imedi /  17 ივნისი 2020, 12:34 / სანდო წყარო

თავდაცვის სამინისტრო: პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია აგრძელებს პარტიული დაკვეთის შესრულებას, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანია „მთავარი“ განაგრძობს პარტიული დაკვეთის შესრულებას, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, „მთავარი არხი“ არ ერიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული სიცრუის კამპანიის ტირაჟირებას და ცდილობს უსაფუძვლო და ცილისმწამებლური სიუჟეტებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას.

„პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანია „მთავარი“ კვლავ განაგრძობს პარტიული დაკვეთის შესრულებას, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა. „მთავარი არხი“ არ ერიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული სიცრუის კამპანიის ტირაჟირებას და ცდილობს უსაფუძვლო და ცილისმწამებლური სიუჟეტებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებაში სრულიად ბინძური ნარატივის ჩამოყალიბება, თითქოსდა, შესყიდვები თავდაცვის სამინისტროში, ემსახურება პარტიულ ინტერესებს. ეს კამპანია არის მცდელობა დააზიანოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები, როგორც უმაღლესი ნდობის მქონე ინსტიტუტი და ჩრდილი მიაყენოს უწყებაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის მიერ ამჯერად ცრუ ინფორმაციები გავრცელდა პურ-პროდუქტებთან დაკავშირებული, კონსოლიდირებული, ტენდერის შედეგებთან და სამხედროებისათვის პირბადეების შეძენასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პურ-პროდუქტებთან დაკავშირებულ ღია, ელექტრონულ, კონსოლიდირებულ ტენდერში თავდაცვის სამინისტრო გამარჯვებულს ვერ განსაზღვრავს და მის მიმდინარეობაში ვერც ჩაერევა. ამიტომ, ნებისმიერი ბრალდება ამ მიმართულებით, არის ტყუილი.

ასევე, სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო და ამორალური ცილისწამებაა, კომპანია „ილის“ დაკავშირება თავდაცვის მინისტრთან, ვინაიდან მინისტრი არათუ რაიმე ფორმით დაკავშირებული არ არის ხსენებულ კომპანიასთან და მის დამფუნძებლებთან, არამედ ამ კომპანიის არსებობის შესახებ, სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანიების, „მთავარის“ და „ტვ პირველის“ სიუჟეტებიდან შეიტყო. საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს ყველა სამხედრო ნაწილი აღჭურვოს სპეციალური დანადგარებით და ადგილზე მოხდეს პურ-პროდუქტების წარმოება.

რაც შეეხება გადაუდებელი წესით პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში პირბადეების შესყიდვას, ბაზრის კვლევის პროცესში განხორციელდა მიმწოდებლებისგან მიღებული სხვადასხვა წინადადებებიდან ყველაზე დაბალი ფასის პრეტენდენტის შერჩევა. კერძოდ, 1 ცალი 0.75 ლარი. ეს კომპანია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა პირობას და არ არსებობდა არავითარი საფუძველი, არ გაფორმებულიყო უწყებასთან ასეთი შეღავათიანი კონტრაქტი. შესაბამისად, ყველა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მხოლოდ მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამება. თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოების ინფორმირების მიზნით კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული მედია საშუალებების ტყუილში მხილებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2020, 01:14

სამართალი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქებას 50 წლამდე კაცი ემსხვერპლა

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

12 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის მადონას შვილი ნიუ-იორკში პაპარაცების სამიზნე გახდა

ამერიკელი პოპ-შემსრულებლის მადონას უფროსი გოგო ლურდეს ლეონი პაპარაცების სამიზნე გახდა. ის ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სუპერ მარიო

12 ივლისი 2020, 00:41

ტექნოლოგიები

Super Mario Bros.-ის ეკზემპლიარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპიუტერული თამაში გახდა

კარტრიჯი 1985 წელს არის გამოშვებული და პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია, რადგან დღემდე შეფუთული იყო. თამაშის ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ამით მყიდველმა შარშანდელი რეკორდი მოხსნა. მაშინ ასევე კარგ მდგომარეობაში შემონახულ თამაშში მყიდველმა 100 500 ათასი დოლარი გადაიხადა.

FIFA

12 ივლისი 2020, 00:32

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს ახალ პროექტში ერთვება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap - an analysis of the global football ecosystem ერთვება. ფედერაციის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პირველია, რომელიც ფიფამ ამ პროექტში ჩართო.

ისრაელი

12 ივლისი 2020, 00:26

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსზე მთავრობის რეაგირება დემონსტრაციით გააპროტესტეს

ისრაელში ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სადაც ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გადადგმული „არასათანადო საპასუხო ნაბიჯები“ გააპროტესტეს.

კურიერი ლაბრადორი ეროსი კოლუმბია

12 ივლისი 2020, 00:06

ტაბლოიდი

კოლუმბიაში ლაბრადორი კურიერად მუშაობს და პანდემიის დროს კლიენტებთან სურსათი მიაქვს

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, - ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.

11 ივლისი 2020, 23:48

ტექნოლოგიები

მექსიკაში არქეოლოგებმა წყლით დატბორილი უძველესი შახტი იპოვეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკაში, კინტანა-პოს სანაპიროზე წყალქვეშა გამოქვაბულები შეისწავლა და 12 000 წლის წინ დატბორილი შახტი იპოვა. ამის შესახებ techcult წერს.

11 ივლისი 2020, 23:38

საზოგადოება

ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ვაკო გვილია

11 ივლისი 2020, 23:20

სპორტი

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობა კობალაძე

11 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

კობა კობალაძე: პოლიციის განყოფილებაში შვილთან ერთად მივედი, ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა

ჩემი შვილი და მე ერთად მივედით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ისრაელი

11 ივლისი 2020, 23:06

COVID19

ისრაელში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მედიის ცნობით, საავადმყოფოებში 134 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 49 კი მართვით სუნთქვაზეა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 37464 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა - 354.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 22:44

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია

„კომპანიების გაბრაზების საფუძვლები შეიძლება უფრო ღრმა იყოს, ვიდრე - ეს კანონპროექტი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურ ცვლილებებს ვახორციელებთ ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე და ეს მოსახლეობამ და მედიამ კარგად იცის“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივ კომიტეტში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აშშ-ში ჩვენი ელჩის ხელმძღვანელობით ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ახლო ურთერთობა აქვს ს​ახელმწიფო დეპარტამენტთან, კონგრესთან და სენატთან

ჩვენ აშშ-ის გვყავს ძლიერი გუნდი ელჩის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეების განმავლობაში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც ის რომ უნდა გაიზარდოს თანხები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:10

პოლიტიკა

კახა კუჭავა: თანამშრომლობა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის აღიარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ასახვა არასოდეს ექნება იმას, რომ აშშ-ის დახმარება 15 პროცენტით შემცირდეს, რადგან ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც კი არის აღარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე და ის წარმატებები, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით, პირდაპირი და ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ რასაც ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საგარეო

11 ივლისი 2020, 22:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

ლევან მუხუზლა

11 ივლისი 2020, 21:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: მთავრობა ზრუნავს მევენახეებზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო

მთავრობა ზრუნავს მევენახეეზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო. ექნებათ საშუალება, რომ შეინახონ ოჯახი და გაიტანონ თავი მომავალ წლამდე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა„შაბათის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიმა ლევან მეხუზლამ განაცხდა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

პეტრე და პავლე მოციქულები

11 ივლისი 2020, 21:34

საზოგადოება

ხვალ პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 21:00

სამართალი

ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.