imedi /  07 აპრილი 2019, 16:40 / სანდო წყარო

კვლევა: ინტერნეტს დღეში მილიონი ახალი მომხმარებელი ემატება

ინტერნეტი

2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, ინტერნეტს ყოველდღიურად საშუალოდ მილიონი ახალი მომხმარებელი ემატება, - ამის შესახებ წერია ანგარიშში “ციფრული 2019”. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

მერვე ყოველწლიური ანგარიში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის და სოციალური მედიის მოხმარებას აჯამებს.

კვლევის მიხედვით, ინტერნეტის მომხმარებლების 92 პროცენტი ვიდეოებს ონლაინ უყურებს, ანუ, 2019 წლის მონაცემებით, საშუალოდ 4 მილიარდი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დედამიწაზე ტელევიზორი სახლში 6 მილიარდ ადამიანს აქვს. მომხმარებლების 23% ონლაინ თამაშობს და 16% სპორტულ შეჯიბრებებს ინტერნეტში უყურებს.

ზრდა დაფიქსირდა სოციალური მედიის მოხმარების ხანგრძლივობაშიც. GlobalWebIndex-ის მონაცემებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები საყვარელ პლატფორმაზე დღეში საშუალოდ 2 საათს და 16 წუთს ატარებენ. ეს მთლიანად ინტერნეტში გატარებული დროის დაახლოებით მესამედია.

სოციალურ ქსელებს შორის კვლავ Facebook-ი დომინირებს. სხვებთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა როგორც მისი მომხმარებლების რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობაც.

2019 წელს ინტერნეტი მოიხმარა 4.39-მა მილიარდმა ადამიანმა. ზრდამ 2018 წლის იანვართან შედარებით, 366 მილიონი შეადგინა. დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 7.676 მილიარდია.
საშუალოდ, მომხმარებელი ინტერნეტში დღეში 6 საათს და 42 წუთს ატარებს.

ჩრდილოეთ ამერიკის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები მოსახლეობის 95 პროცენტით, ინტერნეტ-მოხმარების ლიდერები არიან. შემდეგ მოდის: დასავლეთ ევროპა-94%, სამხრეთ ევროპა-88%, აღმოსავლეთ ევროპა-80%, სამხრეთ ამერიკა-73%, დასავლეთ აზია-66% და ცენტრალური ამერიკა-63%. ბოლო ადგილზეა აფრიკის კონტინენტის შუაგული 12%-ით.

ვებგვერდებს შორის, ყველაზე ხშირად ადამიანები Google-ს სტუმრობენ. მეორე ადგილზეა Youtube. გასულ წელთან შედარებით, სოციალურ მედიაში 288 მილიონით მეტი ადამიანი გაწევრიანდა.

მობილური ტელეფონი დედამიწაზე 5.11 მილიარდ ადამიანს აქვს, ანუ გლობალური მოსახლეობის 2/3-ს. გასულ წელთან შედარებით, ეს 100 მილიონით მეტია. 3.26 მილიარდი 2019 წელს სოციალურ მედიას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. აქაც ზრდაა: 297 მილიონით მეტი - 2018 წლის იანვართან შედარებით. მობილურ ტელეფონებზე მოდის ინტერნეტის მოხმარების დროის თითქმის ნახევარი.

ინტერნეტ-ვაჭრობა 14%-ით გაიზარდა და ციფრული ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაცია Statista-ს მონაცემებით, ჯამში 1.78 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ონლაინ ნივთები გასულ წელს 2.8 მილიარდმა ადამიანმა შეიძინა.

რაც შეეხება საქართველოს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს 2016 წელს 2 104 906 ადამიანი მოიხმარდა. 2018 წელს, ინტერნეტს მოსახლეობის 65% იყენებდა.საინტერესოა, რომ ინტერნეტს საქართველოში კაცები უფრო ხმარობენ (65.5%), ვიდრე ქალები (62.6%)

ქალაქის მოსახლეობაში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 75.1%-ს შეადგენს, სოფელში - 49.8%-ს. სოფლებში ინტერნეტის მოხმარება ბოლო წელს 4.7%-ით გაიზარდა. ინტერნეტის მომხმარებლებს შორის, თითქმის ყოველდღიურად მას 89.7% იყენებს. ეს წინა წელთან შედარებით 3.8-პროცენტიან ზრდას შეადგენს.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 20:47

მსოფლიო

მედია: ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „ალ არაბია“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობები. აღსანიშნავია, რომ ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი პიროტექნიკის საწყობში მდებარეობდა, თუმცა აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიხეილ ჩხენკელი

04 აგვისტო 2020, 20:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა. მისი განცხადებით, საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.

