imedi /  18 სექტემბერი 2020, 11:28 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

„მინდა, მოგილოცოთ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ წარმატებით დასრულება და მადლობა მოვახსენო სწავლებაში მონაწილე ყველა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყანას. ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა, განაგრძობს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას.

„ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს განსაკუთრებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა იყო მიმართული ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც დღეს თვისობრივად ახალ დონეზეა. აქვე მინდა მადლობა მოვახსენო ნატოს წევრ ქვეყნებს ეფექტური და დინამიკური თანამშრომლობისა და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისათვის. დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რაც ჩვენს მყარ მიზანს წარმოადგენს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 01:25

COVID19

დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხი უარყოითი იყო.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:08

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია

ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ამ კაცთ მოძულეებს მარტო ხელისუფლება კი არ გამოვტაცეთ ხელიდან, ჩვენ მათ გამოვტაცეთ ის ძალაუფლება, რომლითაც ისტორიულად დაამახინჯებდნენ ჩვენს ქვეყანას.

23 ოქტომბერი 2020, 01:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ

ტენესის შტატის ქალაქ ბელმონტში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:43

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს

„მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს. თუ ეს 500 ათასი დოლარია მაშინ მოსულა მაგის გადახდა, ხოლოდ 4 მილიონი თუ წაიღო. მაშინ უნდა დაგეხოცათ! ის ლიმონკაც უნდა აეფეთქებინათ. აი, მაშინ სწორი იყო. სინამდვილში პირიქითაა. 40 მლნ რომ მიეცა სახელმწიფოს, ხომ უფრო უფრო მაგარი გამოჩნდებოდა სახელმწიფო?!“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:41

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა და აჩვენა, რომ უპირატესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა

ეს ის პოლიტიკური კლასტერია, რომელიც ძალაუფლებისთვის ნებისმიერ პროპაგანდაზეა წამსვლელი. სააკაშვილის საუბრებს ვისმენ ადამიანების სიყვარულზე, ჩემზე ძაან სამშობლო ვის უყვარსო, ამ ყველაფერს რომ ისმენ, უკვე ხვდები ვისთან გაქვს საქმე,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:39

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შსს-მ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ზოგიერთ ტელევიზიას ფანტაზიაში მოუვა

მედია ინტერესდება, რომ მოხდეს პირის იდენტიფიცირება და ხომ არ ჰყავს ამ პირს თანამზრახველი. ზოგიერთმა პოლიტიკურმა მედიამ უკვე პარალელური გამოძიება დაიწყო. ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი და სტრატეგია, რომ ამ ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიმყარონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა

პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში პოლიციას ჰქონდა პოლიტიკური ბრძანება, რომ მას გამოეჩინა ზედმეტი ძალის დემონსტრირება, იმისთვის, რომ ხელმძღვანელობას პოლიტიკური სიმყარე ეგრძნო და თავის პოლიტიკური მიზნების ამით გაეძლიერებინა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:12

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს

მინისტრმა გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ეს გახლდათ ის, რომ ყველაფერი გააკეთეს, არ მომხდარიყო ვინმეს დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დროის ყველა ეტაპზე ზუსტად იმოქმედეს და ყოველგვარი პანიკური გარემოს შექმნის გარეშე განახორციელეს ოპერაცია.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:11

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელძღვანელი, ავთო გალდავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

23 ოქტომბერი 2020, 00:06

სამართალი

ვაკა გორგილაძე: 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზირებული

ჩემთვის აშკარაა რომ პოლიცია, რომელიც არსებობს 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ არის დეპოლიტიზირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

23 ოქტომბერი 2020, 00:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება.

ირაკლი სესიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას, პირველ რიგში უნდა გადაარჩინოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

„მაგალითად, ის იმდენად აღჭურვილი იყო, რომ ბიოლოგიური მასალა არ დაეტოვებინა. რაც ყველაზე საშიში იყო, მის ქცევაში, მის მოთხოვნებში ჩამდა, რომ ის ყველაფერზე წასვლელი იყო. ის მზად იყო აეფეთქებინა ხელყუმბარა, მზად იყო მოესპო საკუთარი სიცოცხლე, ასევე იქ მყოფი მძევლების“- განაცადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:51

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით

მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფილმ „ოცნება სიცოცხლისთვის“ ავტორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტი, ეს არის ერთ-ერთი ვერაგი დაავადება მთელ მსოფლიოში, რომელიც ვერც ერთმა ქვეყანამ ასეთი პროგრამით ვერ დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

22 ოქტომბერი 2020, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში გააკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა.

თემურ რადიანი

22 ოქტომბერი 2020, 23:34

საზოგადოება

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით განკურნებული: ხელახლა დავიბადე

„როდესაც დაგირეკავს ექიმი და გეტყვის, რომ პრეპარატი არსებობს და ის შენთვის მიუწვდომელია, მერე გადის რაღაც პერიოდი და გირეკავს და გეუბნება, რომ შენ განკურნებული ხარ ამ უმძიმესი დაავადებისგან, ეს არის ხელახლა დაბადება. ეს ყველაფერი მოსაყოლად ძალიან ძნელია. აქ ყველაზე მთავარი ის ემოცია და განცდა იყო როდესაც ხარ აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში, არანაირი საშუალება არ გაქვს. ექიმი გეუბნება რომ აზრი არ აქვს შენს მკურნალობას, გამოდის რომ შენი ცხოვრება დამთავრებულია, ამ პერიდოში უკვე მძიმედ ვიყავი, ღვიძლის დაზიანების მეოთხე ხარისხი მქონდა, მე ამ პროგრამით განვიკურნე“, - აღნიშნა თემურ რადიანმა.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2020, 23:24

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

მიქაუტაძე დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს თანამდებობა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუსაბამოა, კანონის შესაბამისად, მიქაუტაძეს მდივნის უფლებამოსილება შეუწყდა.

22 ოქტომბერი 2020, 23:04

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ირაკლი ჩიქოვანი

22 ოქტომბერი 2020, 22:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2020, 22:33

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს ე.წ. „საზღვარი“ არ გადაუკვეთავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დამნაშავეს, რომელმაც ზუგდიდში ბანკში ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ილჰამ ალიევი

22 ოქტომბერი 2020, 22:20

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ირანთან საზღვარს სრულად ვაკონტროლებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია კონფლიქტის ზონაში ირანთან საზღვარს სრულად აკონტროლებს.