თავდაცვა

21 იანვარი 2022, 14:33

ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტმა ექთანი დაჭრა

მათივე ცნობით შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა. ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, პაციენტმა ექთანს სახის არეში 2 ჭრილობა მიაყენა. ამ ეტაპზე ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

20 იანვარი 2022, 16:56

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში იულიან შიფუს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.

18 იანვარი 2022, 14:57

თავდაცვის სამინისტროში პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლეს

„გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონეთის მხარეს საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით პოლონეთის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა“.

17 იანვარი 2022, 21:45

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯაველინების შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯაველინების შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის აგვისტორში აშშ-ს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ, საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა.

ალეკო ელისაშვილი

14 იანვარი 2022, 17:28

ალეკო ელისაშვილი: მინდა გითხრათ, რომ დაზვერვის სამსახური ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული

ძალიან ზერელე წარმოდგენა მქონდა, თუ რას საქმიანობდა დაზვერვის სამსახური. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. უკვე მერამდენედ ვისმენ მათ ანალიზს და ის არის ძალიან სიღრმისეული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ბერაია

14 იანვარი 2022, 15:51

ირაკლი ბერაია: რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები ბევრია და პრიორიტეტებიც ამ გამოწვევების შესაბამისად გვაქვს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე დახურული შეხვედრა გამართა.

13 იანვარი 2022, 23:07

თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის ძალების მეთაურმა ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის დაწყებამდე კი, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა“.

13 იანვარი 2022, 18:05

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}