18 ოქტომბერი 2020, 13:11 / სანდო წყარო

თავდაცვის მინისტრი ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში ბინების მშენებლობის პროცესს გაეცნო

ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. წლის ბოლომდე, სხვადასხვა ლოკაციაზე ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში N13 და N15 კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად, ორივე კორპუსში მიმდინარეობს შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო, გადატიხვრისა და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. წლის ბოლოს ბინები სამხედროებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება. კორპუსები აღჭურვილი იქნება სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, კეთილმოეწყობა და გამწვანდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა 1374 პირს.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის უწყების განახლებული სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

ია მეტრეველი

29 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

29 ოქტომბერი 2020, 18:59

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

29 ოქტომბერი 2020, 18:54

რეგიონი

სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

29 ოქტომბერი 2020, 18:51

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და მათი მთავარი მიზანია დასრულდეს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა , რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი.

29 ოქტომბერი 2020, 18:38

რეგიონი

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება

ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს. როგორც აჭარის პრესა იუწყება, თორნიკე რიჟვაძის კანდიდადურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.

29 ოქტომბერი 2020, 18:29

COVID19

კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პერე არაგონესმა განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 18:18

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება

ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება. აქციაზე ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალებს ემიჯნებიან.

29 ოქტომბერი 2020, 18:16

რეგიონი

საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია

რთველი 2020-ის ფარგლებში საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ვლადიმერ პუტინი

29 ოქტომბერი 2020, 18:15

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მარტივი ვერ იქნება, ვინაიდან ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ფრანკ ვანდენბრუკი

29 ოქტომბერი 2020, 18:14

COVID19

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: შეზღუდვების 4 კვირა საკმარისი არ იქნება

„მე არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ზომები გარკვეული პერიოდი უნდა დარჩეს. ვიცი ეს რთულია. ძალიან ძნელია. ეს არის მარათონი და ამ მარათონის ბოლოს ჩვენ გამარჯვებულები უნდა ვიყოთ. მინისტრმა ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდაზე“, - აღნიშნავს ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი.

29 ოქტომბერი 2020, 18:11

მსოფლიო

ვატიკანი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს

ვატიკანი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს.

საფრანგეთი

29 ოქტომბერი 2020, 18:07

COVID19

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 17:58

რეგიონი

ნათია თურნავა: ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტურიზმის პერსპექტივას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს „სვიანას“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა.

29 ოქტომბერი 2020, 17:57

რეგიონი

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

29 ოქტომბერი 2020, 17:54

მსოფლიო

ქალაქ ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“ გაიხსნა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 25 ოქტომბერს ქ. ბაზელში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ლევან ჯაფარიძე

29 ოქტომბერი 2020, 17:52

პოლიტიკა

ლევან ჯაფარიძე: ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გუნდს, რომელიც უამრავ სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის და მიჰყავს ნათელი მომავლისკენ

ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გუნდს, რომელიც უამრავ სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის და მიჰყავს ნათელი მომავლისკენ თავისი ქვეყანა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, კრწანისის გამგებლის პოზიციაზე გატრებული სამი წელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი და ასევე პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას არჩევის შემთხვევაში ისინი კვლავაც გააგრძელებენ რაიონისთვის ერთად, ტანდემში მუშაობას.

გურამ ნიკოლაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: წინა არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე 22%-იან ცდომილებაზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო?

წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%-იან ცდომილებაზე? - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებულ კვლევებს იხსენებს. „წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%_იან ცდომილებაზე? გრუ-ს ინსტრუქციაში რა წერია, არ შეიმჩნიოთ და უტიფრად განაგრძეთ სახეში ფქვილის ყრაო? 55%_ზე რომ ხარხარებენ, აი ის ხელისგულზე სატარებელი ოქრო ხალხი” - წერს გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.