11 მაისი 2025, 12:56 / სანდო წყარო

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ვაზიანის მე-4 და სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადებში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს. ამ ეტაპზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს საქართველოში მცხოვრები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილებული პირები გაივლიან. გაწვევის მიმდინარე ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულ პირთა რაოდენობით თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი კვოტა სრულად დაკმაყოფილდა.

ვაზიანისა და სენაკის ქვედანაყოფებში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სამხედრო ბაზაზე მოქცევის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, აღჭურვილობა დაურიგდათ და იმ ყაზარმებში განთავსდნენ, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ.

8-კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში და მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში გადანაწილდებიან. 6-თვიანი ვადით გაწვეული პირები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საბრძოლო ქვედანაყოფებში ყოველდღიურად გაივლიან. მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 02:00

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობას აფიქსირებს

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების (Ту-95МС) აქტიურობას აფიქსირებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2025, 01:55

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აღნიშნა ახალი ეკონომიკური შეზღუდვების განხილვის შესახებ.

17 ივნისი 2025, 01:38

მსოფლიო

უკრაინა დრონების შეტევის ქვეშ - კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს

უკრაინა დრონების მასიური შეტევის ქვეშ მოექცა, კიევში კი საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:34

მსოფლიო

„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს

ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2025, 01:26

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ვფიქრობ, შეთანხმება გაფორმდება, ან რამე მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ისრაელის დარტყმების დაწყებამდე უნდა მოეწერა ხელი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის.

17 ივნისი 2025, 00:57

სპორტი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება

მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. ეს საკითხი გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის დღეს გადაწყდება.

17 ივნისი 2025, 00:43

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იტყობინება ირანული მედია, მათ შორის სახელმწიფო მედია Press TV.

17 ივნისი 2025, 00:03

საზოგადოება

ვის ჰქონდა მორგებული ვერძის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა

დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, კენგურუ, ფარაონი, მუხლუხო, თუთიყუში, მედუზა, ვერძი და პანტერა.

რაფაელ გროსი

17 ივნისი 2025, 00:03

მსოფლიო

რაფაელ გროსი: ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 23:55

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს

ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 23:37

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული პროგრამა კიბოს ჰგავს - როცა გაქვთ კიბო, რომელიც გემუქრებათ სიკვდილით, მას ამოკვეთთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ არის გაკვირვებული, რომ ირანი ახლა მოლაპარაკებებს ითხოვს ისრაელის თავდასხმების შესაწყვეტად, რადგან, მისი თქმით, „მათ სურთ, დაუბრუნდნენ [ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების] სიკვდილის იარაღის წარმოებას“.

ირაკლი კირცხალია

16 ივნისი 2025, 23:32

პოლიტიკა

კახი კახიშვილი: პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა

ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიდეონ საარი

16 ივნისი 2025, 23:19

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ოპერაცია არ დასრულებულა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანში ოპერაცია არ დაუსრულებია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 23:12

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სააგენტო Associated Press-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია.

ეფი დეფრინი

16 ივნისი 2025, 23:06

მსოფლიო

„ცაჰალის“ სპიკერი: ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება.

16 ივნისი 2025, 23:00

საზოგადოება

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა.

16 ივნისი 2025, 22:58

მსოფლიო

„ცაჰალი“: ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ

ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს.

დავით მათიკაშვილი

16 ივნისი 2025, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“

„პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 22:26

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია

ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 22:13

მსოფლიო

ირანის სახელმწიფო მედია: ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.