imedi /  17 აპრილი 2019, 21:16 / სანდო წყარო

როგორ ჩხუბობენ Facebook-ის მმართველები ბოლო წლის სკანდალების ფონზე

მარკ ცუკერბერგი

მარკ ცუკერბერგი

ჟურნალმა Wired-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც კომპანია Facebook-ის შიგნით, ბოლო 15 თვის განმავლობაში, დიდი სკანდალების ფონზე შექმნილ ვითარებას ეძღვნება. სტატიისთვის Wired-ის მთავარი რედაქტორი ნიკოლას ტომპსონი და ჟურნალისტი ფრედ ფოგელშტეინი Facebook-ის 65 მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომელს ესაუბრნენ. მასალაში სამი საგულისხმო ეპიზოდია.

განხეთქილება Cambrige Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო

Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული მასალების მომზადების შესახებ, რომელზეც ბრიტანული The Guardian-ი და ამერიკული New York Times-ი მუშაობდნენ, კორპორაციაში სტატიების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყვეს. კომპანიის PR-განყოფილებაში, რომელსაც Uber-იდან ცოტა ხნით ადრე გადასული რეიჩელ უიტსტოუნი ხელმძღვანელობდა, მოქმედების სტრატეგიის არჩევასთან დაკავშირებით განხეთქილება მოხდა. როგორც Wired-ი წერს, სწორედ უიტსტოუნი იყო კოლექტივში განხეთქილების შემტანი - მას საკუთარი დეპარტამენტის თანამშრომლებთან კონფლიქტები ჰქონდა, მაგრამ კარგი ურთიერთობა აკავშირებდა მარკ ცუკერბერგთან და Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ შერილ სენდბერგთან.

საბოლოო ჯამში, კომპანიამ ქცევის სარისკო სტრატეგია აირჩია, გაავრცელა რა განცხადება მედიაში პუბლიკაციების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, რასაც ჟურნალისტებთან დაპირისპირება მოჰყვა. მაგრამ ამის შემდეგ, ცუკერბერგი და სენდბერგი დიდხანს იკავებდნენ თავს ნებისმიერი საჯარო კომენტარისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამას დაჟინებით სთხოვდა მათ პიარზე პასუხისმგებელი ბევრი თანამშრომელი. ახლა სენდბერგი ამ შეცდომას აღიარებს.  

კონფლიქტი Instagram-ის დამფუძნებლებთან

ცუკერბერგს რამდენიმე წლის განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა Instagram-ის ხელმძღვანელობასთან. Facebook-მა Instagram-ი 2012 წელს მილიარდ დოლარად იყიდა და მათ შორის იმის გამოც, რომ Instagram-ის პოპულარობა ხელს უშლიდა სხვა პროდუქტების პოპულარიზების პროცესს. ამიტომ ცუკერბერგმა ბრძანა, Instagram-ის ხელმძღვანელებს, კევინ სისტრომს და მაიკ კრიგერს მასთან ან სენდბერგთან შეთანხმების გარეშე მედიისთვის ინტერვიუ არ მიეცათ.

Wired-მა გაარკვია, რომ Facebook-ის ხელმძღვანელობა ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ანგარიშის წარდგენამდე მიმოწერაში განიხილავდა იმის აუცილებლობას, რომ Instagram-ის წარმატება დედა-ქსელის მხარდაჭერით უნდა აეხსნათ. უიტსტოუნი ცუკერბერგს ამ ნაბიჯისგან თავის შეკავებას სთხოვდა, თუმცა დასკვნით ანგარიშში ცუკერბერგმა მაინც განაცხადა, რომ Istagram-ის ზრდა პირდაპირ იყო დაკავშირებული Facebook-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებასთან და ამის შემდეგ მალევე Instagram-ის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ Facebook-ი ტრაფიკის გაცვლის პროგრამებს წყვეტს. ცუკერბერგის ამ ქმედებებს მოჰყვა ის, რომ სისტრომი და კრიგერი ჯერ ხანგრძლივ შვებულებაში გავიდნენ, 2018 წელს კი საბოლოოდ დატოვეს კომპანია.

