17 ივნისი 2024, 14:28 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს: დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და ემსახურებიან ყველაზე დიდს, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს ადამიანი, ეს არის სამშობლო და გისურვებთ წარმატებებს, - ასე მიმართა „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს ირაკლი ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრმა პროექტ „ჯარის ბანაკის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ პროექტის განხორციელებაში გვყავს მეგობრები, თანამდგომები. პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს, რადგან პროექტი ასე ვერ განხორციელდებოდა. მართლაც წარმატებული პროექტია. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა უკვე 2300-ზე მეტ ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ უფრო მეტი რიცხვია, ვიდრე შარშან იყო. დისლოკაციის ადგილები გვაქვს სამ ადგილას. ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდებში ასეთი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს წარმომადგენლებს. როდესაც თქვენ [ახალგაზრდები] აქ გაატარებთ ამ დღეებს, გვექნება საუბარი რა თქმა უნდა სამხედრო საქმეზე, ისტორიაზე, იმ ყოველდღიურობაზე, როგორ ცხოვრობს თავდაცვის ძალები და როგორ ვითარდება, მაგრამ საპატრიარქოს თანამონაწილეობით ჩვენ გვექნება საუბარი ასევე იმ წმინდანებზე, იმ მხედართმთავრებზე, რომელსაც უდიდესი როლი ენიჭებათ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში, საპატრიარქოს წარმომადგენლები ისაუბრებენ ასევე მათ გამოცდილებაზე, როგორც კაპელანების, როგორც სამხედრო ნაწილებში, ასევე იმ მისიებში, რომელსაც ასრულებდა თავდაცვის ძალები ქვეყნის გარეთ.

დარწმუნებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ როდესაც დაბრუნდებით სახლებში, დაბრუნდებით სკოლებში მომავალ წელს, გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებას თქვენს თანატოლებს. დაფიქრდებით იმაზე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება თავდაცვის ძალებს იმიტომ, რომ განვითარების გზაზე მდგომ თავდაცვის ძალებს სჭირდება მჭიდრო კონტაქტი ახალგაზრდებთან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და ემსახურებიან ყველაზე დიდს, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს ადამიანი, ეს არის სამშობლო და გისურვებთ წარმატებებს. სიმბოლურია, რომ თქვენ იმყოფებით საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. ასეთი გმირების მხრებზე, ასეთი გმირების ქმედებებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და ასეთი გმირებით ამაყობს ჩვენი თავდაცვის ძალები“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2024, 18:00

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დაასრულეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს მაღალი დონის გუნდებთან ითამაშა. შესანიშნავი გამარჯვებაც მოიპოვა.

მეუფე შიო

21 ივლისი 2024, 17:23

საზოგადოება

მეუფე შიო: უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ, მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე

უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ… მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

21 ივლისი 2024, 17:20

მსოფლიო

კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრების გამო სამ დასახლებულ პუნქტში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრების გამო სამ დასახლებულ პუნქტში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

გიორგი კალანდარიშვილი

21 ივლისი 2024, 17:15

პოლიტიკა

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში, ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

მათივე განცხადებით, პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში დააკვირდა. ის ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

21 ივლისი 2024, 17:13

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ „ჰოდეიდაზე" ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ „ჰოდეიდაზე“ ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა, რომელმაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, ისრაელის რეჟიმის სისასტიკეს აჩვენებს.

21 ივლისი 2024, 16:36

მსოფლიო

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დაცვას 45 000 პოლიციელი, 20 000 სამხედრო მოსამსახურე და უსაფრთხოების კერძო სამსახურების 20 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს.

21 ივლისი 2024, 16:09

მსოფლიო

ბანგლადეშის მთავრობამ სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების და გამოწვეული არეულობის მართვისთვის კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ბანგლადეშის მთავრობამ კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა სტუდენტების მიერ დასაქმების კვოტების წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და გამოწვეული არეულობის მართვა შეძლოს.

21 ივლისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს

მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივლისი 2024, 15:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში

გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!, - წერს ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“.

21 ივლისი 2024, 15:20

მსოფლიო

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეუფე იაკობი

21 ივლისი 2024, 15:00

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 14:54

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

21 ივლისი 2024, 14:19

სამართალი

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივლისი 2024, 14:13

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე!

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

ფოტო: ხალხის ძალა

21 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინას აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა - გადარჩება თუ არა უკრაინა და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

ნინო ფოჩხუა

21 ივლისი 2024, 13:22

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

21 ივლისი 2024, 13:08

მსოფლიო

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა. „ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.

გია აბაშიძე

21 ივლისი 2024, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში „მთის დღეებს“ უმასპინძლეს

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა.