imedi /  01 მარტი 2023, 11:35 / სანდო წყარო

გრიგოლ გიორგაძე: წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, „პირველი არხის“ ეთერში, თავდაცვის კოდექსის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლის წესზე გაამახვილა.

გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების მიზნით, დეტალურად განმარტა ძირეული ცვლილებები და სიახლეები, რომელიც კოდექსის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას უკავშირდება, შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან და რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული სისტემა სამართლიანად არის კრიტიკის ქვეშ.

„ეს სისტემა იყო შესაცვლელი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავდივართ საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც გულისხმობს, რომ წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. დღეს დადგენილი 12-თვიანი ვადა მცირდება, გვექნება სხვადასხვა, ახალგაზრდებისთვის უფრო მორგებული ოპციები, რაც გულისხმობს მათი შეხედულებისამებრ, 6, 8, 11-თვიან სამსახურს. 6-თვიანი სამსახური საბრძოლო დანაყოფებში მსახურს და ინტენსიურ წვრთნას მოიცავს; 8-თვიანი სამსახური როგორც დაცვის, ასევე უზრუნველყოფის სამსახურს გულისხმობს; 11-თვიანი სამსახური ახალგაზრდების უმცროსი სამეთაურო პოზიციებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წვევამდელთა სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები სამხედრო სამსახურს თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის თვალსაზრით უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს უზრუნველყოფს. გრიგოლ გიორგაძემ ყოველწლიურად გასაწვევ პირთა საჭირო რაოდენობასა და იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რაც რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს.

„ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ახდენს კონკრეტული ციფრის გამოყვანას. პირობითად ვამბობთ, რომ ყოველ წელიწადს 5000-7000 ახალგაზრდის გაწვრთნას შევძლებთ. ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთანაც; გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ რეალობიდან გამოდის“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ყველა სიახლე

თეონა აქუბარდია

21 მარტი 2023, 14:52

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა

ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არის ისეთი დაძაბული ურთიერთობა, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მთავრობასა და პარლამენტის უმრავლესობას შორის. ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

21 მარტი 2023, 14:50

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო

პარტნიორების ხმა,მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა.

იაგო ხვიჩია

21 მარტი 2023, 14:39

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ევროკავშირი გამჭვირვალობასა და დაცულობას რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინტერესებისგან ითხოვს

ევროკავშირი გამჭვირვალობასა და დაცულობას რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებია და ინტერესებისგან ითხოვს,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

21 მარტი 2023, 14:35

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ერთადერთი გამოსავალი ჩვენი პარლამენტისთვის არის მომავალი არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერი

ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენი პარლამენტისთვის არის მომავალი არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ჩაწერილია შარლ მიშელის შეთანხმებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

21 მარტი 2023, 14:26

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგი გაიარეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლებმა ევროკავშირის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიარეს.

ხათუნა სამნიძე

21 მარტი 2023, 14:21

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: კანონპროექტი რომელიც დააინიცირა „ქართულმა ოცნებამ“ იყო და არის რუსული კანონი, შეკითხვები ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს

„ეს კანონპროექტი იყო გადმოკოპირებული რუსული კანონპროექტიდან. საუბარი არ იყო ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, საუბარი იყო ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე, როგორიც არის ევროპის ქვეყნები და აშშ. შეკითხვები ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს. არ ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, რომ დაუბრუნდეს ამ საკითხს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რიმა ბერიძე

21 მარტი 2023, 14:15

პოლიტიკა

რიმა ბერაძე ოპოზიციას: თქვენ მიერ უნიჭოდ დაგეგმილმა დესტაბილიზაციის მცდელობამ დააზარალა სახელმწიფო ინტერესები და საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის თემით სპეკულირებას არ წყვეტთ და მას საზოგადოების ორად გახლეჩვის საშუალებად იყენებთ. კანონად არ ქცეული პროექტი რუსულად გამოაცხადეთ და ახალგაზრდების დიდი ნაწილის თქვენი მიზნებისთვის გამოყენება სცადეთ“

ლევან ნიკოლეიშვილი

21 მარტი 2023, 14:11

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მოლდოვამ რუსულ „გაზპრომთან“ განაახლა ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მოლდოვისგან მილიონებს მიიღებს, სანაცვლოდ კი რუსული გაზით გათბება

„მოლდოვა, ქვეყანას რომელსაც არაფერს არ ვერჩი, პირიქით, შეიძლება წარმატებაც კი ვუსურვო. უბრალოდ არ შეიძლება გინდა შინაური და გინდაც გარეული (უცხოელი), საქართველოს და მის ხელისუფლებას ყველაფერში აკრიტიკებდეს და არაფერს არ ამბობდეს მოლდოვის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე“