ბრეტ კავანოს მხარდაჭერა

მოსამართლე ბრეტ კავანო, რომელიც დონალდ ტრამპმა აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა, სამმა ქალმა 1980-ან წლებში სტუდენტურ წვეულებებზე სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულეს. სენატში მოსმენების შემდეგ, რომელზეც კავანო და ერთ-ერთი ქალი გამოვიდნენ, ის მოსამართლედ დაამტკიცეს.

Facebook-ში კიდევ ერთი განხეთქილება კომპანიის საჯარო პოლიტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ვიცეპრეზიდენტის, ჯოელ კაპლანის გამო მოხდა. კაპლანი, რომელიც ბრეტ კავანოს ახლო მეგობარია, მის მხარდასაჭერად სენატის სხდომაზე მივიდა, იმ სხდომაზე, რომელზეც სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში შეკითხვებს პასუხობდა. კაპლანმა მოსმენებზე წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ცუკერბერგს და სენდბერგს არ შეუთანხმა. მიუხედავად იმისა, რომ კაპლანი სხდომას კერძო პირის სტატუსით ესწრებოდა და არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, მის მიერ ისეთი ადამიანის მხარდაჭერამ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, Facebook-ის ბევრი თანამშრომლის უკმაყოფილება გამოიწვია.

ერთი კვირის შემდეგ კომპანიამ ეს ინციდენტი სპეციალურ თათბირზე განიხილა, რომლის დროსაც თანამშრომელმა ქალებმა მათ მიმართ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ილაპარაკეს. ცუკერბერგი და სენდბერგი შეკრებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ, კაპლანი კი დისტანციურად, ვიდეოჩართვით. მეორე დღეს მან თავის სახლში კავანოს უმაღლესი სასამართლოს წევრად არჩევას წვეულება მიუძღვნა.

ყველა სიახლე

27 ივნისი 2019, 10:09

მსოფლიო

ვენაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

აფეთქება 5-სართულიან კორპუსში მოხდა. შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველებმა იქ მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. წინასწარი ცნობით, აფეთქება შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სხვა დეტალები უცნობია.

27 ივნისი 2019, 09:55

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მიგრანტების დახმარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერილი კანონპროექტი დაბლოკა

ამ კანონპროექტის მიზანი მიგრანტი ბავშვებისთვის პირობების გაუმჯობესება იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ახალი საიმიგრაციო წესების თანახმად, დაკავებული მიგრანტებს საზღვარზე შვილებს ართმევენ დ სპეციალურ ბანაკში გადაჰყავთ, სანამ მათი მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

27 ივნისი 2019, 09:25

ეკონომიკა

ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ფოლკლორული შოუთი დახვდნენ, ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო. რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით დარჩენას და მოგზაურობას გეგმავს.

ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა

27 ივნისი 2019, 09:11

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში ავსტრალიელი სტუდენტი დააკავეს

29 წლის ალეკ სიგლი ფხენიანში ცხოვრობს და კიმ ირ სენის უნივერისტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს, სადაც კორეულ ლიტერატურას ეუფლება. მისი ოჯახის თქმით, ისინი ვერ ადასტურებენ დააკავეს თუ არა სიგლი. სხვა დეტალები ამ დროისთის უცნობია.

რუსეთი ავიაკატასტროფა

27 ივნისი 2019, 08:55

მსოფლიო

რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ნიჟნეანგარსკის აეროპორტში მოხდა. ბორტზე სულ 43 მგზავრი იყო. გავრცელებული ცნობით, აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ერთ-ერთმა უმტყუნა, რის გამოც ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს 100 მეტრით გაცდა, შენობას შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

ტრამპი-პუტინი

27 ივნისი 2019, 08:39

მსოფლიო

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 28 ივნისს შეხვდებიან

მანამდე დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა. „მე მექნება კარგი საუბარი, თუმცა რას ვიტყვი, ეს თქვენი საქმე არ არის“-ასე მიმართა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს იაპონიაში გამგზავრებამდე.

ბილი დრაგო

27 ივნისი 2019, 08:27

კულტურა

ამერიკელი მსახიობი ბილი დრაგო გარდაიცვალა

ის ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. მიზეზი კი უცნობია. ბილი დრაგომ (ნამდვილი სახელია უილიამ იუჯინ ბეროუზი) კარიერა 1979 წელს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი როლია ფრენკ ნიტი ფილმში „ხელშეუხებელნი“. სულ დრაგომ 107 ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა.

