www.imedi.ge /  01 მარტი 2023, 13:10 / სანდო წყარო

გრიგოლ გიორგაძე: „გირჩის“ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ვერ მოდის თანხვედრაში ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება

გრიგოლ გიორგაძე

გრიგოლ გიორგაძე

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში თავდაცვის კოდექსზე ისაუბრა და ყურადღება რელიგიური ინსტიტუტების გამოყენებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების საკითხებზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ საკითხზე ძირითადად ოპონირება ხდება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ მიერ.

„400-გვერდიან კანონპროექტში მხოლოდ ერთი საკითხი არის მათთვის საინტერესო. ამის საფუძველია ერთი პოლიტიკური და მეორე - ფინანსური ინტერესი,“ - აღნიშნა მან.

გრიგოლ გიორგაძის თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ, მათივე ინფორმაციით, 40 000 ახალგაზრდას აარიდებინა თავი სამხედრო ვალდებულების მოხდისგან.

„ისინი უყურებენ, როგორც ელექტორატს და რეალურად ატარებენ საარჩევნო კამპანიას. მაგრამ მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ვერ მოდის თანხვედრაში ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მათი მიზანი, მოგახსენეთ რაც არის“, - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ „გირჩის“ მიერ გაჟღერებულ დისკრიმინაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ კანონით ყველა მღვდელმსახური ერთ სამართლებრივ სივრცეში მოაქცია.

„ახლა რა მოცემულობა გვაქვს, იგივე პოლიტიკური პარტია „გირჩი“ როდესაც ამბობს, რომ გვაქვს საქმეზე დისკრიმინაცია, ცვლილებებით, რაც განხორციელდება, დღეს ისინი არ უყურებენ არსებულ სიტუაციას რომ ეს არის დისკრიმინაცია. მოცემულობა არის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“, ანუ, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიებისა, იქნება ეს მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება, ახლა მოხდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება, ანუ არაფერი ცვლილება ამ კუთხით არ მომხდარა, მოცემულობა არ შეცვლილა დღეს რაც გვაქვს“, - აღნიშნა მან.

ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 16:47

თავდაცვა

სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა.

20 მარტი 2023, 16:46

პოლიტიკა

წესებისა და ნორმების დარღვევით წიაღით სარგებლობისათვის ჯარიმა 500 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება

კომიტეტის სხდომაზე სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ ნანა ზამთარაძემ წარადგინა პროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს შეეხება, რომლებიც წიაღით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს განსაზღვრავს.

მანქანიდან გამონაბოლქვი

20 მარტი 2023, 16:39

პოლიტიკა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებით, სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დადგენილი ნორმების დარღვევისათვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა არჩილ ადამიამ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის, ასევე გამოსწორდება კოდექსში არსებული ხარვეზები.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2023, 16:25

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენს წერილში აშკარა ფაქტებია მოყვანილი - ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, რომელიც, როგორც ყოველთვის, სწორ დასკვნას გამოიტანს და სწორ არჩევანს გააკეთებს

„ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში - ჩვენ ხაზს ვუსვამთ გლობალური ომის პარტიის იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების წინააღმდეგ და რომლის ერთადერთი მიზანიც“

რატი ბრეგაძე

20 მარტი 2023, 16:21

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: არც სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ, სამინისტრო არ იქნება წინააღმდეგი, თუ წარმოადგენენ სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთონ. მისივე თქმით, არც სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან უწყებაში არ შესულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ.

რატი ბრეგაძე

20 მარტი 2023, 16:16

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს, წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას.

ირაკლი ხმალაძე

20 მარტი 2023, 16:02

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: 1-ელ აპრილს სისტემა, დაახლოებით, 35 ათას A კატეგორიის ტაქსების ნებართვას დააგენერირებს

„taxi.tbilisi.gov.ge-ზე არის ერთ-ერთი ველი, სადაც განთავსებული იქნება გასაყიდად გამოტანილი ნებართვები. ვისაც სურვილი ექნება, რომ ნებართვა გაყიდოს, ამ ველზე უნდა განათავსოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ნებართვის შეძენა სურს, შეუძლია ამ ველზე მოიძიოს ინფორმაცია გასაყიდი ნებართვების შესახებ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი; გიორგი ამილახვარი

20 მარტი 2023, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და წარმატებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებული მინისტრი იქნება

დღეს წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:49

პოლიტიკა

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილსა და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

„მოგახსენებთ მიმდინარე კვირის დაახლოებით განრიგს. ხვალ ტრადიციულად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კანონპროექტების განხილვა. ოთხშაბათს პროექტებთან ერთად ასევე გვექნება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენა. ასევე, კომიტეტებს გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ ანგარიშები, დარჩენილი რაც არის. ხუთშაბათს იქნება ფინანსთა მინისტრის საათი, პარასკევს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 15:47

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება

„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას“

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მარტი 2023, 15:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას

მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:28

რეგიონი

21-22 მარტს გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მარტი 2023, 15:16

პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

20 მარტი 2023, 15:05

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ მედიას: დაინახეთ, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია.

მიხეილ სააკაშვილი

20 მარტი 2023, 15:04

პოლიტიკა

გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში ისევ არ შეაქვს

გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს. ალასანია ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის მიმართავენ ევროპულ სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარს არც სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ.

გიორგი ჩაკვეტაძე; თენგიზ შარმანაშვილი

20 მარტი 2023, 14:58

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან

გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. ამილახვარი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა იგი განათლების მინისტრად დღეს წარადგინა.

სი ძინპინი

20 მარტი 2023, 14:54

პოლიტიკა

სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, - წერს ჩინეთი ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 14:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია

ვენეციის კომისიამ ჩვენც და მოლდოვასაც მსგავსი რეკომენდაციები მოგვცა. უკრაინის მიმართ ამჯერადაც თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რაც ცოტა საკვირველია, რადგან წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება მის კანონზე დასკვნას, რაც რატომღაც დღემდე არ საჯაროვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 14:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ, როდესაც მოტყუებით საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას, 2022 წლის 2 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, 38 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას

20 მარტი 2023, 14:47

საზოგადოება

დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა

ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება.