imedi /  01 ივლისი 2020, 10:31 / სანდო წყარო

გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გადაიბარა

გიორგი მათიაშვილი

გიორგი მათიაშვილი

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა. ცერემონიალი მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2016 წლიდან მეთაურობდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ის თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც უნგრეთიდან გვაქვს. უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლიკვ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა

06 ივლისი 2020, 11:22

საზოგადოება

ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

06 ივლისი 2020, 11:15

სპორტი

ნიკლას ბენდტნერს პოკერში საერთო ჯამში 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ნიკლას ბენდტნერმა განაცხადა, რომ პოკერში, საერთო ჯამში, 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული. დანიელ თავდამსხმელს სიმართლის თქმა სამშობლოში, ერთ-ერთ რეალითი შოუში სტუმრობისას მოუწია.

მარინა ეზუგბაია

06 ივლისი 2020, 11:15

COVID19

მარინა ეზუგბაია: ორივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია და ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ბოლო 2 კვირაზე მეტია ძირითადად სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ესენი ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივლისი 2020, 11:12

სპორტი

NBA-მ მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა

22 ივლისს, ადგილობრივი დროით, 15:00-ზე ერთმანეთს „ორლანდო“ და „კლიპერსი“ შეხვდებიან. 15:30-ზე „ვაშინგტონი“ და „დენვერი“ დაუპირისპირდებიან. 19:00-ზე „პელიკანსი“ და „ნეთსი“ მატჩი გაიმართება, ხოლო 20:00-ზე „საკრამენტო“ და „მაიამი“ ითამაშებენ.

მიხეილ ჩხენკელი

06 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას

Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

06 ივლისი 2020, 10:54

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 გრადუსამდე ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს. მათ 38 გრადუსამდე ჰქონდათ ტემპერატურა და არ აღმოაჩნდათ PCR-ტესტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა, სარეზერვო სივრცეში კი 4 აბიტურიენტია.

ენიო მორიკონე

06 ივლისი 2020, 10:54

კულტურა

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს. ენიო მორიკონე მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​უნგრეთთან წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლოა გაღრმავდეს

მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსა და დამატებით პროტოკოლს განათლების სფეროში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენტიის მინიჭებაზე და ასევე კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ გამორჩეულ მეგობარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს. ეს არის პირველი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოსი, რომელიც ამ უპრეცენდენტო გლობალური გამოწვევის, პანდემიის ფონზე ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:42

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: ჩვენ გვსურს რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და უპრობლემო

აღმოსავლეთისკენ გახსნის პოლიტიკა, ჩვენთვის, უნგრელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ახალი ძალები წარმოიქმნენ. ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, ამ მსოფლიოში პოზიციების დაკავება, თუ გვერდზე ბევრ ქვეყანას დაიყენებს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და უპრობლემო, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:36

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: პანდემიის დროს საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობა უფრო გაღრმავდა

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პატივი დაგვდო და ამ პანდემიის პირობებში, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც აქ ჩამოსვლის უფლება მიეცა. საქართველომ ამ სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. 100-ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოს, ევროპაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ინფიცირებული ჰყავს“.

ისრაელის ელჩი რან გიდორი

06 ივლისი 2020, 10:30

რეგიონი

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი და MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გურიის რეგიონს სტუმრობდნენ

ისრაელის ელჩი, რან გიდორი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჟღენტი გურიაში იმყოფებოდნენ, სადაც რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში ჩავიდნენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, პარტნიორ ორგანიზაცია „შალომ კლუბ გურიასთან“ (Shalom Club Guria) თანამშრომლობის გაფართოების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

06 ივლისი 2020, 10:21

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი კაცი შეიყვანეს

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ერთი ჭრილობა ქონდა ბარძაყის არეში, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კატასტროფის სამსახურმა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცმა ჭრილობა ქურდული გარჩევისას მიიღო. ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.

06 ივლისი 2020, 10:13

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული და მათ წარმატებები უსურვა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

06 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

არსებული ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

არსებული ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. 30 წლამდე ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

06 ივლისი 2020, 09:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა, კიდევ 2 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 953 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 830 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

06 ივლისი 2020, 09:48

რეგიონი

მესტიაში, ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მიხელ ჩხენკელი

06 ივლისი 2020, 09:43

საზოგადოება

მიხეილ ჩენკელი: მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში

„მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში“ - მიმართავს მინისტრი აბიტურიენტებს.