Imedi /  01 ივლისი 2021, 15:24 / სანდო წყარო

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც ქართველმა გენერალმა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ნიკოლაე-იონელ ჩიუკასთან და რუმინელ კოლეგასთან, გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან შეხვდა.

შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება და არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის საქმიანობაში რუმინული მხარის აქტიური ჩართულობა აღნიშნა. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, სადაც საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, აგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დიალოგსა და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას. ამ მხრივ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა

„რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების პროცესში მიღებული გამოცდილების შეთავაზებით", - აღნიშნა ნიკოლაე-იონელ ჩიუკამ.

საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურებმა კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს და განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა, სამხედრო განათლებისა და გამოცდილების გაზიარება სამხედრო წარმოების კუთხით.

„ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ უკვე ტრადიციული ურთიერთობები, რომელიც გვაქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან, ჩვენს სანდო პარტნიორებთან კავკასიაში. რუმინელი და ქართველი სამხედროები ესწრებიან ერთობლივ წვრთნებს სახმელეთო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალების სფეროებში. როგორც შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოები, ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს ამ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ნატო-საქართველოს ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვის ძალებს შორის პარტნიორობის განმტკიცებასა და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს”, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა დანიელ პეტრესკუმ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბუქარესტში თავის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ყველა სიახლე

23 ივლისი 2021, 23:08

COVID19

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2021, 23:07

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ის გვერდზე წერს.

23 ივლისი 2021, 22:56

COVID19

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 22:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თამთა მეგრელიშვილი

23 ივლისი 2021, 21:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა

ეს იმ სერიიდან არის ოჯახში რომ უვარდებოდნენ, აჰყავდათ და საცვლების ამარა გაჰყავდათ ოჯახის უფროსები საკუთარი შვილების, მეუღლისა და მშობლების თვალწინ. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! თქვენთვის დარჩა რამე ფასეული?! სად ხარ სახალხო დამცველო ნინო ლომჯარია ხმა ამოიღე თუ „პოლიტიკურად“ ღრმა ძილით გძინავს?! სახლის კართან ჩასაფრებული ჟურნალისტების არაპროფესიული ქცევის „სტანდარტის“ სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობაა

ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, არის ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობა, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია
ნიკა მელია

23 ივლისი 2021, 21:18

პოლიტიკა

ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:14

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

23 ივლისი 2021, 21:04

სამართალი

სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

23 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.

გურამ მაჭარაშვილი

23 ივლისი 2021, 20:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

23 ივლისი 2021, 20:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აგრესორი არის აგრესორი, აგრესიისგან გამრიდებელი არის აგრესიისგან გამრიდებელი, აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან

არ არის სასიამოვნო სანახავი და სამწუხაროა, რომ ამ დონემდე მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი ქცევა პარლამენტში, საჭირო ხდება დეპუტატებმა აღკვეთონ მათი მხრიდან მომდინარე აგრესია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

23 ივლისი 2021, 20:42

COVID19

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის ახალ ვარიანტზე იუწყება, რომელსაც ამ ეტაპზე სპეციალისტები იკვლევენ

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის ახალ ვარიანტზე იუწყება, რომელსაც ამ ეტაპზე სპეციალისტები იკვლევენ.

რომან გოცირიძე

23 ივლისი 2021, 20:42

პოლიტიკა

რომან გოცირიძე განცხადებით თეა წულუკიანი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომელიც საკუთრების უფლებას უნდა იცავდეს, იდგა და სხვისი ქონებით პოზიორობდა სცენაზე, - ასე გამოეხმაურა გუშინ სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

გია აბაშიძე

23 ივლისი 2021, 20:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მეტი ნაცაქტივისტი პარტიულ პოლიტიკაში! იქნება ეს „სირცხვილია“ და მისნაირი წარმონაქმნები თუ ნაცტელევიზიების მიკროფონიანი სუბიექტები

სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,ევროპული საქართველოს” მიერ, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილის წარდგენას ეხმიანება.

დავით ქართველოშვილი

23 ივლისი 2021, 20:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი „სირცხვილიას“ წევრებს: გიორგი ნონიაშვილი „ფეისბუქ ჯგუფის თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელია, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა

არშემდგარი „პრაიდის“ დღეებში მე გაგაცანით დახურული ჯგუფი თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა. ამ ჯგუფის დამფუძნებელია გიორგი ნონიაშვილი, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად წარადგინა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნონიაშვილის პარტიულ თანამდებობაზე წარდგენის საკითხს.

ენტონი ბლინკენი

23 ივლისი 2021, 20:08

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თალიბების ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეიძლება შეეცადონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თალიბების ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეიძლება შეეცადონ.

თორნიკე რიჟვაძე

23 ივლისი 2021, 20:04

რეგიონი

ბათუმში იწყება საბავშვო ბაღების, სკოლების, სოციალური სახლების, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობა

დღეს აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ბათუმის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 204 800 000 ლარი შეადგინა. დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბათუმში 81 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. ნაერთი ბიუჯეტი 237 მლნ ლარს შეადგენს.

23 ივლისი 2021, 19:21

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ საუბრობენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისა და ჟანდარმერიის ხელმძღვანელებსა და პრეფექტებს ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 19:20

COVID19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით „იმუშავე საქართველოდან” პროგრამის მონაწილეები აიცრებიან

„იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოში ვაქცინაციას შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.