imedi /  09 აპრილი 2019, 14:50 / სანდო წყარო

კვლევა: წინაპრების ემოციური ტრავმები შვილს გენეტიკურად გადაეცემა

გენეტიკა

იცით თუ არა, რომ პირადი სტრესული გამოცდილების გარდა თქვენ გარკვეულწილად წინაპართა ემოციურ მემკვიდრეობაზეც ხართ დამოკიდებული? მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ თქვენი მშობლების მიერ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მიღებული ტრავმის შედეგებს თქვენ დღესაც იმკით. BBC Future-მა ეს საკითხი ისტორიულ კონტექსტში განიხილა და თემის შესახებ მკვლევართა განსხვავებულ აზრებს მოუყარა თავი.

რა კავშირია ტრავმასა და გენეტიკას შორის?

ადამიანი ყალიბდება იმ გენებისგან, რომლებიც მას მშობლებისა და ბებია-ბაბუისგან გადაეცა. უახლესი სამეცნიერო კვლევის მიხედვით კი, სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულე თუ ძალადობა უკვალოდ არ ქრება.

1864 წელს, როცა აშშ-ში სამოქალაქო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, კონფედერაციულ ბანაკებში ტყვეებს ძალიან რთულ პირობებში უწევდათ ყოფნა. აქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, გადარჩენილებს კი მიღებული ფიზიკური თუ ფსიქიკური ტრავმები მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდათ. ყოფილი ტყვეები საზოგადოებაში შერყეული ჯანმრთელობით დაბრუნდნენ და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი არც თუ ისე სახარბიელო იყო. თუმცა სირთულეების გადალახვა მხოლოდ მათ არ უწევდათ, ამან განსაკუთრებული გავლენა იქონია ყოფილი ტყვეების შვილებსა და შვილიშვილებზე. ეს გავლენა კი მათ გენეტიკურად, მამრობითი ხაზით გადაეცემოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების შთამომავლები ბანაკში პირადად არ ყოფილან, მათ შორის სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ამ ფაქტს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ყოფილმა ტყვეებმა მათ მიერ მიღებული ტრავმების გარკვეული ელემენტები თავიანთ შთამომავლებს მემკვიდრეობით გადასცეს. სხვა გენეტიკური მაჩვენებელებისგან განსხვავებით, ეს არ იყო გამოწვეული გენეტიკურ კოდში მომხდარი ერთგვარი მუტაციით. ამიტომაც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორ შეუძლია ამა თუ იმ მოვლენას ადამიანის დნმ-ის გამოხატვის მეთოდი შეცვალოს და ეს ყველაფერი შემდეგ თაობებს გადაეცეს. საინტერესოა, რომ ამ დროს დნმ-ი უცვლელი რჩება, მაგრამ მიმდინარეობს ეპიგენეტიკის პროცესი. ამ დროს მცირე ქიმიური ნაწილაკები ემატება და აკლდება ადამიანის დნმ-ს იმ გარემო პირობების შესაბამისად, რომელშიც მას უწევს არსებობა. ეს მოლეკულები ამატებს და აქრობს გენებს, რათა უფრო მკვეთრი ცვლილებისგან დაიცვას ადამიანის გენოფონდი.

რა გავლენას ახდენს მშობლის ტრავმა შვილზე?

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, რომლებიც თქვენი ცხოვრების განმავლობაში განვითარდა, მომავალში მკვეთრი და თვალსაჩინო შედეგები ექნება. თქვენი მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენი ოჯახის მომავალ თაობებზე აისახება. დღითიდღე იზრდება კვლევების რაოდენობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრავმის შედეგები ეპიგენეტიკის საშუალებით, შესაძლოა, თაობებს გადაეცეს.

