imedi /  28 ნოემბერი 2020, 09:54 / სანდო წყარო

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა

წვრთნები

ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ (2A36) გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა.

დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის ერთი 152 მმ 2A65 მსტის ბატარეამ და 152 მმ 2A36 გიაცინტის ოცეულმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალურ დონეზე შეფასება მოხდა, რაც მესამე, დასკვნითი ფაზით, საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. დასკვნით ფაზას ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დაესწრო.

წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში ოცეულის დონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და უზრუნველყოფა, დამოუკიდებლად ოპერატიული გარემოში გადაწყვეტილებების მიღება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 20:45

მსოფლიო

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

ბენ ემერსონი

21 იანვარი 2021, 20:36

პოლიტიკა

საქართველოს ადვოკატი: ძნელია ვიფიქროთ, რომ სტრასბურგის სასამართლო დასკვნისა და გადაწყვეტილების გამოტანის პრეცენდენტი დამთხვევაა

„ასევე უნდა ითქვას რომ ეს გადაწყვეტილება ემთხვევა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებას, ყირიმის რუსეთის ოკუპაციის შესახებ, და ეს საქმეები აჩვენებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების საბოლოოდ მიღებით, ევროპული სასამართლო ამკაცრებს თავის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ“, -აცხადებს ბენ ემერსონი.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 20:23

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ასევე მტკიცებულებები შეაგროვა თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენი მტკიცებულებების მოპოვებაში დიდი იყო მედიის როლი, იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად 2008 წლის ომის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად იყო გამოყენებული.

მამუკა ბახტაძე

21 იანვარი 2021, 20:03

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღეს ისტორიული დღეა.

21 იანვარი 2021, 20:00

პოლიტიკა

გივი ჭიჭინაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლემენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებს და მათი განმტკიცების პერსპექტივებს.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 19:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს გამარჯვებად აფასებს.

21 იანვარი 2021, 19:50

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.

ალეკო ელისაშვილი

21 იანვარი 2021, 19:37

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტზე: არაფერს ვნანობ!

„როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

21 იანვარი 2021, 19:34

მსოფლიო

ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 19:28

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში

ყველას აქვს უფლება აქციები გამართოს, თუმცა ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ იმ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში. ბუნებრივია, პარლამენტში მუშაობა არ უშლის მათ ხელს აქციების გამართვაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

21 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსლან აბაშიძე

21 იანვარი 2021, 19:21

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!

ნიკოლოზ სამხარაძე

21 იანვარი 2021, 19:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადგენილი, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია

ეს არის სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად არის დადგენილი ის, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დაარღვია საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება.

ანტონიუ კოშტა

21 იანვარი 2021, 19:08

COVID19

22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, 22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება. ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

კახა ბექაური

21 იანვარი 2021, 18:59

საზოგადოება

კახა ბექაური: უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე გააკეთა.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს

ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:57

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინის გაკეთება ადამიანის კეთილი ნებაა და მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რისკებისა და სარგებლის შეფასების საფუძელზე

ვაქცინაცია ყველასთვის რეკომენდირებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს, ვისაც დაავადება გადატანილი აქვს, მას არ სჭირდება ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე

ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მთელი რიგი მტკიცებულებები გამქრალი იყო.

ნიკოლას მადურო

21 იანვარი 2021, 18:51

მსოფლიო

ნიკოლას მადურო: დონალდ ტრამპი წავიდა, ეს ჩვენი ტრიუმფია

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებიდან წასვლა ვენესუელის ტრიუმფს ნიშნავს.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:47

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მივიღოთ

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ამოცანაა, ვაქცინაციამ წლის ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.