30 ნოემბერი 2023, 18:11 / სანდო წყარო

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. კანონპროექტი დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა.

„თავდაცვის კოდექსს“ დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც კოდექსის საფუძველზე წარმოეშვა სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეეძლება გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ასეთ შემთხვევაში პირს, მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, შესაძლებელია, დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიები.

ცვლილება აწესრიგებს სპეციალურ აღრიცხვასთან, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გადავადებასთან, უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გადავადებასთან და გარდამავალი პერიოდისათვის წოდების მინიჭების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

21 თებერვალი 2024, 14:53

ეკონომიკა

მაია ბითაძე: მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
ჟოზეფ ბორელი

21 თებერვალი 2024, 14:51

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა.

გია ცაგარეიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე: შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით.“

გიორგი ვოლსკი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დე იურე საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, თუმცა დე ფაქტო ის არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის სახე და მათი აქტივისტი.

ლევან ბეჟაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:39

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

„გუშინდელ მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მათივე შეფასებითა და კონკრეტული მაგალითებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მომდინარეობს და ეს საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. თუ არ მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციური პარტიებისა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ხატია დეკანოიძე

21 თებერვალი 2024, 14:37

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

რობინ დანიგანი

21 თებერვალი 2024, 14:36

პოლიტიკა

რობინ დანიგანი: ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია - იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია, იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები

„მკაფიოდ გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს, რომ საქართველო ნამდვილად არის მზად იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გააგრძელოს გზა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გაჟღერებული რამდენიმე გზავნილი“

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ტრაექტორია, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპულია - საქართველო მიდის სწორი გზით

უდავოა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან პოზიტიურია ევროკავშირის განზომილებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

ირაკლი კობახიძე და რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:26

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გურამ მაჭარაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო უკვე თავსებადია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან გაწევრიანების კუთხით

ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ახლა უკვე ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანებისთვის ჩვენ, საქართველოს მხარეს პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა

საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან და ძირითად მოთხოვნებთან, თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის თავსებადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:17

პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: პრემიერს შეუძლია ნატო-ს შტაბ ბინიდან წამოიღოს ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის უფრო მეტი და ხელშესახები პროგრამები

„მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეხვედრებს აფასებს.

21 თებერვალი 2024, 14:13

მსოფლიო

ბელგიის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც ოფიციალურად 24 თებერვალს დამტკიცდება. ამის შესახებ ევროპულ საბჭოში ბელგიის წარმომადგენლობა იუწყება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:04

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: სანქციების შემოღების შემდეგ, გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია 1795 უარი, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ექსპორტზე ან რეექსპორტზე პირის მომართვისას უარის 1050-ზე მეტი გადაწყვეტილებაა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე
რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ხვდება

ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ხვდება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:02

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

21 თებერვალი 2024, 13:56

რეგიონი

ონის მერია: უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გელა სამხარაული

21 თებერვალი 2024, 13:56

პოლიტიკა

პარლამენტმა გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია

აღნიშნულ თანამდებობაზე გელა სამხარაულმა ნინო წილოსანი შეცვალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან განაგრძობს.