imedi /  07 მაისი 2019, 19:41 / სანდო წყარო

რა სიახლეები წარადგინა Microsoft-მა კონფერენციაზე Build 2019

6 მაისს სიეტლში (აშშ) კონფერენცია Build 2019 ჩატარდა. მთავარი რაც მასობრივი მომხმარებლისთვის ამ ღონისძიებაზე მოხდა - ბრაუზერში Edge ცვლილებებია. 2018 წლის ბოლოს Microsoft-მა განაცხადა, რომ საკუთარ ქმნილებებზე უარს ამბობს და ბრაუზერი Chromium-ზე გადაიტანა. ახლა, პირველად მას შემდეგ, კომპანიამ სერიოზული განახლებების მთელი პაკეტი წარადგინა.

განახლებული Edge

ახალ Edge-ს „კოლექციების“ ფუნქციას დაუმატებენ. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ მისთვის საინტერესო ნებისმიერი კონტენტი - ფოტო, ტექსტი თუ ვიდეო - ფანჯრის კუთხეში განთავსებულ სპეციალურ სივრცეში გადაიტანოს. შესაძლებელი ხდება ამგვარად შეგროვებული „კოლექციების“ შენახვა ან მათი გადაგზავნა გარე პროგრამებში, მაგალითად  Microsoft Word-ში.

ახალ Edge-ს დაემატება ასევე მარტივი გადამრთველი კონფიდენციალურობის სამი რეჟიმით იმის მიხდვით, თუ რომელ დონეს აირჩევს მომხმარებელი - „შეუზღუდავს“, „დაბალანსებულს“ თუ „მკაცრს“. ამ არჩევანის მიხედვით ბრაუზერი განსაზღვრავს დაბლოკავს თუ არა სარეკლამო ქსელების მხრიდან მომხმარებლის ქმედებების თვალთვალს. Edge-ში შესაძლებელი გახდება ასევე გვერდების თვალიერება Internet Explorer-ის რეჟიმში - ეს ფუნქცია შესაძლოა დიდწილად იმ კომპანიების თანამშრომლებს გამოადგეთ, რომლებიც მოძველებულ შიდა ვებგვერდებს იყენებენ. ის თუ როდის იქნება განახლებები ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის Microsoft-ს არ დაუკონკრეტებია.

დამატებითი რეალობა

კონფერენციაზე Microsoft-მა მკაფიოდ მიანიშნა, რომ უახლოეს წლებში თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დამატებითი რეალობის განვითარებას მიიჩნევს. პრეზენტაციაზე უნდა წარედგინათ 2019 წლის თებერვალში დაანონსებული AR-ჩაფხუტი Hololens 2: ადამიანის მთვარეზე დაჯდომის რეკონსტრუქცია, ჰაერში „დაკიდული“ რაკეტების, „სატურნი 5“-ის ვირტუალური მოდელებით და მისგან გამოყოფილი კოსმონავტებიანი მოდულით. მაგრამ მსგავსი ვერაფერი წარადგინეს, რის გამოც პრეზენტაციის ერთ-ერთმა წამყვანმა, მწერლმა ენდრიუ ჩაიკინმა იხუმრა კიდეც, რომ ცოცხალი დემონსტრირება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მთვარეზე დაჯდომა. რეპეტიციის დროს ყველაფერმა ბევრად უკეთ ჩაიარა:

 

Microsoft-მა ასევე წარადგინა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომხარებელს შესაძლებლობას აძლევს Hololens-ი ვირტუალურ სივრცეში ერთობლივი მუშაობისთვის გამოიყენოს. ახლა შეიძლება კონფერენციების შექმნა, რომლებშიც შესაძლოა ჩაერთოს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ჩაფხუტით - ისინი ვირტუალურ შენობაში გამოჩნდებიან ავატარების სახით და რეალური დროის რეჟიმში გადააადგილებენ და რედაქტირებას გაუკეთებენ ვირტუალური შენობის კედელზე ჩამოკიდებულ ობიექტებს.

სხვა სიახლეები

Microsoft-მა სიახლეებს შორის წარადგინა ასევე განახლებული სერვისი Azure Speech-ი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამოიცნობს მოლაპარაკის სიტყვებს და ხმას და სინქრონულად შეინახავს დიალოგებს და კონფერენციებს ტექსტურ რეჟიმში; გაუმჯობესებული შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისათვის დოკუმენტებზე, რომლებიც ღრუბლოვან ტექნოლოგიებს ეფუძნება.

ყველა სიახლე

23 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ავსტრალიაში $140 მილიონის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს

ნარკოტიკები იპოვეს ფურგონში, რომელიც სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, პოლიციის განყოფილების წინ, ავტოსადგომზე მდგომ პოლიციის მანქანას შეეჯახა. ფურგონის მძღოლმა ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ნარკოტიკები მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.

23 ივლისი 2019, 10:04

მსოფლიო

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ მიგრანტების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

14 ქვეყნიდან რვამ ამ მექანიზმის აქტიურად დანერგვაზე აიღო პასუხისმგებლობა. „როცა საუბარია სოლიდარობაზე, ევროპა არ არის რესტორნის მენიუ. არ უნდა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ"- განაცხადა მაკრონმა.

23 ივლისი 2019, 09:59

მსოფლიო

სინგაპურში 9 ტონამდე კონტრაბანდული სპილოს ძვალი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 9 ტონამდე სპილოს ძვალი ამოიღეს. 30 წყვილი სპილოს ეშვის ღირებულება 13 მილიონ დოლარს აღწევს. კონტრაბანდული ტვირთი სინგაპურის გავლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ვიეტნამში გადაჰქონდათ.

ალექსანდრ ვერშბოუ

23 ივლისი 2019, 09:49

საქართველო

ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. „ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ვერშბოუ.

23 ივლისი 2019, 09:28

საქართველო

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.

ვენესუელ

23 ივლისი 2019, 09:10

მსოფლიო

ვენესუელის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ენერგეტიკულ კომპლექსზე „თავდასხმაში“ თავის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებს, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრის თქმით, კი ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი შესაძალოა „ელექტრომაგნიტური თავდასხმა“ გახდა.

23 ივლისი 2019, 08:48

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძარს ერთი ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, 9 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. ხანძრის შედეგად 26 კარვიდან 20 დაიწვა. იქ სულ 189 ბავშვი იყო.

მარტვილი ფესტივალი

23 ივლისი 2019, 08:21

კულტურა

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

გახსნის ცერემონიაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორული ნომრები წარმოადგინეს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, მარტვილში შედგება.

გიორგი ყუფარაძე

23 ივლისი 2019, 08:12

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ზომაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. საბერძნეთიდან საქართველოში, გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 08:03

ძალოვნები

დღეს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დევიდ ჰედისონი

23 ივლისი 2019, 00:50

კულტურა

მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარადაიცვალა, - წერს BBC. მსახიობმა ფილმ „ჯეიმს ბონდში“ ფელიქს ლეიტერის როლი შეასრულა, სადაც მისი პარტნიორი ბონდის როლში სერ როჯერ მური იყო. „ჯეიმს ბონდში“ მსახიობმა იგივე როლი 16 წლის შემდეგ შეასრულა, სადაც ბონდს ტიმატი დალტონი თამაშობდა.

„დალას კოვბოისი“

23 ივლისი 2019, 00:37

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები დაასახელა

სიის ლიდერი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბი „დალას კოვბოისი“ გახდა, რომლის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. რეიტინგში მეორე ადგილს 4,6 მილიარდი დოლარით ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდი „ნიუ-იორკ იანკისი“ იკავებს, მესამე ადგილზე კი 4,24 მილიარდი დოლარით საფეხბურთო კლუბი „რეალია“.

კრიშტიანუ რონალდუ

23 ივლისი 2019, 00:14

სპორტი

რონალდუს „გაუპატიურების საქმეზე“ ბრალს არ წარუდგენენ

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურების საქმეზე ბრალს აღარ წარუდგენენ, - წერს BBC. ლას-ვეგასის პროკურატურამ განაცხადა, რომ რონალდუს მიმართ არსებულ პრეტენზიებს მტკიცებულებები არ აქვს.

ელენა გრიგორიევა

23 ივლისი 2019, 00:12

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს. ამის შესახებ უფლებადამცველი დინარ იდრისოვი წერს. მისი თქმით, გრიგორიევას ბოლო დროს მკვლელობით ხშირად ემუქრებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი 21 ივლისს მისი სახლთან ახლოს იპოვეს. მას დანით 8 ჭრილობა მიაყენეს.

22 ივლისი 2019, 23:38

ტაბლოიდი

შოტლანდიაში კატამ პატრონს ნარკოტიკი მიუტანა

შოტლანდიაში კატამ სახლში ნარკოტიკი მიიტანა. სეირნობიდან დაბრუნებული ცხოველი ქალს დივანზე მიუწვა, შემდეგ კი კანაფის შეკვრა გამოაჩინა. ქალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ხუმრობით კანაფის მფლობელს ბოდიში მოუხადა.

მოჭიდავე ნიკა ბროლაძე (60 კგ)

22 ივლისი 2019, 23:30

სპორტი

ბაქოში მე-15 ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტატუ

22 ივლისი 2019, 23:08

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს „ტატუ“ რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ადგენს

მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა „ტატუს“ ხატვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. რის შედეგადაც სხეულზე დახატული „ტატუ“ სისხლის ქიმიური მდგომარეობის შესაბამისად ფერს იცვლის. „ტატუს“ მეშვეობით შესაძლებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის და ალბუმინის დონის დადგენა

22 ივლისი 2019, 22:24

ტაბლოიდი

აუქციონზე „ტიტანიკის“ მგზავრის ხელჯოხი $50 ათასად გაიყიდა

ხელჯოხი, რომლითაც „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრი ელა ვაითი სარგებლობდა აშშ-ში Guernsey's აუქციონზე $50 ათასად გაიყიდა. ხელჯოხს აქვს ელექტრო ნათურა. სწორედ ამიტომ გემის ჩაძირვის დროს ქალმა ის ორიენტაციისთვის გამოიყენა. როგორც ელა ვაითი იხსენებდა ის ხელჯოხს იქნევდა და ამით ბევრ ადამიანს დაეხმარა.

22 ივლისი 2019, 22:14

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ონთან იყო.

22 ივლისი 2019, 22:06

კულტურა

გამოქვეყნდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც ტომ ჰენქსი ტელეწამყვანს თამაშობს

ბიოგრაფიულ დრამაში ტომ ჰენქსი საბავშო ტელეგადაცემის წამყვანი ფრედ როჯერსიაა, რომელსაც მთელი ამერიკა პატივს სცემს. ფილმის მსოფლიო პრემიერა, რომლის რეჟისორი მარიელ ჰალერია, 22 სექტემბერს გაიმართება.