22 ნოემბერი 2020, 13:13 / სანდო წყარო

22 ნოემბერი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეა

22 ნოემბერი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეა. სპეციალური ოპერაციების ძალების ჩამოყალიბება საქართველოში 1998 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-სა და თურქეთის სპეცდანიშნულების ძალების მხარდაჭერით დაბა კოჯორში არასაომარი ოპერაციების მოსამზადებელი კურსი ჩამოყალიბდა. ცენტრის ბაზაზე სწრაფი რეაგირების ძალები შეიქმნა, რომელიც 2002 წელს სპეციალური დანიშნულების ბრიგადად გარდაიქმნა. 2007 წელს დანაყოფი სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებად ჩამოყალიბდა და თბილისში, ვაშლიჯვარში განლაგდა. 2009 წლიდან მას სპეციალური ოპერაციების ძალები ეწოდა.

სპეციალური ოპერაციების ძალებს 2005 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გულუას სახელობის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი, 2006 წელს ცალკეული საბრძოლო პოლიციის ბატალიონი, ხოლო 2009 წელს ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი შეუერთდა.

სპეციალური ოპერაციების ძალები 1998 წლიდან საქართველოში განხორციელებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში, ასევე სხვადასხვა დროს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა. 2008 წელს აგვისტოს ომის დროს სპეციალური ოპერაციების ძალები რუსეთ-საქართველოს შორის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული.

სპეციალური ოპერაციების ძალები თურქეთის დახმარებით შეიქმნა. მათ მომზადებასა და განვითარებაში კი, მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-სა და პოლონეთს შეაქვს. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას შესაბამისი განათლება აქვს მიღებული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

სპეციალური ოპერაციების ძალები წლების განმავლობაში ინტენსიურად ატარებს სხვადასხვა სახის კურსებს, როგორიცაა სპეცდანიშნულების კურსი, რეინჯერთა კურსი, სნაიპერის კურსი, მებრძოლ-მყვინთავის კურსი, საპარაშუტო მომზადების კურსი. ქვედანაყოფი მონაწილეობს მრავალეროვნულ საერთაშორისო სწავლებებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: „კობრა 2017“ (პოლონეთი), “Flaming Sword” (ლიტვა), ROUSOFEX 2017 (რუმინეთი), სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი“ (საქართველო), „ღირსეული პარტნიორი“ (საქართველო).

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 14:08

პოლიტიკა

თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

დავით ქართველიშვილი

28 ივნისი 2022, 14:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ტომას ილვესზე: სააკაშვილის „სულიერმა ძმამაც“ ამოიღო ხმა, რომელსაც ბიუჯეტის სახსრების საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე უპრაგონოდ ხარჯვის გამოცდილებაც გადაედო, რაც ასევე არ უნდა იყოს ევროპელობის ნიშანი

ნიკოლოზოვიჩისაგან ბიუჯეტის სახსრების საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე უპრაგონოდ ხარჯვის გამოცდილებაც გადაედო, რაც ასევე არ უნდა იყოს ევროპელობის ნიშანი - უფრო ღორობას წააგავს, გაუმაძღრობას, უნამუსობას, კრიმინალს. ასე რომ, ვინ არის ორმოში და რა მიმართულებით თხრის - ჯერ პირი გამოიბანოს თავის ძმაკაც, კარლ ბილდთან ერთად“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

28 ივნისი 2022, 14:01

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: დასრულდა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში

,,მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და ბულვარმა დაასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ახლა ჯერი ბათუმის მუნიციპალიტეტზეა, საკრებულოზე. მინდა ვთხოვო, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, კონსერვაცია, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში და ეს საქმე უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კახა კალაძე

28 ივნისი 2022, 14:00

პოლიტიკა

კახა კალაძე: შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება დაცული იყოს.

ირაკლი კოვზანაძე

28 ივნისი 2022, 13:54

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: დაზღვევის სექტორში პრუდენციალური ზედამხედველობიდან უნდა გადავიდეთ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე

დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

28 ივნისი 2022, 13:46

თავდაცვა

წეროვანში დაშავებული სამხედროების შვილებს უმასპინძლეს

„ბავშვებისთვის სპეციალურად მოწვეულმა „ბასტი ბუბუს“ შემოქმედებითმა გუნდმა მათ პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით საზეიმო განწყობა შეუქმნა. წარმოდგენაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯარისკაცების შვილები, რომლებმაც სტუმრებთან ერთად იმხიარულეს“.

შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2022, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ტექნიკურ მთავრობაზე: ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით

ტექნიკური მთავრობა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივნისი 2022, 13:26

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ვანო ჩხიკვაძეზე: ეს კაცი სოროსის ფონდის ევროპული პროგრამების ხელმძღვანელია, რომელიც ერთი ხელით საქართველოს ხელს უშლიდა კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ხოლო მეორე ხელით სირცხვილიას აქციებს აფინანსებს

კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე პირადად ლობირებდა საქართველოს „დაჩაგვრას“, ხოლო სტატუსის არმიღების შემდეგ "აღშფოთდა" და განაცხადა, რომ თურმე ხელისუფლებას არ ჰქონდა გაცნობიერებული, რისი მიღება შეეძლო“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვანო ჩხიკვაძის შესახებ.

28 ივნისი 2022, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა.

28 ივნისი 2022, 13:20

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

28 ივნისი 2022, 13:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება - მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები საქმედ გადაიქცეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტ-წლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატოს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება - მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოთარ შამუგია

28 ივნისი 2022, 13:13

ეკონომიკა

ოთარ შამუგია: მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თორნიკე რიჟვაძე

28 ივნისი 2022, 12:59

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, თუმცა არ მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება

მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.

28 ივნისი 2022, 12:49

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციების და აღდგენის შესახებ გააკეთა გაცხადება.

28 ივნისი 2022, 12:29

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს” ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

28 ივნისი 2022, 12:20

მსოფლიო

იორდანიაში ტოქსიკური ნივთიერებით სავსე კონტეინერი აფეთქდა, დაღუპულია 11 ადამიანი. ვიდეო

იორდანიაში, წითელი ზღვის სანაპირსთან მდებარე აკაბას პორტში, ტოქსიკური ქლორის აირის გარემოში მოხვედრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.

28 ივნისი 2022, 12:17

თავდაცვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 6 წლის იუბილე აღნიშნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელმაც წელს ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო, იუბილე თავდაცვის უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

28 ივნისი 2022, 12:14

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის ოფიციალური პირები კარგავენ რწმენას, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა

თეთრი სახლის ოფიციალური პირები რწმენას კარგავენ, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა, იმ შემთხვევაშიც კი თუ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას მძიმე და თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს.

28 ივნისი 2022, 12:01

COVID19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

28 ივნისი 2022, 11:54

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.