კონფედერაციული ბანაკებიდან დაბრუნებული ამერიკელი სამხედრო ტყვეების შვილების (მამრობითი სქესი) სიკვდილიანობა 11%-ით მაღალი იყო, ვიდრე ომის ვეტერენებისა, რომლებიც ამ ბანაკებში არ იმყოფებოდნენ. ამ ჭარბსიკვდილიანობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში - ინსულტი, უფრო იშვიათად კი კიბო იყო. ამ მემკვიდრეობისადმი ნაკლებ მიმღებელი აღმოჩნდა ყოფილი ტყვეების შთამომავალთა მდედრობითი ხაზი. სქესთან დაკავშირებულ ამ უჩვეულობის ახსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ. მათი აზრით, ეს რომ გენეტიკური ყოფილიყო, ომამდე და ომის შემდეგ დაბადებულ ყველა ბავშვს სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთნაირი ექნებოდა. გენეტიკური ფაქტორის გამორიცხვით კი ყველაზე სწორი ახსნა ეპიგენეტიკური ფაქტორია. მეცნიერების აზრით, ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ ეპიგენეტიკური ეფექტი ზეგავლენას იგრეკ-ქრომოსომაზე ახდენს. ეს მოსაზრება ემთხვევა იმასაც, რომ კრიზისულ პერიოდში შვედურ სოფლებში საკვების ნაკლებობით გამოწვეულმა შიმშილობამ მოგვიანებით გავლენა მოახდინა მამრობითი სქესის შთამომავლებზე, მდედრობითზე კი - არა.

თუმცა ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეებს ბევრი კითხვა აქვთ. როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მამის მემკვიდრეობითი ტრავმის ბრალია და დნმ-თან არანაირი კავშირი არ აქვს? იქნებ ტრავმირებული მამები მიდრეკილნი არიან, შვილებს სასტიკად მოექცნენ და ამ შემთხვევაში მთავარი დარტყმა ვაჟებმა მიიღეს და არა გოგოებმა? ამ მიმართულებით მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ბავშვებს, რომლებიც მამების ბანაკებში მოხვედრამდე დაიბადნენ, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ აღენიშნებოდათ. ტყვეების კონფედერაციული ბანაკებიდან დაბრუნების შემდეგ დაბადებულებს კი სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შეუმცირდათ. შესაბამისად, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ომი, შიმშილი და გენოციდი ეპიგენეტიკურ კვალს ტოვებს იმ ადამიანების შთამომავლებზე, ვინც ეს ყველაფერი გადაიტანა.

ვინ ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას?

მიუხედავად ამ ფაქტებისა და გარკვეული კვლევებისა, მეცნიერთა ნაწილი ეპიგენეტიკურ მემკვიდრეობაზე საუბრისას უფრო ფრთხილობს და ამბობს, რომ ეს ძალზე იშვიათი მოვლენაა. ერთ-ერთი მიზეზად კი სახელდება ის, რომ დნმ-ზე მოქმედი ეპიგენეტიკური ნაწილაკების უმრავლესობა არის მხოლოდ ერთი ტიპის. ისინი დნმ-ის მეტილირებას იწვევს (დნმ-ის მოლეკულის მეტილირება გულისხმობს მის მოდიფიკაციას დნმ-ის ცვლილების გარეშე), ამიტომაც ეს მოლეკულები ცხოვრების დასაწყისში მთლიანად ქრება და დამატების შემდეგ, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებენ არსებობას. მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, ეპიგენეტიკური მემკვიდრეობის კვლევისას არსებობს ქვაკუთხედი: არავინ იცის, ეს ზუსტად როგორ ხდება.

„როგორც კი სპერმა კვერცხუჯრედში მოხვდება, მამის ქრომოსომების ნაკრებიდან დნმ-ის მეტილირება უმალ ქრება“, - ამბობს პროფესორი ენ ფერგიუსონ-სმიტი, რომელიც ეპიგენეტიკას კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობს. „რთული წარმოსადგენია, როგორ შეგიძლიათ თქვენ მიიღოთ ეპიგენეტიკური მემკვიდრეობა, როდესაც ყველა ეპიგენეტიკური ნიშანი უმალ იშლება და მომავალ თაობებში ახალი ყალიბდება“, - დასძენს მეცნიერი.

და მაინც, მკვლევართა მეორე ნაწილი მიჩნევს, რომ არის ქრომოსომების ნაწილი, რომელიც უცვლელად რჩება. პროცესი, რომელსაც გენომური იმპრინტინგი ეწოდება, იცავს მეტილირებას ჰორმონის გარკვეულ წერტილებში. მაგრამ ამ ნაწილში არ არის აღმოჩენილი ეპიგენეტიკური ცვლილებები, რომლებსაც ტრავმასთან რაიმე სახის კავშირი აქვთ. კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეპიგენეტიკური მემკვიდრეობა ძალიან იშვიათად გვხვდება თაგვებში. თუმცა მეცნიერთა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მათ ეს ნიშნები იპოვეს როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ იმის მექანიზმიც კი გაშიფრეს, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. 
 
