08 ოქტომბერი 2021, 11:16 / სანდო წყარო

შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამატებით დეტალებს ასაჯაროებს - უწყება ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს

ნიკა კვარაცხელია

ნიკა კვარაცხელია

შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის - თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა - ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი.

„მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დეტალურად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აიღეს სხვადასხვა კვალი, ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და სხვადასხვა ნივთი. საქმეზე დაიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, ​ჩვენებებისა და საქმის დეტალების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობისა და დანაშაულის მოტივის დასადგენად დაისახა რამდენიმე საგამოძიებო ვერსია, რომელთა გადასამოწმებლად, ინტენსიურად ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება.

„ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და ამოიღეს საქმისათვის მნიშვნელოვანი კვლები. დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის - გ.კ.-ის ვინაობა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული თანმიმდევრული და კვალიფიციური მუშაობის შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი - უშუალოდ მსროლელი პირის - ა.ჭ.-ის ვინაობაც. სამართალდამცველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულების მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას“, - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ათობით ჩანაწერი.

„გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული. საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა. ძებნილ ბრალდებულთა დასაკავებლად ორიენტირებული იყო ყველა ოპერატიული დანაყოფი. სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლინდა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებსა და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენასა და დაკავებას.

„2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს. პოლიციამ დაადგინა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა, აქტიური დევნის შედეგად, ისინი დააკავეს. ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახია მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2021, 15:51

მსოფლიო

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 15:45

ეკონომიკა

კახა კალაძე: როგორც ქალაქის მერსა და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი შემოვიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. სიმბოლურად, ლენტი თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილთან ერთად გაჭრა.

26 ოქტომბერი 2021, 15:42

საზოგადოება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს, რომელიც საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიან საბიუჯეტო პროცესში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:41

პოლიტიკა

ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცესკოში განცხადება გაკეთდა

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

26 ოქტომბერი 2021, 15:38

კულტურა

თბილისი თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას უმასპინძლებს

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება.

26 ოქტომბერი 2021, 15:32

სპორტი

NBA-ში ისტორიული მატჩი შედგა: ბითაძე VS მამუკელაშვილი

პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ქართული დუელი შედგა. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი” შეხვდნენ. მატჩი ინსიანაპოლისში გაიმართა და მილუოკელთა გამარჯვებით – 119:109 დასრულდა, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია წერს.

26 ოქტომბერი 2021, 15:25

პოლიტიკა

ირინა ლომინაძე: პაატა ბურჭულაძეს, როგორც საოპერო მომღერალს, უდიდეს პატივს ვცემ - როგორც პოლიტიკოსს მე მას არ შევხვდები

პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ როდისმე იმღერებს ჩემ თეატრში, თუმცა როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდები, - ამის შესახებ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:18

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს

ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:16

ეკონომიკა

თბილისში, ​ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კომპანია „რედიქსის“ ინვესტიიცით აშენებული საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ პრემიერმა და თბილისის მერმა გახსნეს. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მედია და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

26 ოქტომბერი 2021, 15:12

მსოფლიო

The Times of Israel: უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან

უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:11

სპორტი

თეა წულუკიანი ველოსპორტის ფედერაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, ომარ ფხაკაძესა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ველოსპორტში არსებულ გამოწვევებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:09

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს ამბასადორიალზე მონაწილეობას მიიღებს

28 ოქტომბერს, პარიზში, UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს მიწვევით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მიიღებს მონაწილეობას.

26 ოქტომბერი 2021, 14:55

რეგიონი

თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 14:49

სპორტი

ფრანგული Rugbyrama ბექა საღინაძესა და დავით ნინიაშვილს „ლიონის“ მომავლად მოიხსენიებს

ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ „ლიონის“ ნაწილად, რაც არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა Rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს „ლიონის“ მომავლად მიიჩნევს. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 14:44

მსოფლიო

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ზაზა გულიაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 14:42

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის. მისი თქმით, ეთერში გასულ სიუჟეტი სიცრუეა. მერობის კანდიდატი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის მატერიალურ კომპენსაციას 55 555 ლარს ითხოვს, რაც, მისი განმარტებით, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გივი მოდებაძე

26 ოქტომბერი 2021, 14:27

სამართალი

გივი მოდებაძე, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, „მთავარი არხისგან“ ბოდიშსა და სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარს ითხოვს

„ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ამხელს. გივი მოდებაძე, ტელეკომპანიასა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის.

26 ოქტომბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

​პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დავით ზალკალიანის დაბარების საკითხზე სალომე სამადაშვილმა და ნიკოლოზ სამხარაძემ იკამათეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების საკითხი გახდა.

ნიკა მელია

26 ოქტომბერი 2021, 14:19

პოლიტიკა

ნიკა მელია ტელეკომპანია „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს

ნიკა მელიას უარი „იმედს“. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ტელეკომპანია „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ტელევიზიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, თუმცა, პარალელურად, მელიას ყველაზე რეიტინგულ არხზე პირდაპირი ეთერი სურს.

ილჰამ ალიევი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 ოქტომბერი 2021, 14:12

მსოფლიო

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.