04 აგვისტო 2020, 20:24

COVID19

ნიუ-იორკში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ქალაქ ნიუ-იორკში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსი საქართველო

04 აგვისტო 2020, 20:21

COVID19

ელიავას ბაზრობის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ გამოუვლინდა

„ბაზრობები, მოგეხსენებათ, სერიოზული თავშეყრის ადგილებია და მომატებული რისკია. ამიტომ, ამ ტიპის ე.წ. რანდომული კვლევები შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩატარდეს სხვადასხვა ბაზრობაზე მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად დიდი მობილობისა ბაზრობებზე, სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ალეკო ელისაშვილი

04 აგვისტო 2020, 20:16

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს რეგიონებშიც წარადგენს

საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება. შესაძლოა, 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში არა, მაგრამ ნამდვილად გვეყოლება", - ამის შესახებ პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ნინო ლომჯარია

04 აგვისტო 2020, 19:57

საზოგადოება

ომბუდსმენი: კორონავირუსის პანდემია გენდერულ თანასწორობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

„ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე“.

პოლიცია ზუგდიდი ავარია

04 აგვისტო 2020, 19:55

სამართალი

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დიდი სიჩქარით მოძრავმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდებარე ხეს შეასკდა.

04 აგვისტო 2020, 19:42

COVID19

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

04 აგვისტო 2020, 19:41

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქება მოხდა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში აფეთქება მოხდა. Al-Arabia წერს, რომ აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა. დაზიანებულია ახლომდებაბრე შენობები. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

კორონავირუსი აფხაზეთი

04 აგვისტო 2020, 19:37

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. აქედან, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 19:28

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 561 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 561 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 750 318 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 94 665 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

04 აგვისტო 2020, 19:25

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 32 910 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 473 ადამიანი, 28 358 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

04 აგვისტო 2020, 19:21

COVID19

გერმანიის ექიმთა ასოციაცია: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დადგა

გერმანიის ექიმთა ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დადგა.

ამირან გამყრელიძე

04 აგვისტო 2020, 19:18

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა

„ყოველ თვე-ნახევარში ერთხელ ანალიზს ვაქვეყნებთ და უკვე მესამე გამოქვეყნებული ანალიზი 11 ივლისის მონაცემებით არის შესრულებული. სწორედ იქ ნახავთ, რომ ინფიცირებულების საერთო რაოდენობის მიხედვით მომზადებულ მეორე და მესამე გამოცემებში, ხვედრითი წილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებისა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, მარტსა და აპრილში“.

იკერ კასილიასი

04 აგვისტო 2020, 19:08

სპორტი

იკერ კასილიასმა კარიერა დაასრულა

კარიერის უდიდესი ნაწილი კასილიასმა მადრიდის „რეალში“ გაატარა, 2015 წელს კი პორტუგალიურ „პორტუში“ გადავიდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა ფეხბურთის ისტორიაში. ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2008 და 2012 წელს კი ევროპის პირველობა. „რეალის“ შემადგენლობაში სამჯერ გახდა ჩემპიონატი ლიგის გამარჯვებული, ხუთჯერ კი ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. „პორტუსთან“ ერთად ის პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია.

04 აგვისტო 2020, 19:00

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

04 აგვისტო 2020, 18:55

საზოგადოება

რა ვალდებულება ეკისრებათ საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს

საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება. წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა.

ირმა ჭკადუა

04 აგვისტო 2020, 18:51

სამართალი

ბრალდებულ ბუსა ჟვანიას ადვოკატი ირმა ჭკადუა: ამ ეტაპზე არ ვიცი, აღიარებს თუ არა ბუსა ბრალს

ამ ეტაპზე არ ვიცი, აღიარებს თუ არა ბუსა ბრალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუსა ჟვანიას ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. ჭკადუას თქმით, მისი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. „საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბუსას პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი ცაგარეიშვილი

04 აგვისტო 2020, 18:48

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებს ვერც „ევროპული საქართველო“, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“

„თავიდანვე ვფიქრობდი და ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობ ამ ბატონებსა და ქალბატონებს ძალიან კარგად, რომ ეს ვერ მოხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა ამ პარტიებს გამოიყენებდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და შემდეგ გადააგდებდა სანაგვეზე, სადმე შორს თავისგან, რაც მოხდა კიდევაც. გაერთიანებული ოპოზიცია ვერ შედგა, დაიშალა, ვერ ჩამოყალიბდა ერთ ბლოკად და ვერც ჩამოყალიბდება მომავალში. ეს გადაადგილებები და ურთიერთბრალდებები, დაპირისპირებები ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მხოლოდ დასაწყისია ამ ბალაგანისა. ნახავთ, როცა პარტიულ სიებზე იქნება საუბარი, იქ უფრო გამძაფრდება ვნებები, იქ უფრო ბევრი ადამიანი გამოიქცევა, სადღაც გადაბარგდება, სულ წავა პოლიტიკიდან, გაებუტება თავის პარტნიორს. შეიძლება მუშტი-კრივიც გამართონ სადმე, რომელიმე ფანჩატურში. ეს გაგრძელდება ძალიან ხილულად და ამას ჩვენი ამომრჩეველი დაინახავს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

04 აგვისტო 2020, 18:48

სამართალი

შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აშშ-ის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობისთვის მზადაა და ამ მიზნით, გარდაცვლილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.