IMEDI /  22 ივლისი 2020, 18:56 / სანდო წყარო

მალე ქართული ჯარი ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს

მალე ქართული ჯარი ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წელი საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოცხადდა. ღირსეული პირობების შესაქმნელად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, 60 სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად 100 მილიონი ლარი გამოიყო.

სამხედრო ბაზებზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო 60-მდე სპეციალობაზე ვაკანსიებს აცხადებს. გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასობით მოქალაქე დასაქმდება როგორც ტექნიკური, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით.

2020 წლის ბოლომდე 200-მდე ყაზარმა, 52 სასადილო და 23 მულტუფუნქციური სივრცე უნდა მოეწყოს. მთლიანი სამუშაოები კი რამდენიმე ეტაპად, 2022 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 14:02

სამართალი

ბათუმში, საკარანტინო სასტუმროდან მოქალაქის გადახტომის ფაქტზე 10-მდე პირი გამოიკითხა და ექსპერტიზები დაინიშნა

14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ფაქტზე უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 აგვისტო 2020, 13:56

COVID19

ბერლინში ბორდელები გახსნეს, მაგრამ სექსი კვლავ აკრძალულია

გერმანიის დედაქალაქში ბორდელების კლიენტები მხოლოდ ეროტიკული მასაჟის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. ასეთი ზომები დაწესებულებებში სექტემბრამდე იმოქმედებს, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი არ დაიწყება.

მატიას დე ლიხტი

15 აგვისტო 2020, 13:53

სპორტი

მატიას დე ლიხტმა დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა

მატიას დე ლიხტმა საკუთარი დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. „იუვენტუსის“ ნიდერლანდების ცენტრალურ მცველს მთელი სეზონი მხარის ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია ზუსტად მის იუბილეს დაემთხვა. დე ლიხტს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა კლინიკაში მიაკითხეს და პალატა სადღესასწაულოდ მოურთეს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, 21 წლის ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხნით მოუწევს დასვენება და მისი სარეაბილიტაციო პროცესი 3 თვეა გასტანს.

ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 13:37

მსოფლიო

ლუკაშენკო: პუტინს უნდა დავუკავშირდე, ეს საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს უნდა გაესაუბროს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „უნდა დავუკავშირდე პუტინს და ამ საკითხზე ვესაუბრო. ეს საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება. დღეს ბელარუსის დაცვა მთელი ჩვენი სივრცის, ერთიან სახელმწიფოს. თუ ჩვენი ხალხი ამას ვერ გაუმკლავდება, ეს ტალღა რუსეთამდე ჩავა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შალვა კერესელიძე შეხვედრა

15 აგვისტო 2020, 13:37

რეგიონი

შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

კერესელიძემ ადგილობრივებს ის გეგმები გააცნო, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში განახორციელებს. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში. ოქტომბრის ბოლომდე შალვა კერესელიძე თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის და მცხეთის ყველა სოფელში მისვლას და მოსახლეობისგან პრობლემების პირადად მოსმენას გეგმავს.

15 აგვისტო 2020, 13:24

COVID19

საქართველოს მასშტაბით, 140-მდე განთავსების ობიექტში კარანტინს 7 326 ადამიანი გადის

საქართველოში ამ დროისათვის 136 განთავსების ობიექტში საკარანტინო ზონები მოქმედებს, სადაც კარანტინს 7326 ადამიანი გადის. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები უწევენ მონიტორინგს.

ბენ ფრენცისი

15 აგვისტო 2020, 13:17

ეკონომიკა

28 წლის ყოფილი მიმტანი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა

28 წლის ყოფილი პიცის მიმტანი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, მას შემდეგ, რაც შეთანხმებას დათანხმდა და მისი ქონება £1 მილიარდად შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. ბენ ფრენცისი სულ რაღაც 19 წლის იყო, როცა ფიტნეს ტანსაცმლის ბრენდი Gymshark-ი მისი მშობლების ავტოფარეხში 2011 წელს დააარსა.

ვაქცინა კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 13:10

COVID19

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ V“ აგვისტოს ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი. მისი მასშტაბური ტესტირება კი ფილიპინებზე ჩატარდება.

15 აგვისტო 2020, 13:07

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.

15 აგვისტო 2020, 12:58

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დავიცვათ მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დავიცვათ მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მეორე დღეა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

პენტაგონი

15 აგვისტო 2020, 12:56

მსოფლიო

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შექმნა

პენტაგონში განმარტეს, რომ პროექტის მიზანი ასეთი ფენომენების ბუნებასა და წარმომავლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა. ჯგუფის მუშაობას ქვეყნის სამხედრო-საზღვაო სამინისტრო უხელმძღვანელებს.

15 აგვისტო 2020, 12:48

COVID19

ვისკონსინის შტატის სააგენტო თანამშრომლებს, ვიდეო კონფერენციების დროს, ავალდებულებს, რომ პირბადე ატარონ

ვისკონსინის შტატის სააგენტო თანამშრომლებს, ვიდეო კონფერენციის დროს, მაშინაც კი როცა ისინი სახლში მარტო არიან, ავალდებულებს, რომ პირბადე ატარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას FoxNews-ი ავრცელებს. 31 ივლისს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მდივანმა, პრესტონ კოულმა, თანამშრომლებს გუბერნატორის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ შეახსენა, რაც 4 წელს ზემოთ ადამიანებს ავალდებულებს, რომ მაშნაც კი, როცა ისინი სახლში იმყოფებიან პირბადე ატარონ.

პარლამენტი

15 აგვისტო 2020, 12:44

პოლიტიკა

ფრაქციას „‬დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“ დღეიდან „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“‭ ერქმევა

საპარლამენტო‭ ‬ფრაქცია‭ „დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების‭“ ‬ოფიციალური‭ ‬სახელწოდება‬ ‭შეიცვალა და ‬საპარლამენტო‭ ‬საქმიანობას‭ ‬ფრაქცია‭ „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების“‭ ‬სახელწოდებით‭ ‬განაგრძობს. ‬„ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა, ფრაქციის სხდომა გუშინ გამართეს და სახელის ცვლილების ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

15 აგვისტო 2020, 12:43

COVID19

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ლათინურ ამერიკაში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 86 ათასს აჭარბებს და საშუალოდ, დღე-ღამის განმავლობაში, 2 600 ინფიცირებული იღუპება.

15 აგვისტო 2020, 12:37

COVID19

აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება. ინფიცირებული ქალი აჭარის მკვიდრი არ არის, იგი ქობულეთში იყო დასაქმებული. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განმარტეს ინფიცირებულ ქალს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ის არც კარანტინში იმყოფებოდა. მასთან კონტაქტში მყოფი 15 პირი კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

აშშ ჯარი

15 აგვისტო 2020, 12:29

მსოფლიო

პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით გაიზრდება

პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით გაიზრდება. ამის შესახებ პოლონურ მედიასთან საუბარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აგვისტო 2020, 12:20

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინსკი „ვაგნერის“ მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემის გამო გააკრიტიკა

„ჩემი აზრით ეს უცნაური, არაკორექტული და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიევის მოთხოვნა დაკავებულების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ბელარუსმა უპასუხოდ დატოვა.

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 12:15

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შეზღუდვები არ დაწესდება

ყაზბეგის მერის მოადგილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში არანაირი შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება. როგორც დავით ქირიკაშვილი აცხადებს, იქედან გამომდინარე, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა და უკვე დადასტურებული ყველა შემთხვ

15 აგვისტო 2020, 12:02

COVID19

ყაზბეგში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში 117 მებაჟე ოფიცერსა და უფლებამოსილ თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას გარკვეული ეტაპების დაცვით, გამოკვლევა ჩაუტარდათ. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“-ზე უარყოფითია.

კორონავირუსი სამხრეთ კორეა

15 აგვისტო 2020, 11:52

COVID19

სამხრეთ კორეაში 11 მარტის შემდეგ ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 166 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 11 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 15 039 შემთხვევაა დადასტურებული, 13 901 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 305 კი გარდაიცვალა.