16 ოქტომბერი 2020, 15:46 / სანდო წყარო

თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გახსნეს

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება.

ახალი შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნეს. მინისტრები ახალი საამწყობრო საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნენ და განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება.

ახალი საამწყობრო საწარმო საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დაათვალიერეს, რომლებიც „დელტასა”და „თბილავიამშენში” სტაჟირებას გადიან. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, „თბილავიამშენსა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აგვისტოში გაფორმდა, რაც ყოველწლიურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, ახალ საამწყობრო საწარმოში საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების რემონტი მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1 „იროკეზის“ ტიპის და L-39 სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე პარალელურ რეჟიმში ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - საფრენი აპარატების ავზებისა და რეზინის ნაკეთობების საწარმოს კაპიტალური რემონტი, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სამრეცხაო უბნის მშენებლობა-მოწყობა, სხვადასხვა საამქროს მაღალი ხარისხის სახურავებით გადახურვის პროცესი და სხვა.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 10:23

მსოფლიო

აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

„ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი ამბავია ირანისთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის“, - უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს პაკისტანიდან გამოფრენამდე.

12 აპრილი 2026, 10:16

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

12 აპრილი 2026, 10:15

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

12 აპრილი 2026, 10:05

საზოგადოება

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აპრილი 2026, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

12 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.

აღდგომის ხატი

12 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

მეუფე შიო

11 აპრილი 2026, 23:53

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას

უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. “საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი... მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...

11 აპრილი 2026, 23:43

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!

ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

11 აპრილი 2026, 23:39

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი

არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ აღდგომის სამზადისის დროს საქართველოს მოსახლეობის გულები მწუხარებამ მოიცვა, რადგან დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

11 აპრილი 2026, 23:37

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული

ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

11 აპრილი 2026, 23:28

საზოგადოება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე.

11 აპრილი 2026, 23:23

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წინდა ცეცხლის საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მეუფე შიო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურებას აღავლენს.

ლაშა ჟვანია

11 აპრილი 2026, 23:15

საზოგადოება

ლაშა ჟვანია პატრიარქზე: ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი

ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი, მისთვის ცენტრი ყოველთვის იყო ღმერთი, ეკლესია, ასევე მსახურება ეკლესიისა და ქვეყნის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ილია II-ზე საუბრისას. „როცა ამაზე ფიქრობ, შენ ხვდები, რომ შენი ცხოვრებიდან ცენტრი არ წასულა, ცენტრის სახედ დაგვიტოვა ღმერთი. მას რომ თავისი თავი დაეტოვებინა ცენტრად ალბათ ჩვენც დაბნეულები ვიქნებოდით. ბედიც გვქონია ერსაც და თვითოეულ ჩვენგანსაც, აღდგომის მარხვაში მოხდა უწმინდესის გასვლა. ძველი სტილით 17 მარტს და ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მოხდა და 17 მარტს დაგვტოვა მისმა უწმინდესმა. რა თუ არა აღდგომა გაგვინელებდა იმ ტკივილს და იმ დანაკლისს, რომელიც უწმინდესის ამქვეყნიდან გასვლას ახლავს. მე პირადად სულიერად 40 დღის გასვლას ველოდები, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ 40 დღის გასვლის მერე კიდევ უფრო შეგვეწევა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

11 აპრილი 2026, 23:10

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის

მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანია

11 აპრილი 2026, 23:00

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა

პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისივე თქმით, წმინდა ცეცხლის ტრადიცია IV საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა მაცხოვრის საფლავზე ტაძარი აშენდა.

11 აპრილი 2026, 21:45

საზოგადოება

წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს

„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს.

11 აპრილი 2026, 21:13

სპორტი

საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

11 აპრილი 2026, 18:51

საზოგადოება

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

11 აპრილი 2026, 18:26

საზოგადოება

წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა, დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება

წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა. მცირერიცხოვანი დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება.