გრიგოლ გიორგაძე: ჩვენი მოდელი ძირითადად, არის ფინეთის, ესტონეთის მოდელი, რომელიც თავისთავად გამოდის შვეიცარიული მოდელიდან, რაც ეფუძნება ტოტალურ თავდაცვას, მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადამზადება-მომზადებას

გრიგოლ გიორგაძე
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ჩვენი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა მოვამზადოთ და შევქმნათ გადამზადებული, გაწვრთნილი რეზერვი, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს „პირველი არხის“ ეთერში, სადაც მან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა.
როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ხდება აპელირება, თითქოს სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მონობა, მაშინ, როდესაც ის მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ა.შ.
„შვედეთმა 2017 წლიდან აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ლიეტუვამ 2015 წლიდან. ეს უკავშირდება ყირიმის ანექსიის შემდეგ გაზრდილ საფრთხეებს და სწორედ, აი ამ გარემოში, სადაც ეს საფრთხეები გაზრდილია, ბუნებრივია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის ნომერ პირველი ამოცანა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ლატვიაში და გერმანიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები, რომ აღადგინონ სამხედრო სავალდებულო სამსახური.
„ჩვენი მოდელი ძირითადად, ეს არის ფინეთის მოდელი, ესტონეთის მოდელი, რომელიც თავისთავად გამოდის შვეიცარიული მოდელიდან, რაც ეფუძნება ტოტალურ თავდაცვას, მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადამზადება-მომზადებას“, -განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
მისივე თქმით, წვევამდელთა სამსახური არასწორი სისტემაა, ნაკლებად პოპულარულია და სწორედ მისი შეცვლა მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ იმ ბენეფიტებზე და სამოტივაციო მეთოდებზე ისაუბრა, რაც გაზრდის მიმართვიანობის მაჩვენებელს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ გაიზრდება მიმართვიანობა და ასევე, ნებაყოფლობით მოხდება დაფიქსირება. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება არც დაგვჭირდეს სავალდებულო წესით გავიწვიოთ. ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ, რომ ყველას სურდეს გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური“, - აცხადებს გიორგაძე.
მინისტრის მოადგილემ სოციალური მხარდაჭერის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რასაც თავდაცვის უწყება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობს.
„ჩვენ სახეზე გვაქვს და კარგია, რომ გაგრძელდება ეკონომიკური გაძლიერების ტენდენცია, ეს პირდაპირ მიბმული იქნება ჯარისკაცის პირობების გაუმჯობესებაზე, არა მხოლოდ წვევამდელის, არამედ, პირველ რიგში, პროფესიული სამხედრო მოსამსახურის. ვიცით, რომ ხელფასების 20%-იანი მატება არის ყოველწლიურად სამხედროებისათვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გრიგოლ გიორგაძემ ასევე ისაუბრა მახათას მთაზე მშენებარე „ჯარის ქალაქზე“, სადაც ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ უპრეცედენტო პირობებით შეიძინა ბინა და აღნიშნა, რომ წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, 3 წელიწადში ერთხელ განახორციელოს აღნიშნული ბინათმშენებლობები.
მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეები სარგებლობენ კარგი სადაზღვევო პაკეტით, სოციალური დახმარებით, განათლების თანადაფინანსებით, მაღალი ხარისხის უნიფორმით, კვებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
„ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა არის გაცხადებული პოლიტიკა და ეს მოიცავს წვევამდელებზე ზრუნვასაც“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
ყველა სიახლე

26 მარტი 2023, 10:59
რეგიონი
წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

26 მარტი 2023, 10:26
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

26 მარტი 2023, 09:21
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა
„კიდევ ერთმა კვირამ განვლო თავდაცვის რეჟიმში. კიდევ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა... ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ მის შურისძიების მოტივებთან ერთად ყოველმხრივ დამარცხდეს. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკურად, საერთაშორისო ურთიერთობებში, თავის მცდელობებში, რომ ისტორიული ჭეშმარიტება იმპერიული მითებით ჩაანაცვლოს. კრემლს წაგებული აქვს ჩვენი ხალხის სულიერად დამორჩილების მცდელობაში. ახალი აგრესიისა და კრიზისისგან საიმედო გარანტია სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

26 მარტი 2023, 08:33
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შუშას რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კონტაქტის ხაზს არღვევენ
„2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტის დარღვევით შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი გადაკვეთა, 2 054,0 ნიშნულის სიმაღლე დაიკავა (სარიბაბას მთისგან 2.9 კმ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოსტის საინჟინრო მოწყობა დაიწყო”, - წერია განცხადებაში.

26 მარტი 2023, 08:00
პოლიტიკა
მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით - ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ერი
ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

26 მარტი 2023, 00:49
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

26 მარტი 2023, 00:17
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

25 მარტი 2023, 23:47
რეგიონი
წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 მარტი 2023, 23:13
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ მედიკამენტებში, რომლებიც თურქეთიდან შემოდის
„დაახლოებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შეღავათით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

25 მარტი 2023, 22:36
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 მარტი 2023, 22:19
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს.

25 მარტი 2023, 22:18
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ვეთანხმები კელი დეგნანს, ოპოზიციური მედიაგარემო ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მედიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს:

25 მარტი 2023, 22:15
სამართალი
ზურაბ აზარაშვილი: ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჩვენი პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი გვაქვს - ჩემი სურვილია, რომ ეს ლიმიტი საერთოდ მოვხსნათ
თვეში ერთხელ ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ხდება ფასის დაწესება. ფასის დაწესება ხდება ტენდერის ტიპის აქციონის სახით. იქ ყველა კომპანია აფიქსირებს ფასებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

25 მარტი 2023, 22:02
რეგიონი
წესი-ურავის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 მარტი 2023, 21:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დღეს ლიბერალ-ფაშისტებს ახალი სახელი გამოუჩნდათ - ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე „დიმიტრი ჩიქოვანი“
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

25 მარტი 2023, 21:36
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანია „დედამიწის საათს" შეუერთდა
„25 მარტს, მსოფლიო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის საათს" აღნიშნავს. კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება“.

25 მარტი 2023, 21:33
სამართალი
პროკურორი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წარმართული განახლებული გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა უმაღლესი ევროპული სტანდარტის შესაბამისად
„როგორც სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, არც ერთი უფლება ირაკლი ფირცხალავასა თუ გიორგი ცააძის არ დარღვეულა. მათ მიმართ საქმის განხილვა წარიმართა სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა ასპექტის დაცვით“, - განაცხადა პროკურორმა.

25 მარტი 2023, 21:28
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მიღების, თუ შემდეგი ევროინტეგრაციის, არის არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი
ჩვენი ქვეყნის გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი მთავარი ხაზია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დგას შერიგებაზე, ნდობის აღდგენასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

25 მარტი 2023, 21:15
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი"
„დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

25 მარტი 2023, 21:12
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა