ირაკლი ღარიბაშვილი: ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი და სტაბილური გახდა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
„ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს - ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს მაქსიმალურად თავსებადი ნატოსთან. შესაბამისად, ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი, გაძლიერდეს, საბრძოლო მზადყოფნა იყოს განსაკუთრებით მაღალ დონეზე და გახდეს ნატოსთან თავსებადი ძალა, რაც შეიძლება მოკლე დროში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“.
როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყებაში გატარებული ყველა რეფორმა თუ სტანდარტი საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება.
მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიღწეულ პროგრესს პარტნიორებიც აღნიშნავენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში სტანდარტების აწევის თვალსაზრისით ყველა მიმართულებით საკმაოდ დიდი ნახტომი გაკეთდა.
„მე ვთვლი, რომ ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი გახდა განვითარება და კიდევ უფრო სტაბილური. მე ისეთი სტანდარტები შემოვიღე, შემიძლია ამაყად და თამამად ვთქვა, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ჯარში ახალი სტანდარტების დანერგვის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის აღჭურვილობაზე, ჩაცმულობასა და ყაზარმებზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ჯარისკაცები მართლაც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. მან ჯარისკაცის პირად ეკიპირებაზე პრაქტიკული მაგალითიც მოიყვანა და განმარტა, რომ დღეს ქართულ ჯარს ისეთივე ზამთრის თუ ზაფხულის ფეხსაცმელი აცვია, როგორიც გერმანიის, ბრიტანეთის თუ საფრანგეთის ჯარს.
ახალი სტანდარტების დანერგვის კუთხით მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალებში 250 ობიექტზე გასულ წელს დაიწყო რემონტები, რომელსაც ხარჯების დაზოგვის მიზნით თავდაცვის უწყების კომპანია ახორციელებს. მინისტრმა აქცენტი ყველა ბაზის ერთ სტანდარტში მოქცევაზე გააკეთა, რომლის ინპირაციაც მან აშშ-ში, შემდეგ კი, გერმანიაში ამერიკულ ბაზებზე ვიზიტისას მიიღო, სადაც სამხედრო ბაზები არის ერთი სტილის, ერთი სტანდარტის, საქართველოსთვის ეს საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილებაა.
ყველაფერი საუკეთესო ჯარს - მინისტრმა ამ კონტექსტში მახათას მთაზე დაწყებულ გრანდიოზულ პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯარის ქალაქში ათასი ბინა შენდება, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2022 წელს სამხედროებს ჩაბარდება.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 21:17
რეგიონი
ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება
საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის, ბორჯომის მერიის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ საზეიმოდ გაიხსნება.
18 აგვისტო 2026, 21:08
რეგიონი
ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული სოფელი ავთენტურობის შენარჩუნებით სრულად განახლდება. ქვემო მაჩხაანის რეაბილიტაცია სახალხო თეატრის აღდგენასაც გულისხმობს.
18 აგვისტო 2026, 20:59
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მარჯანიშვილის მოედანზე ქვაფენილი განახლდება, შესაბამისი ტენდერი მზად არის. აქტიურად გრძელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე აღდგა მოძრაობა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.
18 აგვისტო 2026, 20:52
სამართალი
საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველ და ამერიკელ სამართალდამცავთა ერთობლივი მუშაობის წარმატებული შედეგი, თბილისში საერთაშორისო ძებნილი დააკავეს. მას ამერიკაში უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას ედავებიან. მიმდინარეობს ექსტრადაციისთვის საჭირო პროცედურები.
18 აგვისტო 2026, 20:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.
18 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ბადრი ვადაჭკორია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.ბადრი ვადაჭკორია 20-ზე მეტი ფოტოკრებულის ავტორია. იყო
18 აგვისტო 2026, 20:33
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსის ფინალი - დაპირისპირებათა ექვსთვიანი სერია დაშლით დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციურმა ალიანსმა თავი ოფიციალურად ამოწურა. დაშლას ნაწილი უარყოფს, უმეტესობა კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.
18 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
შერიგების და ნდობის აღდგენის დამაზიანებელი კამპანია - ბარამიძიდან სამადაშვილამდე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება, ოკუპირებული ტერიტორიების ტრავმულ მეხსიერებად წარმოჩენა - ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ის გზავნილები, რომელიც გია ბარამიძემ დაიწყო და გვარამია-სამადაშვილით გაგრძელდა.
18 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“.
18 აგვისტო 2026, 19:09
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ყაიდის ქვეყანა.
18 აგვისტო 2026, 18:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არავითარი რუსული, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება
„არავითარი რუსული ინტერესის გათვალისწინება, არავითარი ევროკავშირის ინტერესის, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება. ჩვენ იმიტომ მივისწრაფით ევროკავშირისკენ, რომ ამ გაერთიანებას აქვს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, ეს არის დასავლური ცივილიზაციის გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ამიტომ მოხდა ეს ფორმულირება კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუკნევიჩიენეს ავადმყოფურ და ბოროტ აზრებს და გეგმებს უნდა დავემორჩილოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
18 აგვისტო 2026, 18:36
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა
პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.
18 აგვისტო 2026, 18:03
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა. პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
18 აგვისტო 2026, 17:55
რეგიონი
ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, რის შემდეგაც, მომზადებული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.
18 აგვისტო 2026, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო
ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ისეთი განცხადებებითა და ისეთი მსჯელობებით, რომლებიც პირდაპირ ხალხთაშორის ურთიერთობის შესაძლო რაიმე ნორმალიზაციაც კი ძირშივე ტორპედირებას უკეთებს, იქითკენ არის მიმართული, რომ არ აღდგეს გარკვეული ურთიერთობის ან ხიდები ან ნდობის ჩამოყალიბების პროცესი, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
18 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სპიკერი ტომიო ოკამურა ევროკომისიის მიერ მომზადებულ არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ მრავალმილიონიან პაკეტს ეწინააღმდეგება.
18 აგვისტო 2026, 17:13
მსოფლიო
გამოკითხვა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს
გამოცემა წერს, რომ ერთი თვის განმავლობაში მემარჯვენე პარტიამ პოზიცია გაიუმჯობესა. მას უპირატესობას გამოკითხულთა 28% ანიჭებს, ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი კი დაეცა და კანცლერ მერცის პარტიას მხოლოდ 20%-ტიანი მხარდაჭერა აქვს.
18 აგვისტო 2026, 17:08
სამართალი
„წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
18 აგვისტო 2026, 17:04
მსოფლიო
ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და ნაოსნობა იქამდე არ გაიხსნება, სანამ შეერთებული შტატები ურთიერთგაგების მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
18 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა
მოლდოველი ფერმერები უკრაინისთვის ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათების დაწესებას აპროტესტებენ. მოლდოვის ფერმერთა ასოციაცია მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი მთავრობა 21 აგვისტომდე სარკინიგზო გადაზიდვებზე უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფებს არ გადახედავს.