მამუკა მდინარაძე

21 მარტი 2023, 14:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არ უნდათ ამ ქვეყნის წარმატება, თუ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში

„ადამიანები აღმოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რომლებიც კანდიდატის სტატუსს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს აბამენ იმას, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მათ არ უნდათ კანდიდატის სტატუსი, თუ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში. მათ არ უნდათ ამ ქვეყნის წარმატება, თუ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში - ეს არის მათი მიზნებისა და ზრახვების გამჟღავნება და მტკიცებულება, რატომ მავნებლობენ ქვეყნის მიმართ უკვე წლების განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

21 მარტი 2023, 14:01

რეგიონი

აჭარის პოპულარიზაცია 16 ქვეყნის ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

გამოფენების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტურისტული ასოციაციების, სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ჩეხეთის ტურიზმის სააგენტოსა და ჩეხეთი ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელებთან.

21 მარტი 2023, 13:58

საზოგადოება

„არემჯის“ 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „არემჯის“ სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც კომპანიისგან ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემათ.

მამუკა მდინარაძე

21 მარტი 2023, 13:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილზე: მედიამფლობელობა არ შეიძლება ინდულგენცია იყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ინდულგენცია იყოს ჟურნალისტური საქმიანობა, მედიამფლობელობა, ან ნებისმიერი სხვა სფერო. ამით პოლიტიკოსი დავით კეზერაშვილზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

21 მარტი 2023, 13:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანია, ქვეყანა საომარი პლაცდარმი გახდეს

ერთი წელია ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე სიარული, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ვიღაც აღიარებს, ვიღაც - არა. ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად, საომარი პლაცდარმი გახდეს და შეიჭრას იმ თემაში, რასაც „მეორე ფრონტი“ ჰქვია. ეს არის სიმართლე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

21 მარტი 2023, 13:49

რეგიონი

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა

,,ბიზნეს საქმიანობის ეს დადებითი ტენდენცია განპირობებულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. ეს არის განმაპირობებელი იმ ნდობის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო პოლიტიკას, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შარშანდელი შედეგები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

21 მარტი 2023, 13:45

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: საზღვარგარეთ ახალგაზრდების განათლების და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ 2023 წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება 400 სტუდენტს დაუფინანსდება.

მამუკა მდინარაძე

21 მარტი 2023, 13:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას

ევროპის ყველაზე დიდი პარტია, სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას. რაც საქართველოში მონათლეს რუსულად, ის ამერიკულია ევროპაში, ის ამერიკულია კანადაში, ის ამერიკულია ავსტრალიაში, ის ამერიკულია დიდ ბრიტანეთში, ის ამერიკული ისრაელში და ა.შ., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

21 მარტი 2023, 13:40

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ყველაზე სასარგებლო, ზუსტი რჩევები და რეკომენდაციები შეიძლება თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა გვითხრან

„როდესაც ამ დღეს აღვნიშნავთ, ან ფერადი წინდებით ვპოზირებთ ხოლმე ეკრანებთან, ან ვესაუბრებით მესამე პირებს, მაშინ, როდესაც ყველაზე სასარგებლო, ზუსტი რჩევები და რეკომენდაციები თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა შეიძლება გვითხრან“.

21 მარტი 2023, 13:39

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

შუმანის ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, რათა მონაწილეებმა კოლექტიურად შეაფასონ განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე, განიხილონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

დავით მათიკაშვილი

21 მარტი 2023, 13:35

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილის შეფასებით, მარგველაშვილი ანტიკონსტიტუციურ მისწრაფებებს ესარჩლება, რომელიც არჩევს რომელ რადიკალთან ითანამშრომლოს: კეზერაშვილთან თუ გახარიასთან და მერაბიშვილთან

„ელექტორალურად სრულიად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, რომელთაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ, არ აკლებენ მცდელობას, გააღრმავონ რადიკალიზაციის ნიშნული, ტყუილების პროპაგანდით საზოგადოებაში გამოიწვიონ ტემპერატურის აწევა და ძალადობით დააბრუნონ სააკაშვილი ხელისუფლებაში“, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

21 მარტი 2023, 13:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე Politico-ს სტატიაზე: ყველანაირი მტკიცებულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს არც კრემლთან და არც რუსეთთან

„პირველ რიგში, არ ვიცი საგარეო საქმეთა მინისტრები, საუბრობენ, თუ არ საუბრობენ. მეორე, შეკვეთილი სტატიები ძალიან ბევრი იწერება. რაც შეეხება კრემლთან კავშირზე საუბარს“