imedi /  30 ივნისი 2022, 16:31 / სანდო წყარო

30 ივნისი დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეა

30 ივნისს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული ღონისძიებების კვირეული ოფიციალურად დაიხურა.

„სპორტის 7 სახეობაში მოასპარეზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სიგელები გადაეცათ. მათ სიმბოლური საჩუქრები „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმაც“ გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„წეროვანში პარა-სპორტის შვიდ სახეობაში შეჯიბრებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჭრილმა სამხედროებმა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, პარაფრენბურთში, ძალოსნობასა და როუმინგში გამოსცადეს. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2021 წლიდან აღნიშნავს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სახელმწიფო დაშავებული მებრძოლების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ხათუნა სამნიძე

18 აგვისტო 2022, 14:25

პოლიტიკა

ხათუმა სამნიძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: შენობებზე თავდასხმა, ბლოკირება თუ სხვა არაკონსტიტუციური ფორმები პრობლემას შეუქმნის ქვეყანას

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა საკუთარი ნება კონსტიტუციური მეთოდებით უნდა გამოხატონ. ასე გამოეხმაურა ის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.

ლევან იოსელიანი

18 აგვისტო 2022, 14:24

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩემთვის მთავარია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნო პერიოდის გაუმჯობესება, რადგან მთავარი პრობლემები მაინც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება

ჩემთვის მთავარია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნო პერიოდის გაუმჯობესება, რადგან მთავარი პრობლემები მაინც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

პაატა მანჯგალაძე

18 აგვისტო 2022, 14:24

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: იქ, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ჩართული, პროტესტი ყოველთვის იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და არაძალადობრივი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სადაც ვიქნებით ჩართული, პროტესტი ყოველთვის იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და არაძალადობრივი. ჩემთვის კონსტიტუციური ფორმა არის, აქცია, პიკეტი, პერფორმანსები, ქუჩაში გასვლა, მანიფესტაცია, საპარლამენტო საქმიანობა, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტი და ა.შ., - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, რითაც გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც პრობლემას ვერ ხედავს, თუ მასობრივი პროტესტის პარალელურად, სახელმწიფო შენობებს დაიკავებენ.

ვიქტორ ყიფიანი

18 აგვისტო 2022, 14:20

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: საუბრები, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ „კრედიტ სუისთან“ დავა, არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები

„რა თქმა უნდა, უფლება გვაქს შეფასება მივცეთ კონკრეტულ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან უცნაურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არაერთი შეფასება მიგვიცია შვეიცარიის პროკურატურის მიკერძოებულ მოქმედებაზე - ეს არის ჩვენი უფლება, როგორც მომჩივანის, რომ შეფასება მივცეთ. მაგრამ რამდენად ქმნის ეს შეფასება საფუძველს საჯარო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირებისთვის? ვთვლი, რომ აქ ორგანული კავშირიარ იკვეთება“, - აცხადებს ყიფიანი.

დავით მათიკაშვილი

18 აგვისტო 2022, 14:19

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ISFED-ზე: ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა რაღაცნაირად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა რაღაცნაირად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ასე გამოეხმაურა ის იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს.

ნიკა სიმონიშვილი

18 აგვისტო 2022, 14:15

პოლიტიკა

საია-ს თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა დატოვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გივი მიქანაძე

18 აგვისტო 2022, 14:00

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე

დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის საქმიანობას. ეს არის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვასთან დაკავშირებული ჯგუფის პირველი სხდომა. ამ ჯგუფის მიზანია, რაც პირდაპირ გაწერილია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებში, რომ მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

18 აგვისტო 2022, 13:49

პოლიტიკა

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

„გვქონდა კითხვები ევროკავშირის პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

18 აგვისტო 2022, 13:47

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.

გია აბაშიძე

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: „ლიბერალმა“ ფაშისტებმა ნამდვილ ფაშისტებსაც გადაასწრეს. ისინი შვილებს ეხებოდნენ და შემდეგ თაობაზე აღარ ვრცელდებოდა მათი ტერორი

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-სტატუსს ეხმიანება, სადაც ჩერგოლეიშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის გაკეთებულ განცხადებას კელი დეგნანის მიმართ, კრიტიკულად აფასებს.

ცესკო

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცესკო 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 13:26

რეგიონი

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი ფიქსირდება

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. სწრაფი ტემპით ხდება რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემით აჭარაში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები უსწრებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოლოდინებს და პროგნოზებს.

18 აგვისტო 2022, 13:26

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოზურგეთში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ქალაქ ოზურგეთში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 12:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” განხორციელდეს კეთილსინდისიერად და 2025 წლისთვის ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კახა კალაძე

18 აგვისტო 2022, 12:37

საზოგადოება

კახა კალაძე: გიორგი ანწუხელიძე - ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის

არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან - სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

18 აგვისტო 2022, 12:27

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის მერ ანტონის კამბურაკისს შეხვდნენ.

18 აგვისტო 2022, 12:19

რეგიონი

ოთარ შამუგიამ ოზურგეთში სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.

გია გაბრიჭიძე

18 აგვისტო 2022, 12:10

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძეს: ხალხს არ აინტერესებს "მასობრივი პროტესტი", თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე. თორემ, შენი "კამუფლაჟისა და ავტომატის" ყველა ნაოჭი რუსმა ჯარისკაცებმა სულ ზეპირად იციან

როცა ხედავ, რომ ხალხი კონცერტებზე, რესტორნებში, პლაჟზე დადის ხომ უნდა მიხვდე, რომ სულ შენზე ჰკიდიათ "მასობრივი პროტესტი და შენობების აღება"? იცი, როგორ არ იცი, მაგრამ ბოღმა ხარ და თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას.

18 აგვისტო 2022, 12:08

სამართალი

ყოფილ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რიში სუნაკი
ლიზ ტრასი

18 აგვისტო 2022, 12:07

მსოფლიო

Sky News-ის გამოკითხვით, ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ბრიტანეთის პრემიერი გახდება

ტელეკომპანია Sky News-ის მიერ „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტიის ლიდერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება.