imedi /  04 აპრილი 2019, 13:56 / სანდო წყარო

რა საფრთხე ემუქრება დედამიწას შემდეგი ათწლეულების განმავლობაში

გარემოს დაცვა

დედამიწის ბუნებრივი გარემო, რომელიც მოიცავს მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, სწრაფად მცირდება. მოსალოდნელია ადამიანთა მასობრივი მიგრაცია. ამ ყველაფრის ნაზავმა კი დედამიწაზე არსებული სიცოცხლე შესაძლოა უფსკრულის პირას მიიყვანოს. ამის შესახებ გლობალური შეფასების 8000-გვერდიან დასკვნაში წერია, რომელიც პლანეტაზე არსებული მდგომარეობის შესახებ 2005-2018 წლებში შესწავლილ პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

გლობალურ შეფასებაზე მეცნიერები 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ჯამში ნაშრომი 15 000-ზე მეტ წყაროს აერთიანებს.

შეფასების მიხედვით, მოსახლეობის ზრდის პარალელურად შემდეგი 30 წლის განმავლობაში სიმინდისა და სხვა კულტურებისთვის განკუთვნილი საკულტივაციო მიწის ფართობი 724 მილიონი ჰექტრით გაიზრდება, რაც დაახლოებით ავსტრალიის კონტინენტს უტოლდება. მიწის ფართობზე მოთხოვნის გაზრდას ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი გავლენა ექნება. 

ასეთივე შინაარსის დასკვნა აქვს გამოქვეყნებული გაეროსაც, რომლის მიხედვითაც, "მიწის, მცენარეების, ხეების და იმ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება, რომლებიც მცენარეთა დამტვერვაში მონაწილეობენ, საფრთხის ქვეშ აყენებს დედამიწაზე საკვების შექმნის ბუნებრივ პროცესს". 

ასევე საინტერესოა ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ანგარიში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, პლანეტაზე ველური სამყაროს 60 პროცენტი განადგურდა.

მეცნიერები გარეული ცხოველების მასობრივ განადგურებას ტყეთა მასივების შემცირებით, გარემოს დაბინძურების ტემპების ზრდით და კლიმატური ცვლილებებით ხსნიან. მაგალითებს შორის სახელდება სპილოების პოპულაციის შემცირება ტანზანიაში 60 პროცენტით და 100 000-ზე მეტი ორანგუტანგის დაღუპვა ბორნეოში, რაც ტყეების გაკაფვის გამო მოხდა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში განახევრდა დედამიწის წყლებში არსებული მარჯნის რიფები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ოკეანის წყლის ტემპერატურის ზრდის გამო, პოლარული დათვების რაოდენობა 2050 წლამდე 30%-ით შემცირდება.

გლობალური შეფასება საბოლოო სახით მაისში გამოქვეყნდება. მისი პრეზენტაცია 6 მაისს, პარიზში, “იუნესკოს” სათაო ოფისში გამართულ მიღებაზე იგეგმება.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2019, 01:03

კულტურა

Black Eyed Peas-მა სიმღერა Where is the Love ქართველ მსმენელთან ერთად შეასრულა. ვიდეო

"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas-ის კონცერტი დასრულდა. წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ქართველი მსმენელისა და ჯგუფის მიერ ერთად შესრულებული, ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love" იყო.

17 ივნისი 2019, 00:58

ვიდეო

ქართველმა მსმენელმა სიმღერა "Where is the Love" Black Eyed Peas-თან ერთად იმღერა

ბლექ აიდ ფის

17 ივნისი 2019, 00:53

კულტურა

Black Eyed Peas-ის წევრებს სცენის წინ პატარა ბიჭის ცეკვა მოეწონათ და სცენაზე აიყვანეს. ვიდეო

Black Eyed Peas-ის კონცერტის დროს ჯგუფის წევრებმა სცენის წინ მოზარდი ბიჭი შენიშნეს, რომლის ცეკვაც სავარაუდოდ ძალიან მოეწონათ. მათ ბავშვი სცენაზე მიიწვიეს და მასთან ერთად დაახლოებით ორი სიმღერის განმავლობაში ცეკვავდნენ.

17 ივნისი 2019, 00:37

ვიდეო

Black Eyed Peas-მა სცენაზე საცეკვაოდ პატარა ბიჭი მიიწვია

17 ივნისი 2019, 00:28

მსოფლიო

ინდოეთში მწვავე ენცეფალიტის სინდრომს 83 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სავარაუდოდ ენცეფალიტის სინდრომით 83 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობისგან დაავადებასთან საბრძოლველად შესაბამისი ზომების გატარების დირექტივა მიიღო.

დავით ზალკალიანი

17 ივნისი 2019, 00:20

საქართველო

ზალკალიანი დავით გარეჯზე: კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პროცესების განახლება დაიწყო ხელისუფლებამ, პირველი რაც გაკეთდა იყო ის რომ კომისია სრულად განახლდა. "მნიშვნელოვანია, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსი გვქონდეს".

ირმა ინაშვილი

16 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

ინაშვილი: ხშირად ლგბტ ჯგუფები ჩაგრავენ უმრავლესობას

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება შეაფასა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უმცირესობა, კონკრეტულად კი ლგბტქ ჯუფი ხშირად ჩაგრავს უმრავლესობას. „მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ“.

კლაუს მედსენი

16 ივნისი 2019, 23:37

მსოფლიო

გერმანიის ქალაქის მერი უცხოელი პირველად გახდა

ბიზნესმენმა 57 პროცენტით დაამარცხა მეტოქე. კოპენჰაგენში დაბადებული კლაუს მედსენი გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობდა, რის შემდეგაც როსტოკში დასახლდა, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა არ მიუღია. ამ ქალაქს უცხოელი მერი პირველად ეყოლება.

პრაიდი

16 ივნისი 2019, 23:32

საქართველო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2019, 23:19

სპორტი

პრეზიდენტმა უშუისტებს ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გარმართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალია.

ფეხსაცმელი

16 ივნისი 2019, 23:10

ტაბლოიდი

9 საინტერესო ისტორიული ფაქტი ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ

საიდან იღებს სათავეს და როგორ ვითარდებოდა ელეგანტური, ზოგჯერ კი მტკივნეული - ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია? BBC Rado 4-მა მოამზადა სტატია, რომელშიც ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

16 ივნისი 2019, 22:34

მსოფლიო

ლიონში ფრანგმა ჯარისკაცებმა შეიარაღებულ კაცს ესროლეს

Euronews-ის ცნობით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძებიება, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა და მისი მოტივი უცნობია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

უამინდობა

16 ივნისი 2019, 22:23

მსოფლიო

ევროპაში უამინდობამ მსხვერპლი გამოიწვია

ევროპის ნაწილში უამინდობამ წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. euronews-ის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიონში დაახლოებით ჩოგბურთის ზომის სეტყვამ ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სამანქანო გზები და დაზიანდა სახლები. უამინდობამ პრობლემები შექმნა პოლონეთშიც.

გლობალური დათბობა

16 ივნისი 2019, 21:59

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება.

16 ივნისი 2019, 21:54

ვიდეო

ლევან ვასაძე ლეგიონის შექმნით იმუქრება

16 ივნისი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში კუბის ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 31:21 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე იყო.

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია