imedi /  24 მარტი 2019, 16:11 / სანდო წყარო

მეცნიერები: ადამიანებს შეუძლიათ მაგნიტური ველი იგრძნონ

ადამიანის სხეულს აქვს უნარი იგრძნოს მაგნიტური ველი, რომელიც ადამიანმა მემკვიდრეობით ცხოველთა სამყაროსგან მიიღო. მაგრამ ევოლუციის შედეგად ამ მექანიზმმა დეგრადაცია განიცადა, წერს - techcult-ი კალიფორნიელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით. 

ხუთი ბაზისური გრძნობის გარდა, ადამიანს აქვს რამდენიმე ათეული შინაგანი „სენსორი“, რომლეიც გარემოს მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე რეაგირებენ. გარემოს ძირითადი სიგნალების აღქმა ხდება სპონტანურად, ინტუიციით. ამიტომ ადამიანებმა არ იციან, თუ რა უნარები აქვთ. მაგნიტური ველის შემთხვევაში ეს არის ტვინის აქტივობის ამოფრქვევა, რაც მის გარშემო მაგნიტური გარემოს ცვლილების მიზეზია. 

მეცნიერები კონცენტრირდნენ ალფა-რიტმის ცვლილებაზე. მისი სტაბილური მაღალი დონე უტოლდება ტვინის მოუსვენრობას. თუ ტვინმა რამეზე უნდა მოახდინოს რეაქცია ალფა -რიტმი იცვლება. 

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა 34 ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც სხვადასხვა რასას მიეკუთვნებოდნენ და განსხვავებული სქესი,ასაკი და ფიზიკური განვითარება ჰქონდათ. მეცნიერებმა მათი სრულიად იზოლირება მოახდინეს. ექსპერიმენტის დროს, მათ გარშემო მაგნიტური ველის გარდა არც ერთი პარამეტრი არ იცვლებოდა.  

1 საათის განმავლობაში ექსპერიმენტში მონაწილეები აიძულეს რომ განერვიულებულიყვნენ. ყველა შემთხვეაში, როცა მაგნიტური ველის ვექტორი იყო გადახრილი დაბლა, ალფა-რიტმის ცვლილება ფიქსირდებოდა. ტვინი რეაგირებდა ამ ფაქტორზე. მაგნიტური ველი ასეთ მდგომარეობაშია დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. 

მეცნიერები ამბობენ, რომ მიღებული შედეგების გამყარების მიზნით, ანალოგიური კვლევა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროშიც უნდა ჩაატარონ. 

ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 00:00

საქართველო

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. ფოტო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლდენი გაზი გაუშვეს.

ნინო ლომჯარია

20 ივნისი 2019, 23:56

საქართველო

ომბუდსმენი: საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს!“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქცია

20 ივნისი 2019, 23:55

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას მოქალაქეები ცდილობენ. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. „ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“, - წერს ზურაბიშვილი.

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბახტაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარის პროვოკაციის წყაროდ გამოყენებას ცდილობს

ერი,რომელიც იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რაც დღეს მოხდა. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკვე ძალადობა უწოდა.

20 ივნისი 2019, 23:49

საქართველო

თადუმაძე და მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 შერჩეულ კანდიდატს შორის არიან

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან 50 კანდიდატი შეირჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ფარული კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

20 ივნისი 2019, 23:47

საქართველო

რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები აქციას მართავენ

ისინი აპროტესტებენ ოკუპაციას, თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას. ამბობენ იმასაც, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ძალები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 23:40

საქართველო

საია: პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებისთვის ბოთლების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ იყო ერთი მხარე, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ და რომლებიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, თუმცა იყო მეორე მხარეც , კერძოდ კი პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:30

საქართველო

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. ვიდეო

პარლამენტის წინ სიტუაცია ისევ დაიძაბა, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისვრიან. ისინი პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა ცოტა ხნის წინაც სცადეს, თუმცა მაშინ სამართალდამცველების დახმარებით სიტუაცია განიმუხტა.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:28

საქართველო

საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა. მანამდე მან განცხადება გაავრცელა და ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.

პატრული

20 ივნისი 2019, 23:26

საქართველო

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წყალი დაურიგეს. ვიდეო

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 23:20

საქართველო

თალაკვაძე: სახელმწიფო პარლამენტზე შტურმს არ დაუშვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ოპოზიციას ვაფრთხილებთ, რომ ზღვარს ნუ გადავლენ. პოლიცია ორგანიზებულად მუშაობს თუმცა პოლიტიკოსები აქეზებენ პარლამენტის შტურმისაკენ ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

20 ივნისი 2019, 23:19

საქართველო

გორში წარწერა „რუსეთი ოკუპანტია“ გამოჩნდა

ამ ფაქტს წინ უძღოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ კედელთან შეიკრიბნენ, რომელსაც აგვისტოს ომის ნაკვალევი ამჩნევია.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:13

საქართველო

გერმანიის ელჩი: მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას

"ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ,"- თქვა ელჩმა.

სპეცრაზმელი

20 ივნისი 2019, 23:11

საქართველო

პარლამენტთან 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში მყოფ ჟურნალიტებს სთხოვენ ტერიტორია დატოვონ. როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უცნობია რატომ ატოვებინებენ მათ პარლამენტს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

პარლამენტში მამუკა ბახტაძე მივიდა

პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, პრემიერი პარლამენტში გვერდითა შესასვლელიდან შევიდა. საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც მივიდა.

20 ივნისი 2019, 22:59

საქართველო

ჟურნალისტებს პარლამენტის შენობას ატოვებინებენ

როგორც უწყებაში განმარატავენ ამის მიზეზი მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფრთხოებაა. ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც მედიას მოუწოდებს არ დატოვონ ტერიტორია.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 22:52

საქართველო

კალაძე: პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა

„ის, რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების და პროტესტის მშვიდობიან ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი გახარია

20 ივნისი 2019, 22:40

ძალოვნები

გახარია: როგორც კი საჭიროება იქნება, გადავდგები

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და თავდასხმა პოლიციაზე შესაბამისი შეფასება მოჰყვება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. გახარია მოუწოდებს, ყველამ პატივი სცეს პოლიციელს, რომელიც ვალდებულია, დიაცვას ყველა მოქალაქის უფლება.