imedi /  09 ივნისი 2020, 21:19 / სანდო წყარო

თავდაცვის ძალების კუთვნილი ავიატექნიკა მოდერნიზაციას გაივლის

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი ავიატექნიკა მოდერნიზაციას გაივლის.

გარდა ამისა, აღდგება ახალი „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავებისა და „მი-24“-ის ტიპის შვეულმფრენების წარმოებაც. პროექტის განხორციელებაში „თბილავიამშენი“ და „დელტა“ აქტიურად იქნებიან ჩართული.

„ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტი იწყება. ერთი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავებისა და „მი-24“-ის ტიპის შვეულმფრენების სრულ კაპიტალურ რემონტს ითვალისწინება, მეორე კი, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არსებული წარმოების გამოცოცხლებაა“, - აცხადებს „დელტას“ ხელმძღვანელი ზურაბ აზარაშვილი.

საქართველოს სამხედრო ტექნიკის სრულად განახლების შემდეგ ქვეყანა მის ექსპორტსაც დაიწყებს. კონკრეტული ქვეყნები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ჯერ არ ხმაურდება, საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილს უკვე გამოთქვამენ.

„ერთ-ერთ ქვეყანასთან მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე დადებულია, რამდენიმე ერთეული უკვე მივაწოდეთ“, - აცხადებს „თბილავიამშენის“ დირექტორის პირველი მოადგილე, ივანე აფციაური.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ექსპერტების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ულტრათანამედროვე ტიპის შეიარაღება არაა, მსოფლიოში არსებობს ბევრი ქვეყანა, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს ასეთი ტიპის თვითმფრინავების შეძენით. კომერციული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

ყველა სიახლე

სომხური არმია

15 ივლისი 2020, 11:21

მსოფლიო

სომხური მხარის მტკიცებით, მათ აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

14 ივლისის საღამოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეფანიანი წერს.

ლაშა ნაცვლიშვილი

15 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ სახალხო დამცველს მიმართა, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან

„პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის მიერ გაჟღერებულ პოზიციას ეხმაინება. მისი თქმით, ერთი შეხედვით ანომალიური ამბავი ნორმად მოგეჩვენებათ, როცა გავიხსენებთ, რომ ოპოზიცია და მისი მედია დაკომპლექტებულია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე კაცთმოძულე და სახიფათო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით. ,,პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია, სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

15 ივლისი 2020, 11:18

ეკონომიკა

სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმები გაიზარდა

თბილისის მერია, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, - განაცხადა კალაძემ.

15 ივლისი 2020, 11:16

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტი ჰყავთ

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამივე შემოტანილია. ერთი არის სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან. სამივესთან დიაგნოზი დასმულია საკარანტინო სივრცეში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არამძიმე“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:15

COVID19

პაატა იმნაძე: როდესაც კორონავირუსის ადგილობრივი შემთხვევა ჩნდება, ეს ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხია

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს. „სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეს ნიშნავს, რომ საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს. შემოტანილი შემთხვევები ნაკლებად საგანგაშოა, რადგან ისინი პირდაპირ საკარანტინო ზონიდან არიან ხოლმე. ამიტომ ნაკლები საგანგაშოა. როდესაც ჩნდება ადგილობრივი შემთხვევა, ეს არის ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მარინა ეზუგბაია

15 ივლისი 2020, 11:09

COVID19

ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა, მეოთხეს ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

15 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ამ მიზნით, 10 აგვისტოს, ათ სხვადასხვა ლოკაციაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგისტრაციაში დაეხმარება, იმისთვის, რომ მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები უფასოდ დააპარკინგონ.

შრომის ინსპექციის ანგარიში

15 ივლისი 2020, 10:59

საზოგადოება

შრომის ინსპექცია: სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის პირველ ნახევარში 35%-ით შემცირდა

შრომის ინსპექცია საქმიანობის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2020, 10:58

COVID19

დონალდ ტრამპი: ჩაატარონ ჩინეთში, ინდოეთსა თუ რუსეთში 45 მილიონი ტესტი და ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ

რომელ ქვეყანაში გამოიკვლიეს 45 მილიონი ადამიანი? თუ ჩინეთი, რუსეთი ან ინდოეთი 45 მილიონ ადამიანს გამოიკვლევს და ამას ისე გააკეთებს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 10:55

COVID19

პაატა იმნაძე: მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი ცხოვრების წესი კორონას მოვარგოთ

სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ კოვიდი არსად წასულა. ის, რა სიტუაციაც გვაქვს, ამას შენარჩუნება უნდა. შენარჩუნების ერთადერთი გზა კი ის არის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს - კორონა არსად წასულა, ის ჩვენ გვერდითაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

15 ივლისი 2020, 10:51

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს გაახანგრძლივებენ

„კარანტინი 31 ივლისს მთავრდება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეზღუდვებზე უარს ვერ ვიტყვით, ამიტომ კარანტინს გავახანგრძლივებთ“, - განაცხადა სტეპანოვმა.

15 ივლისი 2020, 10:45

საზოგადოება

გლდანის ხევის NI – NIა კორპუსებთან მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის ხევში სამი ახალი სკვერი იქნება, მათ შორის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. პროექტის შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

მაშველები

15 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

მაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

15 ივლისი 2020, 10:37

სამართალი

პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით შემუშავდა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების სფეროში დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დაცული ელექტრონული პროდუქტია, რომლითაც პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული და საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება სარგებლობს.

ჩვილი შობადობის კოეფიციენტი

15 ივლისი 2020, 10:35

ტექნოლოგიები

კვლევა: საუკუნის ბოლოს მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება

შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს 23 ქვეყნის მოსახლეობა განახევრდება. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა პიკს დაახლოებით 2064 წელს პიკს მიაღწევს (9.7 მილიარდი ადამიანი), საუკუნის ბოლოს კი 8.8 მილიარდამდე შემცირდება.

სოსო ფხაკაძე

15 ივლისი 2020, 10:32

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: გვინდა, გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება, რომ პარლამენტთან ერთად მივაღწიეთ კომპრომისულ რედაქციას

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელსაც გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ბიზნესთან შეთანხებულია.

გიგა მანდარია

15 ივლისი 2020, 10:27

რეგიონი

აგვისტოდან თერჯოლაში მცხოვრები 500-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თერჯოლაში, ჯაბიძის ქუჩაზე მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გამრიცხველიანების სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შესახვედრად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია ჩავიდა. მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს. ჯაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ცენტრალიზებული წყალმომაარგების სისტემა არასდროს ჰქონიათ და დღემდე ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობენ.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 10:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კობახიძეზე: მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი და მენეჯერი სწორად გაუძღვეს

ირაკლი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი, თუკი ვინმე შეიძლება იყოს კვალიფიციური ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა. „მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი, როგორც მენეჯერი გაუძღვეს სწორად და კიდევ ერთი დამატებითი რგოლია ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წარმატებაში, რომელსაც თქვენ 31 ოქტომბერს აუცილებლად ნახავთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩეხეთი მატარებლები

15 ივლისი 2020, 10:15

მსოფლიო

ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთში, ქალაქ ჩესკი-ბროდის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამგზავრო მატარებლის მემანქანე. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე შეჯახების მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

15 ივლისი 2020, 10:07

რეგიონი

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ღვთისმშობლის კვართი, დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.საზეიმო მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან მშენებარე ტაძრამდე გაიმართა რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.