ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი სამხედრო მოსამსახურეები არიან და კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა.
რეკრუტებმა რვა კვირის განმავლობაში გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT), რომლის ფარგლებშიც განივითარეს ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო უნარები და შეისწავლეს საერთო საჯარისო წესდებები.
ფიცის დადების ცერემონიას საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, რეკრუტების მშობლები და ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
ღონისძიების შემდეგ სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას გაცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა.
ყველა სიახლე

19 ივლისი 2025, 09:47
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

19 ივლისი 2025, 09:33
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა.

19 ივლისი 2025, 09:27
მსოფლიო
Reuters: ავსტრალიამ უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები გადასცა
ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები გადასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 09:19
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 ივლისს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +35 და ღამით +24 გრადუსია მოსალოდნელი.

19 ივლისი 2025, 09:00
მსოფლიო
რუსეთმა ოდესა დრონებით დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
რუსეთმა გვიან ღამით ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 02:56
მსოფლიო
The Spectator: უკრაინელებმა დაკარგეს რწმენა ზელენსკის მიმართ
უკრაინა კრიტიკული სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური კრიზისის წინაშე დგას, რომელიც ქვეყანას შიგნიდან განადგურებით ემუქრება - ტრამპის ბოლოდროინდელი მხარდაჭერის მიუხედავად, სიტუაცია საგანგაშო რჩება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი.

19 ივლისი 2025, 01:24
მსოფლიო
Bild: გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საკუთარი სისტემები უნდა მიაწოდოს და არა აშშ-ისგან შეისყიდოს, როგორც ეს ადრე იყო დაანონსებული
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საკუთარი სისტემები უნდა მიაწოდოს და არა აშშ-ისგან შეისყიდოს, როგორც ეს ადრე იყო დაანონსებული. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი გერმანიის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 00:49
კულტურა
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 180-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი სპექტაკლის „მთებმა დახუჭეს თვალები“ პრემიერით დაიხურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ნიკოლოზ ჰაინე- შველიძე, მხატვარ მირიან (მირო) შველიძის ხსოვნას ეძღვნება.

19 ივლისი 2025, 00:18
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ერთ თაღლითს, ვიქტორ ყიფიანს მეორე თაღლითზე, გიორგი ბაჩიაშვილზე უთქვამს - მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანიაო. მათთვის „ეთიკა“ ძარცვა და ყაჩაღობაა. ორივე მათგანმა თავიანთი „ეთიკის“ ფარგლებში გაძარცვა ბიძინა ივანიშვილი
ერთ თაღლითს, ვიქტორ ყიფიანს მეორე თაღლითზე, გიორგი ბაჩიაშვილზე უთქვამს - მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანიაო. პრინციპში, ასეც უნდა ეთქვა. ორივესთვის "ეთიკა“ ძარცვა და ყაჩაღობაა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

18 ივლისი 2025, 23:56
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია: ობამას ადმინისტრაციამ იცოდა, რომ რუსეთს 2016 წლის არჩევნების შედეგები არ შეუცვლია
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული სენსაციური დოკუმენტის თანახმად, ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგ იცოდა, რომ რუსეთს მისი შედეგები კიბერთავდასხმებით არ შეუცვლია.

18 ივლისი 2025, 23:52
რეგიონი
დავით შერაზადიშვილი წალკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრ, რევაზ სოხაძესთან, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

18 ივლისი 2025, 23:15
რეგიონი
აჭარის პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე.-მ ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ. -ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

18 ივლისი 2025, 23:12
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ჩვენი მთავრობისთვის ძალიან აქტუალურია განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდების არმიის შექმნა - ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენი განათლებისა და განვითარების პროცესს
„საამაყოა, გერქვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სწორედ ამ უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდნენ ჩვენი სახელოვანი ექიმები, რომლებმაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი და მათი დაარსებული სამედიცინო სკოლები დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს“.

18 ივლისი 2025, 23:04
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენი ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეული თქვენგანის წარმატებაზე, სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და თქვენ ქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს. მჯერა, არასოდეს დაივიწყებთ ჰიპოკრატეს ფიცს და ძალიან მალე თქვენ აუცილებლად იტყვით თქვენს სათქმელს, როგორც შემდგარი პროფესიონალები“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

18 ივლისი 2025, 22:58
რეგიონი
„ამბები ბათუმზე“ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად - „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში შემოქმედებითი საღამო გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში, შემოქმედებითი საღამო „ამბები ბათუმზე“ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ღონისძიება პოეტისა და პროზაიკოსის ფრიდონ ხალვაშის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობდნენ - ლიზა ბაგრატიონი, ნანული აბესაძე, მურმან ჯინორია, ბექნუ ქაფიანიძე, ნინო გულიაშვილი.

18 ივლისი 2025, 22:53
სპორტი
მირიან მაისურაძე სარეიტინგო ტურნირის ვერცხლის პრიზიორია
საქართველოსთვის უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე ეს მეოთხე მედალია. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

18 ივლისი 2025, 22:30
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება
122-ე კეპს მოიხვეჭს ალექსანდრე თოდუა, რითაც დავით კაჭარავას რეკორდს გაუთანაბრდება. 3 ცვლილებასთან ერთად ძირითადში დაბრუნდა ილია სპანდერაშვილი. უცვლელია შერკინების ძირითადი ბირთვი. ღერძზე კვლავ ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იდგებიან, ცენტრში - გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე, ფულბეკი - დავით ნინიაშვილი, ფრთებზე კი - აკაკი ტაბუცაძე და ალექსანდრე თოდუა.

18 ივლისი 2025, 22:25
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ეჭვქვეშ დააყენა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ეჭვქვეშ დააყენა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2025, 22:20
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე ევრობიუროკრატებს: თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის
„ნუ წვალობთ და ასე დანაწევრებულად ნუ გასცემთ თქვენიანებისთვის საკენკს - „სანქციას“. რამდენიმესაათიანი ჟრიამული აქვთ სოცქსელებში“, - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სანქციების მიღმა დარჩენილ პოლიტიკოსებს პოზიცია არ შეეცვლებათ.

18 ივლისი 2025, 21:58
მსოფლიო
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ლონდონში მსოფლიოში პირველი, ელვის პრესლისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული შოუ გაიხსნა
„ელვისის ევოლუცია“ - ამ სახელწოდების შოუ როკ-ენ-როლის მეფის ისტორიას ასახავს. მომღერლის ჰოლოგრაფიული პროექცია ათასობით პირადი ფოტოდან და ვიდეოდან შეიქმნა.