რა მექანიზმია ეს?

ეს შეიძლება იყოს მოლეკულები, როლებიც დნმ-ს ჰგვანან და ცნობილია როგორც რიბონუკლეინის მჟავა (დნმ-ისგან განსხვავებით მისი მოლეკულა ერთჯაჭვიანია). ის ცვლის გენების ფუნქციონირებას. ბოლოდროინდელმა კვლევებმა მყარი მტკიცებულებები გამოავლინა იმის შესახებ, რომ რიბონუკლეინის მჟავას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტრავმის მემკვიდრეობით გადაცემის მიმართულებით. ციურიხის უნივერსიტეტში თაგვებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა მიზეზშედეგობრივი კავშირი, რაც გამოიხატებოდა როგორც ახალშობილ წრუწუნებში, ისე ტრავმირებულ ბავშვებში ჭარბი კვებითა და ანტისოციალური ქმედებით. მეცნიერებმა ტრავმირებული თაგვების სპერმიდან ამოიღეს რიბონუკლეინის მჟავა და შეიყვანეს იმ ემბრიონებში, რომელთა მშობლები არ იყვნენ ტრავმირებული. ახლად დაბადებულმა წრუწუნებმა ბიოლოგიური მშობლებისგან აბსოლუტურად განსხვავებული, ტრავმირებული სიმპტომები აჩვენეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აქ გარკვეულ როლს რიბონუკლეინის მჟავის მოლეკულის ზომა ასრულებს. უფრო დიდი ნაწილაკი იწვევს საჭმლის მაღალ მოთხოვნილებას, ცვლის ორგანიზმის რეაქციას ინსულინზე და ზრდის რისკს. პატარა მოლეკულები კი დეპრესიისკენ მიდრეკილებას უბიძგებენ.

თუმცა რიბონუკლეინის მჟავის მოლეკულები როგორ ცვლიან თაობების მოქმედებებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ციურიხის უნივერსიტეტში ტარდება ექსპერიმენტი ადამიანებზე, რათა დადგინდეს, მოქმედებს თუ არა იგივე პრონციპი მათზე, როგორც თაგვებზე.

ტრავმა გენეტიკური მხოლოდ მამრობითი ხაზით არის?

თავდაპირველმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ტრავმა გენეტიკურად მხოლოდ კაცებს გადაეცემათ. თუმცა კვლევა მხოლოდ მამრობითი ხაზით იმიტომ კი არა მიმდინარეობს, რომ მეცნიერები ამაში დარწმუნებულნი არიან. ამის მიზეზია ის, რომ კვერცხუჯრედის შესწავლა ბევრად რთულია, ვიდრე სპერმის. თუმცა ეპიგენეტიკური მემკვიდრეობის შესწავლა მდედრობითი ხაზით მომდევნო ნაბიჯია. „საიდანღაც უნდა დაგვეწყო. ჩვენ ვეძებთ ტრავმის მოდელს, რომელიც გვიჩვენებს, რომ მემკვიდრეობითობა არის როგორც ქალებში, ისე კაცებში“, - ამბობენ ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერები.

ტრავმის მემკვიდრეობითობის ეპიგენეტიკური კვლევა ახალი სფეროა, ამიტომაც მასზე ცხარე კამათი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ბევრი კითხვაც არსებობს.

ყველა სიახლე

20 თებერვალი 2020, 17:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

20 თებერვალი 2020, 17:30

ეკონომიკა

ხობში „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

20 თებერვალი 2020, 17:25

საქართველო

მაიკ პომპეო კიბერ შეტევაზე: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამგვარი ქმედება საქართველოში

„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

ანა ფოტიგა

20 თებერვალი 2020, 17:19

საქართველო

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს მიესალმება. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

გიორგი შენგელაია

20 თებერვალი 2020, 17:15

კულტურა

გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გიორგი შენგელაიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

20 თებერვალი 2020, 17:01

საქართველო

საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ია მეტრეველი

20 თებერვალი 2020, 16:45

საქართველო

ია მეტრეველი მერაბიშვილზე: საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს

ხედავთ, კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების დამხობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

გელა გიორგაძე

20 თებერვალი 2020, 16:41

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. გელა გიორგაძეს მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამხედრო განათლება მან 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო.