27 ივნისი 2019, 07:56

საქართველო

რუსეთის საკითხზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა ევროსაბჭოში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციისათვის ხმის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

ლოს-ანჯელესი,
კალიფორნია, აშშ

27 ივნისი 2019, 00:56

კულტურა

გამოქვეყნდა 800 მუსიკოსის სია. მათი სიმღერები კალიფორნიაში ხანძრის შემდეგ დაიკარგა

NYT-ის მონაცემებით, Universal-მა, „ფენიქსის პროექტის“ ფარგლებში მუსიკალური ჩანაწერების მეხუთედზე მეტის აღდგენა ვერ შეძლო. ხანძრიდან ორი წლის შემდეგ პროექტი დახურა. გაზეთის ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პროგრამა ძალიან ძვირი უჯდებოდა ან რომ ასლებს უკვე ვეღარ მიაგნებდა.

ემინემი

27 ივნისი 2019, 00:39

კულტურა

რეპერ ემინემს მამა გარდაეცვალა

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი რეპერის ემინემის მამა მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი 67 წლისა გარდაიცვალა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, ემინემი ხშირად კითხულობდა რეპს მამის შესახებ და წუხდა, რომ მან ადრეულ ასაკში მიატოვა.

 სოფიო ქაცარავა

27 ივნისი 2019, 00:36

საქართველო

სოფო ქაცარავა: თბილისში რომ ვყოფილიყავი მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას ხმას მივცემდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო ქაცარავამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საქმეში სოლიდარობა მმართველ გუნდს სტრასბურგიდან გამოუცხადა. „თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას“.

 იანის ადეტოკუნბო

27 ივნისი 2019, 00:01

სპორტი

NBA-ის საუკეთესო კალათბურთელი ცნობილია

NBA-ის (ნაციონალური საკალთბურთო ასოციაცია) სეზონის საუეთესო კალათბურთელად იანის ადეტოკუნბო დასახელდა. „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი საშუალოდ საკალათბურთო მატჩში 28 ქულას აგროვებს. მისი გუნდი კი NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო გახდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

თიკო ქობულაშვილი

26 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერებმა ახალი გეგმა გააცნეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27 ივნისს ისევ 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მსველობას მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების სპიკერებმა თქვეს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

26 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

ევროსაბჭოს ახალ გენერალურ მდივნად ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აირჩიეს

ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

ნათია თურნავა

26 ივნისი 2019, 23:27

ეკონომიკა

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

26 ივნისი 2019, 23:00

თემა

რა ორგანიზაციაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და რატომ დაუბრუნა მან ხმის უფლება რუსეთს?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგინა. მანამდე ორგანიზაციამ მიიღო შესწორებები, რომლებიც რუსულ დელეგაციას ყველა უფლებას,მათ შორის, ხმის უფლებას უბრუნებდა, რაც მას 2014 და 2015 წლებში ჩამოართვეს. სხვა ქვეყნების დეპუტატებმა ამ პროცესის დაბლოკვა მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლეს. უკრაინის დელეგაცია აცხადებდა, რომ რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში მისი დელეგაცია დროებით დატოვებდა ორგანიზაციას;უკრაინელებთან ერთად ფაქტს აპროტესტებდაქართული დელეგაციაც. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკვე უწოდა რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას სამარცხვინო.

26 ივნისი 2019, 22:49

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ინდუსტრიულმა ჰოლდინგი Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა,რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

26 ივნისი 2019, 22:23

საქართველო

ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „თმის ღერი არ ჩამოუვარდება“.

გივი მაჭარაშვილი

26 ივნისი 2019, 22:09

სპორტი

მინსკის ევროპულ თამაშებზე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლი მოიპოვა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გივი მაჭარშვილმა მოუტანა

აქცია რუსთაველზე

26 ივნისი 2019, 21:52

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქვე გამოაცხადეს სიტყვით გამომსვლელებმა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლებულია. .მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა.