imedi /  26 ოქტომბერი 2020, 11:41 / სანდო წყარო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები: ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ

საქართველოს დროშა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საუბარი „მარგინალური ძალების მიერ ვეტერანების დაპირისპირების მცდელობაზეა“.

„ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ თანამებრძოლთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე უფროს და ახალგაზრდა ვეტერანებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობას, რამეთუ სამშობლო ერთი გვაქვს და თითოეული ჩვენგანის ვალია, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, გულის ფიცარზე გვეწეროს მისი დაცვის ვალდებულება, მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და გარკვეული ოდიოზური პირები აქტიურად ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ იმ დიდი ოჯახში, რასაც ვეტერან მეომართა ერთობა წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტის ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს ვეტერან მებრძოლთა ყოფითი პირობები არ არის სრულყოფილი სხვადასხვა სოციალური მიმართულებით, მაგრამ გაცილებით ღირსეულია, ვიდრე მანამდე.

„მიგვაჩნია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ეტაპობრივად გაართმევს თავს ვეტერანთა წინაშე დაკისრებულ მოვალეობებს. ალბათ, კარგად გახსოვთ, სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში იქნა შეფასებული ვეტერანის ღვაწლი ყბადაღებულ 22 ლარად, და ეს მიზერული თანხაც, გარკვეული კრიტერიუმებით, 76 000-ის ნაცვლად 32 000 მებრძოლს განესაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას არ უწარმოებია საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგე სახელმწიფოსთან, სწორედ ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაენიშნა 1000-ლარიანი მუდმივი კომპენსაცია ომში დაღუპულთა ოჯახებს; დიდი ყურადღება დაეთმო, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციის საკითხებს, ხოლო ამ მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციის საკითხებს, ხოლო ამ მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე, დაენიშნა კომპენსაცია. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმო ვეტერანების ჯანდაცვის საკითხს, რომელიც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. დღევანდელი ვეტერანის ჯანდაცვის პაკეტი წარმოადგენს 15 000 ლარს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში, მთლიანად უგულებელყოფილი იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ვეტერანები აღნიშნავენ, რომ პრეტენზიები მოქმედ ხელისუფლებასთანაც აქვთ.

„რატომ შევიდა ხელისუფლება ე.წ კოჰაბიტაციაში იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ჩვენი დაღუპული ძმები, მათი წმინდა სხეულები, შინაური ცხოველებისა და გადამთიელი მტრის საჯიჯგნად ბრძოლის ველზე უპატრონოდ მიატოვა. რატომ არ მოგვეცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საშუალება, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. რატომ მოხდა ისე, რომ არარსებული დეზერტირობის ფაქტზე, უამრავი სამხედრო მოსამსახურე იქნა ცრუ ბრალდებებით გასამართლებული და პასუხისგებაში მიცემული; რატომ არ გაეცა სათანადო პასუხი იმ მოღალატე ძალას, რომელმაც არშემდგარი ე.წ. „ამბოხის“ ბრალდებით, დაშალა ის საბრძოლო დანაყოფები, რომლებიც ბოლომდე ასრულებდნენ მათ წინაშე დასმულ საბრძოლო ამოცანებს. ხოლო, მათი სამეთაურო რგოლის ნაწილი ქუჩაში დახვრიტეს, ნაწილი ე.წ „ევროპულ ციხეებში“ გამოამწყვდიეს; რატომ მოხდა, რომ პოლიციური დანაყოფები და მათ შორის, იქ მომსახურე ვეტერანები, თავისივე თანამებრძოლებს დაუპირისპირეს და ვეტერანთა სამართლიანი საპროტესტო აქციები დაარბევინეს; რატომ მოხდა, რომ ჩვენი წინაპრების სისხლით შენარჩუნებული და ქართული ეკლესიის ძალისხმევით აღორძინებული ქართული იერუსალიმის - დავით გარეჯის წმინდა მიწა, დღეს მეზობელ სახელმწიფოსთან სადავო გაგვიხდა?! მოგმართავთ მათ, ვისაც მეხსიერება გღალატობთ, ყველა ამ ჩამოთვლილ სისასტიკეს მაშინ ფარულად, ხოლო დღეს კი ღიად უჭერთ მხარს?! გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ერთგულების ფიცი ღმერთის, სამშობლოსა და ერის და არა რომელიმე კერძო პირის წინაშე დავდეთ! ვემსახურებით საქართველოს!“ - აღნიშნავენ ვეტერანები.

