18 ოქტომბერი 2021, 18:17 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, მის გაძლიერებას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას გამოხატავს

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ადასტურებს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, მის გაძლიერებას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას გამოხატავს. ეს ვიზიტი ადასტურებს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას, ისევე, როგორც შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლსა და მნიშვნელობას. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ის, რომ თავდაცვის მდივანი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს. ის მიემგზავრება ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად. ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი, ერთი მხრივ, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, მხარდაჭერის გამოხატულება და მეორე მხრივ, საქართველოს მიერ გატარებული ამბიციური, დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის სფეროს წარმატებული ტრანსფორმაციის, ჩვენ მიერ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯების, ამ ნაბიჯების მიმართ ნდობისა და მათი აღიარების მნიშვნელოვანი შედეგი და ერთ-ერთი მკაფიო ინდიკატორი“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

​თამთა მეგრელიშვილი: კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს

„კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს იმ გაუგონარი დანაშაულებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინა!“ - წერს მეგრელიშვილი.

29 ნოემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: "ნაცმოძრაობის" რეალური სახე ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა, ეს არის სექტა და სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას

"ნაცმოძრაობის" რეალური სახე ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა და დღეს კიდევ უფრო მძაფრი ფორმით, იმიტომ რომ ეს არის სექტა და სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციას.

29 ნოემბერი 2021, 12:17

პოლიტიკა

ვრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებენ ფულს სავარაუდოდ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს

​მედიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციიდან კადრები ვრცელდება, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებს მოქალაქე ადამიანებს ფულს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის აქციის მონაწილეა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

29 ნოემბერი 2021, 12:16

სამართალი

საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს

შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, ორივე მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზის სავალ ნაწილებზე იმყოფებიან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებიან აღმაშენებლის ხეივანში არსებულ გადასასვლელ ხიდზეც.

29 ნოემბერი 2021, 12:15

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველი დაშავდა. ვითარების განსამუხტად, პოლიციამ „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

29 ნოემბერი 2021, 12:09

COVID19

ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

29 ნოემბერი 2021, 12:07

საზოგადოება

​საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

29 ნოემბერი 2021, 11:55

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყო. განხილვას თავად ბრალდებულიც ესწრება. საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავს.

29 ნოემბერი 2021, 11:54

საზოგადოება

ტყიბულში, კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცი გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

29 ნოემბერი 2021, 11:52

COVID19

ჯანმო: გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია

გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კელი დეგნანი

29 ნოემბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ

„იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ სცენარში“, - განაცხადა დეგნანმა.

29 ნოემბერი 2021, 11:40

სამართალი

შსს: მოვუწოდებთ სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს - ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, სამუშაო ჯგუფი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპაში გაემგზავრება, სადაც იმ ქვეყნების გამოცდილებას გეცნობა, რომლებმაც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელეს

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

29 ნოემბერი 2021, 11:35

სამართალი

რა ხდება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს

თითქმის ორ თვიანი პატიმრობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სხდომათა დარბაზში პირველად დაესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სასამართლოში უკვე იმყოფებიან სააკაშვილის უფლებადამცველები, ბრალდების მხარე. მედია სასამართლო დარბაზში არ იმყოფება. პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს და შემდეგ კადრებს გაავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:32

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს

საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:31

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები

„დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბექა ბასილაია

29 ნოემბერი 2021, 11:25

სამართალი

ბექა ბასილაია: ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა

„ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი პროცესი, როდესაც რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული. ეს არის პროცესი, რომლისადმი არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არცერთ პროცესზე აქამდე არ ყოფილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა სასამართლო სხდომები და ეს სხდომაც უნდა იყოს გადაცემული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და პროცესზე გავაჟღერებთ. პროცესის შემდეგ ყველა ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებებს“, - განაცხადა ბასილაიამ.

29 ნოემბერი 2021, 11:24

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:12

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება

„ჩვენ მიერ ინიცირებული რეგულაციები გულისხმობს შემდეგს: ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის, გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასაკობრივ ზღვარზეც გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება

„საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით დოკუმენტი პარლამენტში დეკემბრის თვეში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.