გერმანია ტერაქტი

20 თებერვალი 2020, 16:39

მსოფლიო

ჰანაუში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის თურქეთის მოქალაქეები არიან

„ევროპაში მზარდი ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უგრძნობლობა ახალ თავდასხმებს იწვევს. დროა, ეს თავდასხმები შეწყდეს. სხვაგვარად, რასიზმი და ქსენოფობია უფრო საგანგაშო დონეს მიაღწევს. დროა, ევროპული ქვეყნები გაერთიანდნენ რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ და ერთი ხმით ისაუბრონ“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 16:30

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: ვანო მერაბიშვილს ხელისუფლების ოპონენტად ვერ ვხედავ

საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის სახით ხელისუფლების ოპონენტს ვერ ხედავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ექსპრემიერის მიერ საპატიმროს დატოვებაზე ჰკითხეს.

ნასერ ელ-ხელაიფი

20 თებერვალი 2020, 16:13

სპორტი

პსჟ-ს პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ელ-ხელაიფის კრიმინალურ გარიგებებთან დაკავშირებით ბრალ წაუყენეს. ინფორმაციას Goal.com-ი იტყობინება. საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელშიც შვეიცარიის პროკურატურის ცნობით, ნასერ ელ-ხელაიფისთან ერთად FIFA-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ჯერომე ვალკეც იყო ჩართული.

გიგი წერეთელი

20 თებერვალი 2020, 15:56

საქართველო

გიგი წერეთელი: ვანო თვითონ განმარტავს, ეს ლაფსუს ლინგვეა თუ მან ასე თქვა

„ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს“, - ასე „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს.

ირაკლი კოვზანაძე

20 თებერვალი 2020, 15:47

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ციფრები ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა საინტერსო და დეტალური ინფორმაცია საფინანსო სექტორში და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ და წარმოდგენილი ციფრები ადასტურებს სამინისტროს გამართულ საქმიანობას.

ვახტან გომელაურის და სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის შეხვედრა

20 თებერვალი 2020, 15:34

ძალოვნები

ვახტანგ გომელაურმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალური მიგრაციის და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რასაც იგი ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით ახორციელებს. მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 15:33

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

„2019 წელს კაპიტალური ხარჯების ათვისების პროგნოზი 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს შეადგენდა. დონორების დაფინანსებული პროექტებისა და მუნიციპალური პროექტების გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა 470 მილიონი ლარით მეტის ათვისება. მთლიანობაში, კაპიტალურ ხარჯებზე 2019 წელს მიიმართა 4 მილიარდ 180 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვალერი გელაშვილი

20 თებერვალი 2020, 15:32

საქართველო

ვალერი გელაშვილი: მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას ბიზნესი ააწიოკა

გამოვიდა ვანო მერაბიშვილი და თავხედური განცხადება გააკეთა, რომ ამ ხელისუფლებას დაამხობს, რაც მორიგი დანაშაულია და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტარმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომლის ცემის ფაქტზეც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა.

20 თებერვალი 2020, 15:26

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრი გაგუას კლინიკას ეწვია და საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა მიულოცა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი-ს“ სერტიფიცირება „საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და წარმატება პირადად მიულოცა.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 15:16

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

20 თებერვალი 2020, 15:02

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტმა ჰანაუში მომხდარი თავდასხმა დაგმო

„ჩემთვის შოკი იყო, როცა ჰანაუში ტერორისტული აქტის შესახებ შევიტყვე. დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებ. ყველა იმ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებ, ვისაც რასიზმის საფუძველზე სიძულვილი ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის მოქალაქეების უმეტესობა გმობს ამ დანაშაულს და რასიზმის, სიძულვილისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შემთხვევის ადგილი

20 თებერვალი 2020, 14:53

მსოფლიო

ავსტრალიაში სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევას სულ ცოტა 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ რამდენიმე მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამ ეტაპზე კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.