ყველა სიახლე

კოტე ჟღენტი

06 ივნისი 2026, 18:47

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება

როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი. „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“, ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება. ეს არის ღია, დიპლომატიური სკანდალი და არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 18:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ და ვხედავთ, ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებული

ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2003-2012 წლებში. ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ოღონდ მათ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული ადამიანი მიიტმასნეს, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არარჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

06 ივნისი 2026, 18:02

პოლიტიკა

დიპლომატი კოტე ჟღენტი კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე: ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს

კოტე ჟღენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობის გაღრმავება შტატებთან მიმდინარე პოლიტიკური საკითხებით.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 17:57

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან

„როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ტერიტორიაა საჭირო, ყველამ კარგად იცის რა როლი აქვს საქართველოს ევროპის კულტურის განვითარებაში და რამდენად ევროპულიუა ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

06 ივნისი 2026, 17:36

სპორტი

ჯუნიორ NBA მეათე ჩემპიონატი საქართველოში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება

ტურნირში A, B და C ლიგებში 90 გუნდი და 1300-მდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს. ტრადიციულად, თითოეულ გუნდს სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეული NBA კლუბის სახელი მიენიჭა.

თამარ მახარაშვილი

06 ივნისი 2026, 17:30

საზოგადოება

სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება

არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილის წინასწარი თანხმობის გარეშე, მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება. სკოლა ვალდებული იქნება, განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები.

06 ივნისი 2026, 17:28

სპორტი

დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა

დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა.

კახა ძაგანია

06 ივნისი 2026, 17:28

პოლიტიკა

„მემარცხენე ალიანსი“: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სანამ ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს არ დაასრულებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება

„მემარცხენე ალიანსი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპასთან პარტნიორული დამოკიდებულება შეწყვიტოს, ვიდრე მათივე თქმით, ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებსა და ორმაგი სტანდარტით ურთიერთობას არ დაასრულებს.

06 ივნისი 2026, 17:26

რეგიონი

ახალციხე „გემოფესტს“ მასპინძლობს

ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალის ცენტრად, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია იქცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.

პიტ ჰეგსეტი

06 ივნისი 2026, 16:56

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდებიან. პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?

ფრიდრიხ მერცი

06 ივნისი 2026, 16:33

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ ვუტეხთ სახელს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდიან. ჩვენ მათ მივესალმებით

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება არ ცდილობს სახელი გაუტეხოს უცხოელებს, რომლებიც სამუშაოდ ჩადიან.

06 ივნისი 2026, 16:11

მსოფლიო

თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.

06 ივნისი 2026, 16:08

სპორტი

სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ხუთასზე მეტი ამბავი ოცდაორ მსოფლიო თასზე“ პრეზენტაცია გაიმართა

წიგნში თითოეულ მუნდიალს 26 გამორჩეული ისტორია და საინტერესო ფოტო მასალა ეძღვნება. პრეზენტაციას სპორტის, მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

06 ივნისი 2026, 16:06

სპორტი

სპორტის მინისტრმა საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

06 ივნისი 2026, 15:50

კულტურა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ ხსნიან

საქართველოს ეროვნულ არქივში 3-დღიანი რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო.

06 ივნისი 2026, 15:46

კულტურა

თბილისის კინოს სახლში რეჟისორისა და ანიმატორის ხათუნა ტატუაშვილის ახალი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ოჰ! დედა, დედა…“ პრემიერა გაიმართა

ფილმი ჰიპერმზრუნველობის, კონტროლისა და თავისუფლების შეზღუდვის თემებს ეხება და სიყვარულის სახელით შენიღბულ დამოკიდებულებებს იკვლევს. საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე აღიარებული და არაერთი ჯილდოს მფლობელი ნამუშევარი ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ოფიციალურ პრემიერაზე წარდგა.

06 ივნისი 2026, 15:42

საზოგადოება

იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა

შეხვედრა იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად.

გიორგი სოსიაშვილი

06 ივნისი 2026, 15:33

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების. ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება

„ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება, ესენი ჩვეულებრივი აგენტები არიან, ფულს იღებენ ამ ყველაფერში, მათ შორის მათ მიერვე დაგეგმილ პროვოკაციებში, მიტინგების ორგანიზებაში. ეს დაპირისპირება ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იყოფენ ამ თანხებს ანუ უნდათ, რომ თავიანთი გარეპატრონების წარმოსახვაში დარჩნენ, როგორც მათთვის სასურველი და ფუნქციის მქონე ადამიანები“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 ივნისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის - მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო და არ შინაგანი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას.