imedi /  17 ივნისი 2024, 18:49 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი თავგადასავლის დასაწყისი, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კოჯორში, „ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბანაკის მასშტაბები ყოველწლიურად ფართოვდება და მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც მზარდია.

„ჩვენ უკვე 2300-ზე მეტ ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ აღემატება შარშანდელ მონაცემს. წელს ბანაკის დისლოკაციის ადგილები საქართველოს მასშტაბით სამ ადგილას გვაქვს და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტისადმი ახალგაზრდებში ასეთი გამოხმაურება და დაინტერესებაა“.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს როგორც თავდაცვის ძალების, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერისთვის, რამაც საზაფხულო ბანაკების მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. მინისტრმა აღნიშნა პროექტის მხარდამჭერების - საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების როლი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა.

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.

.„დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც დაბრუნდებით სახლებში, გაუზიარებთ გამოცდილებას თანატოლებს, დაფიქრდებით იმაზე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება თქვენი ცხოვრება დაუკავშიროთ თავდაცვის ძალებს, იმიტომ, რომ განვითარების გზაზე მდგომ თავდაცვის ძალებს სჭირდება მჭიდრო კონტაქტი ახალგაზრდებთან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და, რა თქმა უნდა, ემსახურებიან ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც შეიძლება ადამიანი ემსახუროს - სამშობლოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2024, 15:18

საზოგადოება

გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 15:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ვაშაძეს: სხვის პარტიას ხარ შეკედლებული, ვის უნდა მოუწოდო გაერთიანებისკენ. ომბუჯგუმ გაჯობა თავის დროზე

ზემოდან აქვთ დაკვეთა მათი პატრონებისგან, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინმეს, რომელიმე ჯგუფს, რომელიმე მიმართულებას, პარტიას ჰყავს სამზე მეტი მხარდამჭერი გაერთიანდნენ და ის სამი ხმაც არ დაკარგონ - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისკენ მოწოდებას გამოეხმაურა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

22 ივლისი 2024, 15:12

მსოფლიო

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთთან ომი დისტანციურად აწარმოონ, რადგან მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად არ არიან, თუმცა დაჩქარებული ტემპით ემზადებიან.

დმიტრო კულება

22 ივლისი 2024, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ჩინეთს პირველად ეწვევა

ეს მისი პირველი მოგზაურობა იქნება პეკინში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. კულებას ვიზიტი მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის მიწვევით ხორციელდება, იტყობინება ჩინური სახელმწიფო მედია. შეხვედრა უკრაინამაც დაადასტურა.

კიმ ჩიტლი

22 ივლისი 2024, 15:02

მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს

როგორც ABC News-ი წერს, ჩიტლი აღიარებს, რომ სააგენტომ ტრამპი სათანადოდ ვერ დაიცვა და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩიტლი თანამდებობას დატოვეს.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:49

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა

„ომისა და გაურკვევლობის დროს მნიშვნელოვანია, ისრაელის მტრებმა იცოდნენ, რომ ამერიკა და ისრაელი ერთად დგანან - დღეს, ხვალ და ყოველთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

22 ივლისი 2024, 14:43

არჩევნები ამერიკაში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს

„ვფიქრობ, ცვლილება არ იქნება. ევროპა დაიცავს საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ეს არა მხოლოდ ევროპელების, არამედ გლობალური სტაბილურობის ინტერესებშიც შედის“, - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.

ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 14:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: „ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

„ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“ და თან მალავენ, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას კი მშვიდობის განსაკუთრებით ეშინია და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები

თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, მშვიდობა კი არის ის, რისიც განსაკუთრებით ეშინია ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

22 ივლისი 2024, 14:39

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია მეტად ვერ გააფუჭებს დამოკიდებულებებს საქართველოსთან და ტრამპი და ამერიკა კი არ ცვლის სიტუაციას, არამედ ქვეყანამ თვითონ უნდა დაიწყოს პრაგმატული მოქმედებები, რათა სრულად გაანეიტრალოს უცხო გავლენები ქართულ პოლიტიკაზე.

22 ივლისი 2024, 14:37

საზოგადოება

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის სარჩელზე: ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ კონსტიტუციას ზურგს აქცევენ

ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ არიან ისინი ვინც კონსტიტუციას ზურგს აქცევენ, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს.

ჟოზეფ ბორელი

22 ივლისი 2024, 14:35

არჩევნები ამერიკაში

ჟოზეფ ბორელი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია

„ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია და არ მსურს ამაში ჩავერიო. ვფიქრობ, ჩემი როლი არ არის, ამერიკელ ხალხს ვუთხრა რა გააკეთონ ან ჩემი პრეფერენციები დავაფიქსირო“, - განაცხადა ბორელმა.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:30

არჩევნები ამერიკაში

Politico: თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს

Politico-ს ცნობით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადადგა ბაიდენმა საბოლოო ნაბიჯი და გადაწყვეტილების შესახებ კვირას, 21 ივლისს ჯერ მხოლოდ უახლეს გარემოცვას აცნობა, თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა კი ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ლელოს“ და NGO-ების გასვლით შეხვედრაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური „ენჯეოები“ არათუ დანამატები არიან პოლიტიკური პარტიების, არამედ, ხშირ შემთხვევაში მათი დავალებების მიმცემები და ხელმძღვანელი რგოლებიც კი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ბათუმში, პარტია „ლელოს“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გასვლით შეხვედრას ეხმაურება. რატი იონათამიშვილის განცხადებით საერთაშორისო სახსრებით დაფინანსებული შეხვედრები, რომელიც საარჩევნო კამპანიის ნაწილია, პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპს.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ხაზარაძესა და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა, მოღალატე-თაღლითების პარტიას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება

ხაზარაძეს და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა. მოღალატე-თაღლითების პარტიას ვერანაირი წარმატება რომ ვერ ექნება, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 14:20

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გახარიამ, გნებავთ ხაზარაძემ და მათმა პარტიებმა რაიმე ფორმით 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

პრინცი ჯორჯი

22 ივლისი 2024, 14:19

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი 11 წლის გახდა

ტრადიციულად, კენსინგტონის სასახლემ პრინცის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ახალი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ჯორჯის დედამ გადაიღო.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესებს

საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

22 ივლისი 2024, 14:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება ჩვენ მხარს დაგვიჭერს იმიტომ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ ამ გამომწვევებით სავსე რეგიონსა და მსოფლიოში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი იქნება.