმა კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას „შეშლილი მაქსში“ შესრულებულმა ბოროტი პერსონაჟის როლმა მოუტანა.

ბარაკ ობამა

03 დეკემბერი 2020, 09:35

COVID19

ბარაკ ობამა მზადაა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთოს

„თუ ექიმი (ენტონი) ფაუჩი მეტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, აუცილებლად გავიკეთებ აცრას. შემიძლია ეს საჯაროდ, კამერების წინ გავაკეთო და ვუთხრა ადამიანებს, რომ მეცნიერობას ვენდობი. გასაგებია ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ეჭვები, თუმცა მინდა შევახსენო თანამოქალაქეებს, რომ მხოლოდ ვაქცინაციით მოხერხდა ისეთი საშიში დაავადებების დამარცხება, როგორიცაა პოლიომელიტი, წითელა და ჩუტყვავილა“, - განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2020, 09:22

პოლიტიკა

დმიტრო კულება: მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად

„მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად. ფოკუსირებული დისკუსია იყო შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე. მივესალმები ნატოს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან“, - წერს კულება.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 09:12

COVID19

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების ინტენსიური პროგრამა იწყება

პირველ ეტაპზე შემოწმდებიან სიმპტომების მქონე პაციენტები. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც ისარგებლებენ.

თურქეთი ვაქცინაცია

03 დეკემბერი 2020, 08:58

COVID19

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ჩინურ პრეპარატს გამოიყენებენ

საწყის ეტაპზე თურქეთი ჩინეთისგან Sinovac-ის ვაქცინის CoronaVac-ის 10 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აცრიან.

ცესკო

03 დეკემბერი 2020, 08:50

პოლიტიკა

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

03 დეკემბერი 2020, 08:47

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად

„შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სცენის მთავარ მონაწილეებს შორის არსებულ უთანხმოებასა და ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის გამოცხადების საკითხსაც. მან ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალურ ეკონომიკური გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად. ყველა პარტიის ინტერესში შედის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობის აღსადგენად“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 08:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ეკონომიკა დახმარება

03 დეკემბერი 2020, 08:14

ეკონომიკა

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

საუბარია იმ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, რომელთაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით შეუჩერდათ საქმიანობა. მოქალაქეებმა 3-დან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი, რის შემდეგაც ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

ამინდი

03 დეკემბერი 2020, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიანი ამინდი იქნება რუსთავშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღე იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 02:15

მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შსახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 დეკემბერი 2020, 02:08

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანონიერი ხმა უნდა დაითვალონ.

03 დეკემბერი 2020, 01:53

COVID19

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო: შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა, სახლში სხვა სტუმრების მიღება აიკრძალება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შობის ღამეს იტალიელები ეკლესიაში მისვლას და დღესასწაულებზე რეგიონებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 01:12

პოლიტიკა

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ

მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა „ღია ეთერში“ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ასე გაგრძელების შესახებ საბანკო სექტორში არსებულ დეპოზიტებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. მისი თქმით, რა ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ, ჩვენ საბანკო სისტემას არაფერი ემუქრება.

03 დეკემბერი 2020, 01:05

პოლიტიკა

ნატოში საფრანგეთის მისია: საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას

ნატოში საფრანგეთის მისია აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას.