imedi /  06 აგვისტო 2020, 14:27 / სანდო წყარო

თავდაცვის სამინისტრო უმაღლესში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-ით დააფინანსებს

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2 250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. ღონისძიებას დაესწრნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2020, 10:42

COVID19

გიორგი გახარია: გიორგი გახარია: ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური- სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:40

საზოგადოება

გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე: ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეტაპობრივად მიზანს მივაღწევთ

27 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 294 ადამიანს დაუდასტურდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:33

რეგიონი

გიორგი გახარია: საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჩხერეს რეგიონს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში.

27 სექტემბერი 2020, 10:26

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივ სპორტსმენებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გურიის ჭიდაობის ფედერაციას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

ჯო ბაიდენი

27 სექტემბერი 2020, 09:55

მსოფლიო

ბაიდენმა ტრამპი გებელსსა და ფიდელ კასტროს შეადარა

„ის გებელსივითაა, რადგანაც იგივე მეთოდებს იყენებს- თუ იტყვით სიცრუეს, შემდეგ კი იმეორებთ და იმეორებთ, ის ყველასთვის ცნობილი გახდება. ის იყენებს გვარდიას თეთრ სახლთან მომიტინგეების დასაშლელად. ეს კაცი უფრო ფიდელ კასტროა, ვიდრე უინსტონ ჩერჩილი,“-განაცხადა ბაიდენმა MSNBC-ის პირდაპირ ეთერში.

27 სექტემბერი 2020, 09:50

კულტურა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, „მზიურის" ამფითეატრში ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე, „მზიურის" ამფითეატრში, ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნება და კორონავირუსის პანდემიის გამო, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

27 სექტემბერი 2020, 09:47

საზოგადოება

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მრევლი დალოცა, ჯვართამაღლება მიულოცა და ტაძარი აკურთხა. მეუფე საბას თქმით, სიმბოლურია, რომ ეკლესია სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გაიხსნა.

27 სექტემბერი 2020, 09:44

მსოფლიო

საფრანგეთში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს

საფრანგეთის ქალაქ ევრიოში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც ერთმანეთს ჩეჩნები და აფრიკელები დაუპირისპირდნენ. მძიმედ დაჭრილი ჩეჩენი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

27 სექტემბერი 2020, 09:40

საზოგადოება

ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 09:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

27 სექტემბერი 2020, 09:13

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში სასმელ წყალში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკრობი აღმოაჩინეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ლეიკ ჯექსონის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ონკანის წყალი, რადგან მასში პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის გამომწვევი მიკრობი, Naegleria Fowleri აღმოაჩინეს. „მოსახლეობამ ონკანის წყლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს, ვიდრე წყალმომარაგების სისტემა შესაბამისად არ დამუშავდება და ნიმუშები არ მიუთითებს, რომ წყალი უსაფრთხოა გამოსაყენებლად"

27 სექტემბერი 2020, 08:53

რეგიონი

მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. „Down Hill“–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

27 სექტემბერი 2020, 08:41

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 28 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 869 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 28 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 869 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 717 991 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 406 ადამიანი გარდაიცვალა.

27 სექტემბერი 2020, 08:18

რეგიონი

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში გაიხსნება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.

დავით სონღულაშვილი

27 სექტემბერი 2020, 08:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: კახეთის, როგორც მეღვინეობის რეგიონის ეკონომიკური პოზიციონირება გრძელდება

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ხმა და ინტერესების დამცველი ვიქნები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მზად ვარ, თითოეული გამოწვევის გადასაჭრელად, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იქნება დაყენებული, მივიტანო შესაბამის უწყებამდე“.

ზაზა ლომინაძე

27 სექტემბერი 2020, 01:05

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.